როგორ შევარჩიოთ იდეალური კონდიციონერი ჩვენი ბინისთვის

ამბები

17 ივლისი 15:35, 2020 წელი

კონდიციონერი ტექნიკის ის პროდუქტია, რომელიც, რატომღაც, მხოლოდ მაშინ გვახსენდება, როცა უკვე ძალიან ცხელა. თანაც, მისი შეძენა და დაყენება ისეთივე მარტივი საქმე სულაც არაა, როგორც - სხვა დანარჩენი ტექნიკის.

გარდა იმისა, რომ კონდიციონერის გარე აგრეგატის დასაყენებლად სხვადასხვა ტიპის ოფიციალური ნებართვაა საჭირო, არის კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც აუცილებლად უნდა დავუსვათ კონსულტანტს, სანამ კონდიციონერს შევიძენთ.


ტექნიკის მაღაზიათა ქსელი „გრანდ ელექტრონიქსი“ კონდიციონერების ფართო არჩევანს გთავაზობთ. პროდუქციის შეძენა არამხოლოდ ფილიალებში, არამედ - ვებგვერდზეც შეგიძლიათ. „გრანდ ელექტრონიქსის“ პროფესიონალი კონსულტანტები კი გიზიარებენ რჩევებს, თუ რაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება, სანამ კონდიციონერის შეძენას დააპირებთ.


სიმძლავრე


სანამ კონდიციონერის სხვადასხვა რეჟიმებს გამოვიკითხავთ, პირველ რიგში, უნდა გავარკვიოთ, თუ რა სიმძლავრის კონდიციონერი გვჭირდება. ეს დამოკიდებულია ჩვენი საცხოვრებელი ბინის ფართობზე. ამას BTU-ს მაჩვენებელი ქვია.


დაიანგარიშეთ ფართობი, რომლის გაგრილებასაც აპირებთ. გაითვალისწინეთ, რომ 1 კილოვატი შენობის 8-10კვ.მ.-ს ყოფნის, ხოლო 1კილოვატი =3.412 BTU.


აქვე, გასათვალისწინებელია ოთახის ადგილმდებარეობა:



  •  თუ ოთახს მზე უდგება, გამოანგარიშებული BTU უნდა გაამრავლოთ 10%-ზე;

  •  თუ ოთახი ჩრდილშია, BTU 10%-ზე უნდა გაიყოს;

  •  თუ ოთახში ერთზე მეტი ადამიანი იქნება, მაშინ თითოეულ ადამიანზე დაამატეთ 600 BTU;

  •  თუ სამზარეულოში აპირებთ კონდიციონერი მონტაჟს, დაამატეთ 4 000 BTU;


 


ენერგოეფექტურობა


ენერგოეფექტურობას დიდი ყურადღება ექცევა არამხოლოდ ეკოლოგიაზე ზრუნვის გამო, არამედ - მისი ეკონომიურობის გამოც. კონდიციონერებს ენერგოეფექტურობის ორი მაჩვენებელი აქვს: EER და COP. EER, ანუ ენერგოეფექტურობის კოეფიციენტი ყინვისა და ელექტროენერგიის ხარჯის ურთიერთმიმართებას გამოხატავს. მისი მაჩვენებელი 8-დან 11.5-მდე მერყეობს. რაც უფრო მაღალია ის, მით უფრო ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს კონდიციონერი. რაც შეეხება COP-ს, ანუ სითბოს წარმოქმნისა და დახარჯული ელექტროენერგიის ურთიერთმიმართებას, რაც უფრო მაღალია COP კოეფიციენტი, მით უფრო მაღალია ენერგოეფექტურობა.


სხვადასხვა რეჟიმები


როგორც წესი, თანამედროვე კონდიციონერებს გაგრილების გარდა უკვე აქვთ სხვა სასარგებლო ფუნქციებიც. მათ შორისაა ჰაერის გაწმენდის, გათბობის, ტენის ამოშრობის ან პირიქით, დატენიანების რეჟიმები. აუცილებლად კითხეთ კონსულტანტს ვენტილაციის, ღამის, ავტომატური ჩართვა/გამორთვის და ა.შ. რეჟიმების შესახებაც.


იონიზაციის ფუნქცია


თანამედროვე კონდიციონერებს, გარდა გაგრილების თუ ვენტილაციის რეჟიმებისა, იონიზაციის ფუნქციაც გააჩნიათ. თუმცა ამ ფუნქციასთან სიფრთხილეც გმართებთ. სპეციალისტები იონიზირებული ჰაერის სუნთქვას არ ურჩევენ მათ, ვინც ასთმური ბრონქიტით ან ვირუსითაა დაავადებული. თუმცა, ზოგადად, იონიზაცია კარგია ძილის ხარისხის, შრომისუნარიანობის, იმუნიტეტის, ფსიქოლოგიური მდგომარეობის და მეტაბოლიზმის გასაუმჯობესებლად.


თუმცა, თუკი ასეთ ტექნიკურ დეტალებში გარკვევის დრო არ გაქვთ, „გრანდ ელექტრონიქსის“ პროფესიონალი კონსულტანტები კომფორტულ და თანამედროვე ფილიალებში კონდიციონერის თითოეულ ფუნქციას სიამოვნებით განგიმარტავენ და თავად შეგირჩევენ კონკრეტულად თქვენი ბინისთვის მორგებულ მოდელს. 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?