„ვენის სადაზღვევო ჯგუფმა“ COVID-19-ის საწინააღმდეგო პრეპარატის შექმნაში 7 მლნ ევროს ინვესტიცია განახორციელა

ამბები

8 ივნისი 15:46, 2020 წელი

  • „ვენის სადაზღვევო ჯგუფი“ ავსტრიული ბიოტექნიკური კომპანია APEIRON Biologics AG-ის უმსხვილესი ინვესტორია
    ჯგუფის წევრი კომპანიები ევროპის მასშტაბით სხვადასხვა სახის დახმარებას ახორციელებენ პანდემიასთან ბრძოლაში
  • „ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ წევრმა ქართულმა სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგმა“  COVID-19-ის წინააღმდეგ მებრძოლი ექიმებისთვის ფონდი შექმნა, სადაც 30,000 ევრო უკვე გადარიცხა

APEIRON Biologics AG  კაპიტალი ინვესტიციებისა და კერძო შემოწირულობების დახმარებით 11.9 მილიონით გაიზარდა. „ვენის სადაზღვევო ჯგუფი“ 7 მილიონი ევროთი კომპანიის მთავარი ფინანსური პარტნიორია. „ვენის სადაზღვევო ჯგუფმა“ ამ ინვესტიციით APEIRON Biologics-ში 3%-იანი წილი შეიძინა. 


APEIRON-ი COVID-19-ის მქონე პაციენტების სამკურნალო პრეპარატის APN01-ის შესასწავლად კვლევას ატარებს. თუ კვლევის შედეგები დადებითი იქნება, კომპანია მედიკამენტის დამზადებაზე თანხმობას დაჩქარებულ ვადებში მიიღებს  და ევროპის მასშტაბით სამომხმარებლო ბაზრებსაც მიაწოდებს. 


„ჩვენთვის ეს სოციალური ინვესტიციაა. ზოგადად, სადაზღვევო კომპანიები ეკონომიკისა და საზოგადოებისთვის, კაპიტალის და პოზიტიური სტიმულის მნიშვნელოვანი მიმწოდებლები არიან. სადაზღვევო ბიზნესის მთავარი მიზანია, გაუფრთხილდეს და შემდეგ თაობებს გადასცეს ღირებულებები, რომლებიც ქმნის დაცულობის შეგრძნებას. თუმცა, მდგრად განვითარებაზე ზრუნვა და მასში ინვესტიციის ჩადება ჩვენთვის უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფინანსური დაცვის გარანტიების შექმნა. ინვესტიციის განხორციელებისას, ვითვალისწინებთ სოციალურ და გარემოსდაცვით ტენდენციებს, რათა მონაწილეობა მივიღოთ ღირებული მომავლის შექმნაში. ამ მომენტში ეს ნიშნავს, რომ მხარი დავუჭიროთ მთავარ მამოძრავებელ ძალას, რომ, რაც შეიძლება მალე განავითაროს ეფექტიანი იარაღი კორონავირუსის წინააღმდეგ“, - აცხადებს ელიზაბეტ შტადლერი, „ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ გენერალური დირექტორი. 


„ვენის სადაზღვევო ჯგუფში“ შემავალმა კომპანიებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს covid-19-თან ბრძოლაში, განსაკუთრებით ჯანდაცვის სისტემის მხარდაჭერის კუთხით:



  • VIG-ის წევრმა კომპანიამ რუმინეთში OMNIASIASIG 50,000 ევროს სამედიცინო აღჭურვილობის შეძენა დააფინანსა, რომელიც სასწრაფოდ სჭირდებოდა სახელმწიფო საავადმყოფოებს კორონავირუსის მქონე პაციენტების სამკურნალოდ

  • ქართულმა სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგმა“ შექმნა ფონდი, რომლითაც ფინანსური მხარდაჭერა გამოუცხადა COVID-19-თან მებრძოლ ექიმებსა და სამედიცინო პერსონალს. 29 000 ევრო უკვე გადაირიცხა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ანგარიშზე. „ჯიპიაის“ 900 თანამშრომელსაც მიეცა შესაძლებლობა, ფონდში თავისი კონტრიბუცია გაეკეთებინა და ამ გზით მადლიერება გამოეხატა სამედიცინო პერსონალის მიმართ

  • სადაზღვევო კომპანიამ ჩეხეთში The Kooperativa-მ 37 000 ევრო საქველმოქმედო ორგანიზაციაში გადარიცხა, რომელმაც რისკჯგუფებისთვის დამცავი ტანისამოსი, სადეზინფექციო საშუალებები და წამლები შეიძინა. მათ ეს ნივთები მოხუცთა სახლებს, ჰოსპისებსა და სხვა მსგავს დაწესებულებებს გადასცეს, სადაც მოხუცები, შეზღუდული შესაძლებლობებისა მქონე პირები და სხვა რისკჯგუფის წარმომადგენლები მკურნალობდნენ. 


***


„ვენის სადაზღვევო ჯგუფი“ ყველაზე მსხვილი ინვესტორია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე და ლიდერია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ჯგუფის საქმიანობს ევროპის 30 ქვეყნის 50 კომპანიაში. 25 000-ზე მეტი თანამშრომლის დახმარებით, ჯგუფი 22 მილიონ მომხმარებელს ემსახურება.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?