BFM TV-ის ინფორმაციით, პარიზის რესპუბლიკის მოედანზე 20 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა.
ორგანიზატორები გეგმავდნენ საფრანგეთის დედაქალაქის ცენტრისკენ მსვლელობას, პოლიციამ კი მათ ამის უფლება არ მისცა.
პოლიციის აკრძალვის შემდეგ აქციის ზოგიერთ მონაწილე, ძირითადად შავებში ჩაცმული ახალგაზრდა ადამიანები პოლიციასთან კონფლიქტში შევიდა და მათი მიმართულებით ბოთლებისა და ანთებული პეტარდების სროლა დაიწყო.
აქციის ერთ-ერთი მონაწილის ასსი ტრაორეს განცხადებით, რომელიც 2016 წელს პოლიციასთან დაპირისპირების დროს მოკლული ადამ ტრაორეს დაა, აქციის მონაწილეებს ძალოვანების არ ეშინიათ და მოედანზე დილამდე დარჩებიან.
ტვიტერით პოლიციამ გააკეთა განცხადება, რომ აქციის მონაწილეებს რესპუბლიკის მოედნის ტერიტორიიდან გასვლის უფლებას აძლევენ.
პოლიციის განყოფილებაში BFM TV-ის წყაროს ცნობით, ხელისუფლება მზად არის, შეეგუოს მიტინგებს, მიუხედავად იმისა, რომ მომიტინგეები ეპიდემიოლოგიურ წესებს არ ემორჩილებიან, თუმცა ქალაქის ქუჩებში მსვლელობის უფლებას არ მისცემენ.
პარიზში აქციის დასაშლელად 2 ივნისსაც გამოიყენა პოლიციამ ცრემლსადენი გაზი. მაშინ ათასობით ადამიანმა დაარღვია კანონი, რომლის თანახმად კოვიდ-19-ის გამო 10 ადამიანზე მეტის შეკრება აკრძალულია. თავდაპირველად აქცია, რომელიც აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას მიეძღვნა, მშვიდობიანად მიმდინარეობდა, თუმცა შემეგ ზოგიერთმა მონაწილემ ნაგვის ურნებს ცეცლი წაუკიდა და სხვადასხვა ნივთებით ბარიკადების აღმართვა დაიწყო.