არ მაინტერესებს ვინ არის „კაწრო“, ტელეშოუების დასადგმელად დაკითხეს - შაქარაშვილის ბიძა

INTERNET დაიჯესტი

9 ივლისი 13:44, 2020 წელი

გიორგი შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძე გავრცელებულ ვიდეომასალაში ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე „კაწროს“ არსებობას უარყოფს. ნიკოლაძე იმ ვერსიასაც არ ეთანხმება, რომ შაქარაშვილის ცხედარი რამდენიმე დღის განმავლობაში მიკროავტობუსში იყო.

მისი ინფორმაციით, ყველა პირი, რომელიც  ვიდეოკადრებში ფიგურირებს, გამოძიების მიერ იდენტიფიცირებულია. 


„საერთოდ არ მაინტერესებს ვინ არის „კაწრო“, რა კავშირი აქვს, რომ საქმის მასალებიდან მისი კავშირი არ იკვეთება საქმესთან. მე ვვარაუდობ, იკითხება იმის გამო, რომ დაიდგას ტელეშოუები, თითქოს გარდაცვლილი ბავშვი 4 დღე ვიღაცას დაჰყავდა სამარშრუტო ტაქსით და რაღაც სრული იდიოტიზმი. რამდენადაც მე ვიცი, ყველა იდენტიფიცირებულია და ტარდება ამომწურავი მოქმედებები. როდესაც გავლენ ბოლოში, გააკეთებენ იმედია განცხადებას. თუ ამბობენ „კაწროაო“, თავიც და ბოლოც ამ საქმეში უნდა დაკითხო, აბა რა უნდა ქნა, მერე გეტყვიან რომ ხელს აფარებ“, - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.


შეგახსენებთ, მიკროავტობუსის გადაადგილების ამსახველი ვიდეომასალა ტელეკომპანიებმა „ფორმულამ“ და „მთავარმა“ გაავრცელეს. კადრებში ჩანს, რომ მიკროავტობუსის ერთ-ერთი მგზავრი დიდუბეში გურამ ამირხანაშვილს შეხვდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ პირი, ვისაც ამირხანაშვილი შეხვდა, სავარაუდოდ, ავთო ბილანიშვილი, იგივე „კაწრო“ იყო.


ავთო ბილანიშვილის შემდეგ, შსს-ში გამოკითხვაზე ლაშა ლურსმანაშვილი შევიდა. თითქმის 6-საათიანი დაკითხვის შემდეგ, მან უწყება დატოვა და განაცხადა, რომ თეთრპერანგიანი პირი, რომელიც კადრებში ჩანს თავად არის, თუმცა, გურამ ამირხანაშვილს არ იცნობს. მისივე თქმით, ამირხანაშვილმა დიდუბეში ტელეფონზე დარეკვა სთხოვა, თუმცა მას დასარეკი არ ჰქონდა.


შეგახსენებთ, 19 ივნისს, საღამოს, კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.


4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.


19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა. მოგვიანებით პროკურატურამ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული.


მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 17-ვე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?