ზურა რიკაძე: ესპანეთში მიღებულ გამოცდილებას სტიქიური გეოლოგიური პროცესების თანამედროვე მეთოდებით კვლევაში გამოვიყენებ

ამბები

27 დეკემბერი 12:40, 2019 წელი

ზურა რიკაძე - განათლების საერთაშორისო ცენტრის საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის გამარჯვებულია.

სამი თვის განმავლობაში მან მნიშვნელოვანი ცოდნა და პროფესიული გამოცდილება მიიღო ესპანეთში, კანტაბრიის უნივერსიტეტში. ის უკვე დაბრუნდა საქართველოში და მუშაობას აგრძელებს გარემოს ეროვნულ სააგენტოში. საზღვარგარეთ სწავლის შესახებ საკუთარ გამოცდილებას კი  ინტერვიუს ფორმატში გვიზიარებს:


- მოგვიყევით საზღვარგარეთ სწავლისა და ცხოვრების გამოცდილებაზე (ცენტრის რომელი პროგრამის გამარჯვებული ხართ, რომელ ქვეყანასა და უმაღლეს სასწავლებელში სწავლობდით და რა პროფესიაზე);


- ვარ „საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა 2019-2020“-ის ერთ-ერთი გამარჯვებული, ვისწავლე ესპანეთის ქალაქ სანტანდერში, კანტაბრიის უნივერსიტეტში, სასწავლო კურსი ეხებოდა დისტანციურ ზონდირებას, კერძოდ კი ციფრულ ფოტოგრამეტრიას. დისტანციური ზონდირება ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა სტიქიური გეოლოგიური პროცესების გააქტიურების შედეგად მოსალოდნელი რისკების შესაფასებლად, ჩემთვის, როგორც გარემოს ეროვონული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის თანამშრომლისთვის, მეტად მნიშვნელოვანია ამ პროცესების ახალი მეთოდებითა და მიდგომებით კვლევა - ბოლო პერიოდში გახშირებული სტიქიური გეოლოგიური პროცესების საერთო ფონზე.


რაც შეეხება საზღვარგარეთ სწავლას და ცხოვრების გამოცდილებას, ჩემი პირველი სასწავლო ვიზიტი იყო საზღვარგარეთ და საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღე როგორც პროფესიული, ასევე ცხოვრებისეული. უცხო ქვეყნის კულტურისა და კონკრეტული საქმიანობის გაცნობა მომავალი პროფესიული წარმატებების კარგი წინაპირობაა.


- გაიხსენეთ ის ეტაპები, რომელიც სტიპენდიის მოპოვებამდე გაიარეთ. რამდენად რთული იყო ცენტრის კონკურსზე გამარჯვება?


- სტიპენდიის მოპოვებამდე რამდენიმე ეტაპი გავიარე, ჩემთვის ყველაზე რთული გასაუბრების ეტაპი გამოდგა, რადგან ძნელია ამ ეტაპის წარმატებით გადალახვა, როცა გიწევს საკმაოდ ძლიერ კონკურსატებთან „ჯანსაღი“ პაექრობა.


კონკურსში მონაწილების მიღება და საკონკურსო პროცესი საკმაოდ მარტივი და გამჭვირვალე იყო, კითხვების გაჩენის შემთხვევაში, ცენტრის თანამშრომლები გასაგებად და ოპერატიულად პასუხობდნენ აპლიკანტის თითოეულ შეკითხვას.


- რა იყო მთავარი სირთულე საზღვარგარეთ სწავლის პროცესში და რა გახსენდებათ ყველაზე სასიამოვნოდ?


- საზღვარგარეთ სწავლის პროცესში, საწყის ეტაპზე, მთავარი სირთულე მაინც უცხო ხალხთან და უცხო ქვეყნის კულტურასთან ადაპტაცია იყო. სასიამოვნოდ გასახსენებელია სტაჟირების მთელი პერიოდი ჩასვლის დღიდან - წამოსვლის დღემდე.


- როგორ გამოიყენებთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამით მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას გარემოს ეროვნულ სააგენტოში თქვენი საქმიანობის განხორციელებისას?


- საქართველოში დაბრუნების შემდეგ ვაგრძელებ მუშაობას გარემოს ეროვნულ სააგენტოში და იმ საქმიანობის განხორციელებისას, რომელსაც ესპანეთში წასვლამდე ვაკეთებდი, გამოვიყენებ საზღვარგარეთ მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას.


- რა რჩევას მისცემდით განათლების საერთაშორისო ცენტრის მომავალ სტიპენდიატებს?


- მომავალ სტიპენდიატებს ვურჩევ, რომ საზღვარგარეთ სწავლის შანსი მაქსიმალურად გამოიყენონ, შეეცადონ, რომ რაც შეიძლება მეტი ცოდნა მიიღონ, გაეცნონ უცხო ქვეყნის საქმიანობას კონკრეტულ სფეროში, ამავდროულად, თვითონაც გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება მათ და, რაც ყველაზე მთავარია, გააცნონ საქართველო უცხოელებს.


- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?


- მომავალშიც ვგეგმავ, რომ დისტანციური ზონდირების მიმარულებით გავაგრძელო საქმიანობა, ესპანეთში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას გამოვიყენებ სტიქიური გეოლოგიური პროცესების თანამედროვე მიდგომებითა და მეთოდებით კვლევაში, ასევე დოქტორანტურის წარმატებით დასრულებაში.


ამბები

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე www.responsible.ge-ს კამპანიის შესახებ დეტალურად საუბრობს

„ევროპაბეთის“ მიერ დაფინანსებულმა ფსიქო-სარეაბილიტაციო კურსმა საზოგადოებაში მაღალი ინტერესი გამოიწვია.
დღის ჰოროსკოპი

22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ნათია ფანჯიკიძე responsible.ge-ს პროექტში ჩაერთო

დღეს  ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „კამარასა“ და კომპანია „ევროპაბეთს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. კომპანია თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებს ფსიქოსარეაბილიტაციო კურსს სრულად დაუფინანსებს.
ამბები

ვაინშტეფანი WEIHENSTEPHAN - მსოფლიოში პირველი და ყველაზე ძველი მონასტრის ლუდსახარში

რუბრიკის წარმდგენია გერმანული ლუდის სახლი „მიუნხენი“.
თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ეს 4 ნიშანი არასდროს უბრუნდება წარსულს

მათ არ უყვართ ძველი ცხოვრებისა და ძველი იარების გახსენება. განშორების დროს, რაც არ უნდა უჭირდეთ, ღირსეულად უჭირავთ თავი და ფიქრობენ, რომ ცხოვრება ისეთი ხანმოკლეა, არ ღირს წარსულზე დროის ხარჯვა.
ამბები

რა სახის სამუშაოებს უნდა აარიდოს დამსაქმებელმა ორსული, ახალნამშობიარები, მეძუძური ქალი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა სამუშაოები, რომლებითაც დამსაქმებელმა ორსული ან ახალნამშობიარები ქალი, ასევე, მეძუძური დედა არ უნდა დაასაქმოს.
სილამაზე/ჯანმრთელობა

ლამაზი ვარცხნილობის გაკეთება 2 წუთში!

ამას ნებისმიერი შეძლებს. საჭიროა მხოლოდ კარგი მაკრატელი, ცოტა წყალი, თმის ფენი და მრგვალი სავარცხელი.
FUN-ტესტი

პიროვნული ტესტი - რა შეცდომას უშვებთ რთულ სიტუაციაში?

აირჩიეთ ერთი ლაბირინთი, რომელიც თქვენში სტრესის ასოციაციას იწვევს. ეს ფსიქოლოგიური ტესტი კარგი საშუალებაა, გაარკვიოთ, რა გეშლებათ რთულ სიტუაციაში, რათა შეცვალოთ თქვენი ქცევა და უფრო სწრაფად მიიღოთ შედეგი. 
ამბები

ნათია ფანჯიკიძე responsible.ge-ს პროექტში ჩაერთო

„ევროპაბეთის“ პასუხისმგებლიანი თამაშის კამპანიაში ფსიქოლოგიურ-სარეაბილიტაციო ცენტრები სრული დატვირთვით მარტის ბოლომდე ჩაერთვებიან - კომპანია თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებს სრულ სარეაბილიტაციო კურსს უფასოდ სთავაზობს.
დღის ჰოროსკოპი

21 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 თებერვლისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
მებაღის რჩევები

ნიორი - ოთახის მცენარეების მოსავლელად

ნიორი - ბუნების გულუხვი საჩუქარია, თანა - არა მხოლოდ ადამინი ჯანმრთელობისთვის. შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ნივრის კბილს და ნივრიან წყალს ჯადოსნური თვისებები აქვს მცენარეებისთვისაც!
დღის ჰოროსკოპი

20 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?