როგორ შევიგრძნობთ ცხოვრებას? – TEDxTbilisi 2019 დასრულებულია

ამბები

18 დეკემბერი 17:50, 2019 წელი

TEDxTbilisi 2019 14 დეკემბერს თსუ-ს პირველი კორპუსის დარბაზში გაიმართა.

TED შემთხვევით, მას მერე აღმოვაჩინე, რაც „ჭამე, ილოცე, შეიყვარე“ წავიკითხე და მომინდა, ავტორის შესახებ უფრო მეტი გამეგო. „გუგლის“ წყალობით ელიზაბეთ გილბერტზე უფრო მეტი გავიგე, შემდეგ კი TED-ის საერთაშორისო ინტელექტუალური ფორუმიც აღმოვაჩინე, რომელიც 26 წელია, დედამიწის გარშემო სხვადასხვა ქალაქის სცენაზე კრებს და ავრცელებს საუკეთესო იდეებს, შთააგონებს მილიონობით დამსწრესა და აპლიკაციის გამომწერს; თითოეული გამომსვლელის 15-წუთიანი სიტყვა კი დანარჩენებისთვის შესაძლოა ახალი, ღირებული იდეებისა და პროექტების დასაწყისი და ბიძგის მიმცემიც კი გახდეს.


TEDxTbilisi 2019 14 დეკემბერს თსუ-ს პირველი კორპუსის დარბაზში გაიმართა.


შაბათს, დეკემბრის სუსხიან დილას, 10-წლიანი პაუზის შემდეგ, ისევ რიგითი სტუდენტივით ავრბივარ თსუ-ს პირველი კორპუსის მასიურ კიბეებზე და დიდ დარბაზში შევდივარ. ალბათ, ლოგიკურია, რომ საერთაშორისო ინტელექტუალურ ფორუმს საქართველოს პირველი და უძველესი უმაღლესი სასწავლებელი მასპინძლობს, რომელიც არსებობის ერთ საუკუნეს ითვლის.


მოსაცდელში coffee lab-ის სურნელოვანი ყავით გვმასპინძლობენ, ტედის ფერებით განათებული დარბაზი კი ნელ-ნელა ივსება ხალხით. TED-ის ღონისძიებაზე დამსწრეთა რიცხვი წლიდან წლამდე მატულობს. წლევანდელი TEDx-ზე რეგისტრაცია დაგეგმილი 2 კვირის ნაცვლად, ზუსტად 5 საათში დასრულდა, შეივსო რა 800 ადგილი.


800 კაცი სულმოუთქმელად ველით ღონისძიების დაწყებას, რომლის მთავარი თემაც წელს „ცხოვრების ხელოვნებაა“. თემის აბსტრაქტულობა TED-ის საერთაშორისოდ აღიარებული და დამკვიდრებული სტილია - ამით ყველა სპიკერს თავისი გამოსვლის სრული ინტერპრეტაციის საშუალება ეძლევა და მსმენელს ერთ გლობალურ საკითხზე თემის საკუთარი ფოკუსით გააზრების საშუალებას აძლევს.


ისევე, როგორც ხელოვნებას, ცხოვრებასაც შემოქმედებითი მიდგომა სჭირდება, რომელიც ადამიანის გონების, სხეულისა და ემოციის სრულ ჩართულობას ითხოვს. სწორედ ასე ვიღებთ ცხოვრებისგან საუკეთესოს, ვქმნით დაუსრულებლად და, რაც მთავარია, არ ვწყვეტთ განვითარებას.


და მაინც, როგორ შევიგრძნობთ ცხოვრებას? რა გვჭირდება იმისთვის, რომ ცხოვრებას შემოქმედებითად მივუდგეთ?


სხვადასხვა პროფესიის მქონე 9 განსხვავებული სპიკერი რეალობის სხვადასხვა ჭრილიდან ცხოვრების ხელოვნების სხვადასხვაგვარ აღქმაზე გვესაუბრება.


ფაგები ანტიბიოტიკების წინააღმდეგ


ცხოვრების ხელოვნებაა ის, რომ, ჩვენთან ერთად, დედამიწაზე ყველაფერი უკვე გაჩენილია, რასაც ჩვენი დაცვა შეუძლია. ჩვენ გარშემო ბაქტერიებს ფაგები ებრძვიან, ანტიბიოტიკებისგან განსხვავებით, რომლებიც მასობრივი განადგურების ბომბს შეიძლება შევადაროთ, ფაგები კეთილი სნაიპერები არიან, რომლებიც მხოლოდ ბაქტერიას იღებენ სამიზნედ და ანადგურებენ. რატი ღოლეჯიშვილი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ქართველი ანტერპრენერია და რომელმაც „ბიოქიმფარმი“ საწარმოდან მოგებიან ბიზნესად გადააქცია, სწორედ ფაგების ჯადოქრობაზე გვიყვება.


2-წუთიანი მონოლოგი ლიფტში


შემდეგი სპიკერი, მაკო ქავთარაძე TEDxTbilisi-ის დღეს იუბილარია. ზოგადად, თბილისის TEDx-ს ასეთი ტრადიცია აქვს: ღონისძიება ყოველთვის ემთხვევა ერთ-ერთი სპიკერის დაბადების დღეს. ამჯერად მაკოს დაბადების დღეა. „ჯაშუში სანელებლებისა“ და „სუნელების მუზეუმის“ შემქმნელი იმ უმნიშვნელოვანეს ორ წუთზე გვიყვება, რომელიც ლიფტში, პოტენციურ ინვესტორთან უნდა გამართო. „ლიფტის კარის გაღებამდე უნდა შეძლო ინვესტორის დარწმუნება შენი იდეის გენიალურობაში“, - გვეუბნება მაკო.


და საერთოდ, როდის დგება დრო, რომ შეეშვა კომფორტულ სამსახურს და სტაბილურ ანაზღაურებას და შექმნა რაღაც სხვა, შენი, უნიკალური და გადადგა დამოუკიდებელი ნაბიჯები? არსებობს ამისთვის მკაფიოდ განსაზღვრული დრო თუ ეს ყველასთვის ინდივიდუალურია? არსებობს შინაგანი ხმა, რომელიც გიკარნახებს, რომ უკვე გაფრენის დრო დადგა? დაბოლოს, რას ვაკეთებთ, როცა ჩვენს იდეას არაფრად აგდებენ (და ეს ასე აუცილებლად მოხდება საბოლოო გამართლებამდე)?


„მე მართლა ყველა ფანჯრიდან შევდიოდი, როცა კარიდან მაგდებდნენ“, - ამბობს დღევანდელი იუბილარი. 


შეიძლება გატეხილი გულის გამთელება?


შემდეგი სპიკერის გამოცდილებაც უნიკალურია. მისი გუნდის კვლევამ თანამედროვე კარდიოლოგია შესაძლოა, სრულიად შეცვალოს - იტალიაში, სანტანას უმაღლესი სამედიცინო სკოლის მკვლევართა გუნდი ხატია გაბისონიასთან ერთად ცდილობს, გულის უჯრედებს გამრავლების უნარი მიანიჭოს. შედეგად, გადაიჭრება თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა - შეიძლება თუ არა გატეხილი გულის გამთელება?


„კინცუგი გატეხილი ჭურჭლის ოქროთი აღდგენის იაპონური ხელოვნებაა. ის და კარდიოლოგიური ოპერაცია, ამ კუთხით, ძალიან ჰგავს ერთმანეთს“, - გვეუბნება ხატია, - „გული პირვანდელი აღარ არის, თუმცა ის უფრო ძვირფასი და უფრო უნიკალური ხდება“.


კაცობრიობის უდიდესი მონაპოვარი


შემდეგი თემა თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს გამოწვევას, ვაქცინაციას ეხება. თითქოს, მარტივია, 21-ე საუკუნეში ვაქცინაციის დადებით თვისებებზე ბევრი არ ისაუბრო, მაგრამ როგორც ვაქცინაციისა და იმუნიზაციის ასოციაციის პრეზიდენტი, თათა რატიშვილი ამბობს, ადამიანის მეხსიერება ძალიან მყიფეა. რაც მის გარშემო აღარ ხდება, ის მას, უბრალოდ, ივიწყებს. ასე მოხდა ვაქცინაციის შემთხვევაშიც. ამ უძლიერესი სამედიცინო ჩარევის წყალობით კაცობრიობამ უამრავი დაავადება დავამარცხეთ და უმრავლესობა მათგანი აღარც კი გვახსოვს, რომ გვტანჯავდა. სწორედ ამის გამო ძლიერდება ანტივაქსერთა ნარატივიც.


და საერთოდაც, იცოდით, რომ პირველი ცნობილი ქართველი, ვინც შვილი მაშინდელი ვერაგი ინფექციის, ყვავილის, წინააღმდეგ აცრა (ისტორიული ცნობებით, „აჭრა“), ერეკლე II იყო? ერეკლესდროინდელ თბილისში ვაქცინაციის მხარდასაჭერი აქტიური კამპანიაც კი მიმდინარეობდა. ამას იმდროინდელი უცხოელი მოგზაურების ჩანაწერები ადასტურებს.


რა არის ბედნიერება?


რა არის ბედნიერება? - გვეკითხება შემდეგი სპიკერი. ლიკა დუმბაძის ცხოვრება ჰოლივუდურ ზღაპრებს ჰგავს, რაზეც ერთხელ მაინც ყველა პატარა გოგოს გვიოცნებია ბავშვობაში. იტალიაში ამალფის ულამაზეს სანაპიროზე ცხოვრება და ულამაზესი ქორწილების ორგანიზატორობა - რა შეიძლება ამაზე უკეთესი ინატრო?


და მაინც, ლიკა თავის 15-წუთიანი გამოსვლით გვარწმუნებს, რომ ბედნიერება გადაწყვეტილებაა და არა - კონკრეტული პირობების შესრულების შემდეგ კმაყოფილების განცდა; და რომ მზიან ქორწილზე ოცნება უეცრად მოსულმა წვიმამ არ უნდა ჩაგვაშხამოს და რომ ქორწილის მთავარი ჯადოსნობა არა ინსტაგრამის ლაიქები, არამედ დასამახსოვრებელი ფოტოები, საყვარელი ადამიანი და ბედნიერების გადაწყვეტილებაა. დიახ, 100-ზე მეტი ქორწილის ორგანიზატორობამ ლიკას ასწავლა, რომ ცხოვრების ხელოვნებაა, როცა ტვინის უჯრედებს უბრძანებ, რომ, თუკი შენგან დამოუკიდებელ მიზეზებს ვერ მართავ, უბრალოდ, მიიღო მოცემულობა და იმ მოცემულობაში იყო ბედნიერი.


ვინ ბინადრობს ახლა ოლიმპოს მთაზე?


იყო დრო, როცა თავს ვიწონებდით სხვადასხვა ცნობილი ბრენდების მოხმარებით და ჩვენს სოციალურ სტატუსს საზოგადოებაში ჩვენ მიერ მოხმარებული ბრენდები განსაზღვრავდა.


„გავიდა წლები, შეიცვალა ტექნოლოგიები, შეიცვალა კომპანიებისა და მომხმარებლის ურთიერთობა და რა ვნახეთ? ის, რომ ჩვენ როლები გავცვალეთ“, - გვეუბნება TEDx-ის შემდეგი სპიკერი, მარკეტოლოგი მანუჩარ ჩიტიაშვილი. - „ბრენდები ოლიმპოს მთიდან დაეშვნენ და ახლა მნიშნველოვანია არა ის, რომელი ბრენდის მომხმარებელი ხარ, არამედ ის, ვინაა შენი მომხმარებელი“.


და თუკი რამდენიმე ათეული წლის წინათ „ჭირვეულის მორჯულებაში“ ელია ლიზას ეკითხება, რატომ აცვია ვიღაც „ვალენტინოს“ კაბა და არა - თავისი, ახლა კითხვა პირიქითაც შეიძლება დაისვას: ვის აცვია „ვალენტინოს“ კაბა? 


როდის ვბერდებით?


გიფიქრიათ იმაზე, რომელია ის წამი, რომლის იქითაც თქვენ კი აღარ იზრდებით, არამედ, პირიქით, ბერდებით? რომელია ეს ასაკი? როდის ხვდებით, რომ ეს ისაა - სიბერე? და რაც მთავარია, როგორ ხვდებით მას? მარია ბაიერ დ’ორაციო ამბობს, რომ ჩვენ ვბერდებით იმ წამიდან, როცა ვნებდებით რუტინას  და ცნობისმოყვარეობა ნელ-ნელა ტოვებს ჩვენს ცხოვრებას.  


„სიბერე ნელ-ნელა მოდის: სამზარეულოში ამოჩემებული სკამიდან, ამოჩემებული ჭიქიდან, იმ ერთი გატკეპნილი გზიდან, რომლითაც სამსახურში მივდივართ და, რაც მთავარია, მაშინ, როცა გარშემო ინდიფერენტულობის შავ-თეთრი ფარდა ეფარება ყველაფერს. ცხოვრებას ფერები აკლდება, ჩვენ კი ახალგაზრდობა გვტოვებს“, - გვეუბნება მარია. შევაჩერებთ დაბერებას, თუკი რუტინას არ დავნებდებით? თუკი ყოველთვის აგვენთება თვალები? თუკი გულები ისევ ღია გვექნება სიახლისთვის?


დაბოლოს, ვინ ფიქრობს მაშინ, როცა მე ვფიქრობ?


TEDxTbilisi-ის დასასრულისკენ უკვე ვერც ვიფიქრებდით, რომ ამდენი გვექნებოდა კვლავ საფიქრალი, როცა სცენაზე ბოლო გამომსვლელი, მკვლევარი და მეცნიერი, გიორგი თუმანიშვილი გამოვიდა.


სად არის ჩემი მე? თუკი დავუშვებთ, რომ ჩვენი მე-ს გაციფრება შესაძლებელია, რა ინფორმაცია უნდა შევინახოთ ჩვენზე? და თუკი ჩვენს მეს გავაციფრებთ, უნდა მივუთითოთ თუ არა, სადამდე იყოს აქტიური? და ჩვენი უკანასკნელი ფიქრი და თვალების დახუჭვა იქნება თუ არა ჩვენი ციფრული მე-ს თვალების გახელის და პირველი ფიქრის მომენტი? - ეს უფრო მეტად კითხვების კორიანტელი იყო, ვიდრე  პასუხების. გიორგი თუმანიშვილი სულაც არ ეცადა, აუდიტორიის კითხვებზე პასუხები გაეცა, პირიქით, ჩვენს პასუხგაუცემელ კითხვებს კიდევ უფრო მეტი კითხვა დაუმატა.  


TEDxTbilisi 2019 ასე დასრულდა - უამრავი პასუხგაუცემელი კითხვით და, რაც მთავარია, ახალი იდეით, მოტივაციით, შთაგონებით და ცხოვრების ხელოვნების სრულიად ახლებური გადააზრებით.


ირინა ალიაშვილი 

დღის ჰოროსკოპი

23 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე www.responsible.ge-ს კამპანიის შესახებ დეტალურად საუბრობს

„ევროპაბეთის“ მიერ დაფინანსებულმა ფსიქო-სარეაბილიტაციო კურსმა საზოგადოებაში მაღალი ინტერესი გამოიწვია.
დღის ჰოროსკოპი

22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ნათია ფანჯიკიძე responsible.ge-ს პროექტში ჩაერთო

დღეს  ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „კამარასა“ და კომპანია „ევროპაბეთს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. კომპანია თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებს ფსიქოსარეაბილიტაციო კურსს სრულად დაუფინანსებს.
ამბები

ვაინშტეფანი WEIHENSTEPHAN - მსოფლიოში პირველი და ყველაზე ძველი მონასტრის ლუდსახარში

რუბრიკის წარმდგენია გერმანული ლუდის სახლი „მიუნხენი“.
თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ეს 4 ნიშანი არასდროს უბრუნდება წარსულს

მათ არ უყვართ ძველი ცხოვრებისა და ძველი იარების გახსენება. განშორების დროს, რაც არ უნდა უჭირდეთ, ღირსეულად უჭირავთ თავი და ფიქრობენ, რომ ცხოვრება ისეთი ხანმოკლეა, არ ღირს წარსულზე დროის ხარჯვა.
ამბები

რა სახის სამუშაოებს უნდა აარიდოს დამსაქმებელმა ორსული, ახალნამშობიარები, მეძუძური ქალი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა სამუშაოები, რომლებითაც დამსაქმებელმა ორსული ან ახალნამშობიარები ქალი, ასევე, მეძუძური დედა არ უნდა დაასაქმოს.
სილამაზე/ჯანმრთელობა

ლამაზი ვარცხნილობის გაკეთება 2 წუთში!

ამას ნებისმიერი შეძლებს. საჭიროა მხოლოდ კარგი მაკრატელი, ცოტა წყალი, თმის ფენი და მრგვალი სავარცხელი.
FUN-ტესტი

პიროვნული ტესტი - რა შეცდომას უშვებთ რთულ სიტუაციაში?

აირჩიეთ ერთი ლაბირინთი, რომელიც თქვენში სტრესის ასოციაციას იწვევს. ეს ფსიქოლოგიური ტესტი კარგი საშუალებაა, გაარკვიოთ, რა გეშლებათ რთულ სიტუაციაში, რათა შეცვალოთ თქვენი ქცევა და უფრო სწრაფად მიიღოთ შედეგი. 
ამბები

ნათია ფანჯიკიძე responsible.ge-ს პროექტში ჩაერთო

„ევროპაბეთის“ პასუხისმგებლიანი თამაშის კამპანიაში ფსიქოლოგიურ-სარეაბილიტაციო ცენტრები სრული დატვირთვით მარტის ბოლომდე ჩაერთვებიან - კომპანია თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებს სრულ სარეაბილიტაციო კურსს უფასოდ სთავაზობს.
დღის ჰოროსკოპი

21 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 თებერვლისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
მებაღის რჩევები

ნიორი - ოთახის მცენარეების მოსავლელად

ნიორი - ბუნების გულუხვი საჩუქარია, თანა - არა მხოლოდ ადამინი ჯანმრთელობისთვის. შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ნივრის კბილს და ნივრიან წყალს ჯადოსნური თვისებები აქვს მცენარეებისთვისაც!