მენტალური ჯანმრთელობის ახალი ცენტრი და უფასო პროგრამები - „ევროპაბეთის“ მხარდაჭერით Mental Hub გაიხსნა

ამბები

8 ივლისი 18:19

ბოლო რამდენიმე წელია სოციალური პასუხისმგებლობა ბიზნესის სფეროს სტრატეგიის ნაწილი გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპაბეთი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დასავლეთის ქვეყნებში საზოგადოებრივი კეთილდღეობის შექმნაში, სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლები განსაკუთრებით აქტიურობენ. მათ მიერ გაწეული ფინანსური, ფსიქოლოგიური თუ სხვა სახის მხარდაჭერა იმ სოციალური ჯგუფების რეაბილიტაციაზეა გათვლილი, რომელთაც თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდებათ. 


სოციალური პასუხისმგებლობის კონცეფცია საქართველოშიც თანდათან იძენს აქტუალობას, რის ერთ-ერთ მაგალითს წარმოადგენს „ევროპაბეთის“ პასუხისგმებლიანი თამაშის კამპანია responsible.ge. პროექტის ფარგლებში ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრში „კამარა“ ფსიქოთერაპიის უფასო კურსები თამაშზე დამოკიდებულთათვის თებერვლიდან დაიწყო. 7 ივლისს კი კომპანიის დაფინანსებით ახალი ცენტრი - „მენტალ ჰაბი“ გაიხსნა, რომლის ძირითადი ბენეფიციარები ლუდომანიით დაავადებული ადამიანები იქნებიან. თუმცა, საზოგადოებაში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, ცენტრი სხვა საზოგადოებრივი ჯგუფების რეაბილიტაციის პროცესში ჩართვასაც გეგმავს.


ამჟამად, მთავარ გამოწვევას ქართული საზოგადოებისთვის Covid-19 წარმოადგენს. ამოუცნობი ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული სამედიცინო პერსონალი, რამდენიმე თვეა, სტრესულ სიტუაციაში მუშაობს, რაც სხვადასხვა პრობლემებს იწვევს. სამედიცინო პერსონალის შრომის ნაყოფიერების შენარჩუნებას დიდი მნიშვნელობა აქვს, რამდენადაც სწორედ ისინი წარმოადგენენ ცენტრალურ რგოლს ეპიდსიტუაციის გაუმჯობესების და დარეგულირების კუთხით. არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, „მენტალ ჰაბი“ სამედიცინო პერსონალს უფასო ფსიქოთერაპიულ დახმარებას გაუწევს.


„მენტალ ჰაბი“ ფსიქოლოგების, ფსიქიტრებისა და ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებს აერთიანებს. ჩვენი გუნდის წევრები მრავალი წელია ფსიქოსოციალური საჭიროებების მქონე პაცინეტებთან მუშაობენ და ამასთანავე, სამედიცინო მომსახურების მიწოდების კუთხითაც გააჩნიათ ხანგრძლივი გამოცდილება. ჩვენ მზად ვართ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება საზოგადოებაში არსებული გამოწვევების აღმოფხვრას მოვახმაროთ. ამჟამად, მნიშვნელოვან გამოწვევას „Covid -19“-ის წინააღმდეგ მებრძოლი სამედიცინო პერსონალის მდგომარეობა წარმოადგენს. სტრესულ გარემოში მუშაობა გავლენას ახდენს პერსონალის შრომის ნაყოფიერებაზე. ამის გამო, გადავწყვიტეთ ჩვენს კოლეგებს უფასო ფსიქოთერაპიული მომსახურება გავუწიოთ“, - აცხადებს „მენტალ ჰაბის“ დამფუძნებელი, ფსიქიატრი, აკაკი ბურკაძე.


უფასო ფსიქორეაბილიტაციის პროგრამების ამოქმედება „ევროპაბეთის“ სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკის ნაწილს წარმოადგენს და მიზნად ისახავს საქართველოს სათამაშო ბიზნესში ევროპული მოდელის დამკვიდრებას.


„პასუხისმგებლიანი თამაშის პოლიტიკა სამ მიმართულებას მოიცავს, ესაა პასუხისმგებლობა ბიზნესის, კომუნიკაციისა და საზოგადოების მიმართ. ჩვენი გახმაურებული თანამშრომლობა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „კამარასთან“ სწორედ უკანასკნელი პუნქტის ნაწილია. უფასო ფსიქორეაბილიტაციის კურსი თებერვალში გამოცხადდა, პანდემიის გამო მომსახურების მიწოდება არ შეჩერებულა და ამ დრომდე ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს.


უნდა აღვნიშნო ისიც, რომ თანამშრომლობის გამოცხადებას საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი გამოხმაურეა მოჰყვა. მიუხედავად ამისა, პროგრამაში ადგილები მე-2 დღესვე სრულად შეივსო, რამაც მომსახურების გაზრდის საჭიროებაში დაგვარწმუნა. „მენტალ ჰაბი“ ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შექმნილი ახალი ცენტრია, რომელიც მაღალი კომპეტენციის პერსონალით არის დაკომპლექტებული, რაც მნიშვნელოვანი რესურსია სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფის ფსიქოსოციალური რეაბილიტაციისათვის.  


responsible.ge-ს ეგიდით მომავალში მენტალური ჯანმრთელობის მიმართულებით პარტნიორების ჩამონათვალის გაფართოებასა და ახალი პროგრამების განხორციელებასაც მოვისაზრებთ, რაც ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციაზე ხელმისაწვდომობას საზოგადოებაში მნიშვნელოვნად გაზრდის“, - აცხადებს ლაშა გოგუა, „ევროპაბეთის“ მარკეტინგის დირექტორი.


რეგისტრაცია ფსიქორეაბილიტაციის უფასო კურსებზე „მენტალ ჰაბში“ 8 ივლისიდან დაიწყო. მსურველებმა უნდა დარეკონ ნომერზე 0322 051911.  ოპტიმალური კურსი 3-6 თვეს მოიცავს და კვირაში 8 საათიანი ინტენსიური დატვირთვით ჩატარდება. თუმცა, ცენტრის დამფუძნებლის განცხადებით, გამონაკლის შემთხვევებში კურსი გახანგრძლივდება და მუშაობის ინტენსივობაც გაიზრდება საბოლოო, წარმატებული შედეგების მიღწევამდე.

დღის ჰოროსკოპი

7 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„დანკინის“ ამერიკული რესტორნების მენიუს საქართველოში პიცა დაემატა

„დანკინის“ ამერიკული რესტორნების მენიუს საქართველოში პიცა დაემატა და ამიერიდან ერთგული მომხმარებლები იტალიური პეპერონის, მარგარიტას და პიცის ყველით და ლორით დაგემოვნება მხოლოდ 5.50 ლარად შეეძლებათ. ინფორმაციას „ვისოლ ჯგუფი“ ავრცელებს.
დღის ჰოროსკოპი

6 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

„ეს ადგილი კომფორტის მოყვარული მსმენელისთვის შევქმენით“,-7 აგვისტოს ღია ცის ქვეშ ახალი სივრცე იხსნება!

პანდემიის დასრულების შემდეგ ღონისძიებების სერია აქტიურად განახლდა, თბილისს ნელ-ნელა ემატება ახალი სივრცეები. ერთ-ერთი მათგანი Eclectik Space ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე პირველ სტუმრებს 7 აგვისტოს უმასპინძლებს.
დღის ჰოროსკოპი

5 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ევროპაბეთზე მიმდინარე რეგიონის მთავარი ტურნირი ნარდში დასრულდა

კომპანია ევრობაპეთისა და საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაციის ორგანიზებით, რეგიონში პირველი ონლაინ-ჩემპიონატი ჩატარდა.
დღის ჰოროსკოპი

4 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

3 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

2 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

1-ლი აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1-ლი აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ტექნიკა, რომელიც აუცილებლად დაგვჭირდება თანამედროვე სამზარეულოში

როგორი უნდა იყოს თანამედროვე სამზარეულო? - პირველ რიგში, ის არ უნდა იკავებდეს დიდ ადგილს სახლში, რადგან თანამდროვე ცხოვრების სტილი მჭიდროდაა დაკავშირებული სტუდიოს ტიპის მცირე ფართის ბინებთან. გარდა ამისა, სამზარეულოში ნებისმიერი ინგრედიენტის დამუშავებისთვის განკუთვნილი დანადგარი ტექნოლოგიურად სულ უფროდაუფრო მეტად იხვეწება. ასე რომ, დღეს შინ თავისუფლად შეძლებთ ისეთივე გემრიელი კარტოფილი ფრის მომზადებას, როგორც - ჩვენს საყვარელ ფასტფუდის რესტორნებში.
დღის ჰოროსკოპი

31 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 31 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?