ვალიკო ბაბუ დევნილთა დასახლებიდან უკვე მილიონერია

ამბები

5 თებერვალი 12:14

მოგებული ჯეკპოტი 1 182 454 ლარი „საქართველოს ეროვნულმა ლატარიამ“ კვაჭაძეების ოჯახს გუშინ საზეიმო ვითარებაში გადასცა.

ჯეკპოტის - 1 182 454 ლარის გადაცემის საზეიმო ცერემონიაზე კვაჭაძეების ოჯახი ბათუმიდან თბილისში სპეციალურად ჩამოვიდა. მილიონ ლარზე მეტი ჯეკპოტის გადაცემისას იყო ბევრი ემოცია - სიხარული, ცრემლნარევი ბედნიერება და გაოგნებაც კი, გაოგნება, რადგან 2 ლარად „ლოტო 6/42“-ის შეძენილი ბილეთით მოგებული მილიონის ისტორია მართლაც რომ კეთილ ზღაპარს ჰგავს. თუმცა, კვაჭაძეების ოჯახის ამბავი რომ რეალურია, ეს ყველაზე მეტად თავად კვაჭაძეების ოჯახმა იცის - სპეციალურად გახსნილ ანგარიშზე მათ „საქართველოს ეროვნულმა ლატარიამ“ მოგებული ჯეკპოტი უკვე ჩაურიცხა.


პირველი, რასაც კვაჭაძეების ოჯახი მოგებული მილიონით გააკეთებს, ბათუმის ბენზესდასახლებაში  დაგირავებულ საგვარეულო ბინას გამოიხსნის, გაარემონტებს და ცხოვრებასაც  მშობლიურ ბინაში გააგრძელებს. დარჩენილი მილიონის ნაწილით კი ოჯახი ძალიან ბევრი სურვილის ასრულებას  შეძლებს.


სამუდამოდ წარსულს ჩაჰბარდება მომავლის შიშითა და გაჭირვებით სავსე ცხოვრება. „ლოტო 6/42“-ში მილიონის მოგებამდე კვაჭაძეების ოჯახმა საკმაოდ რთული გზა გაიარა, გზა კათარზისიდან მილიონამდე. ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული, ვალიკო ბაბუ საკვებისთვის ყოველდღე სოციალურ სასადილოში დადიოდა და გზად მდებარე ჯიხურში ლატარიის ბილეთს ყიდულობდა, იმის იმედით, რომ მოიგებდა და დაგირავებულ ბინას გამოიხსნიდა. ოჯახი დევნილთა დასახლებაში ნაქირავებ  ბინაში ცხოვრობდა. 


18 იანვარს 2 ლარად შეძენილი „ლოტო 6/42“-ის ბილეთმა კვაჭაძეების ოჯახს ყველაზე სანუკვარი ოცნების ასრულების შესაძლებლობა მისცა და მათი ცხოვრებაც რადიკალურად შეცვალა - კვაჭაძეებისთვის გზა სოციალურად დაუცველობიდან მილიონერობამდე ლატარიის კომპანიაზე გავიდა!  

დღის ჰოროსკოპი

23 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე www.responsible.ge-ს კამპანიის შესახებ დეტალურად საუბრობს

„ევროპაბეთის“ მიერ დაფინანსებულმა ფსიქო-სარეაბილიტაციო კურსმა საზოგადოებაში მაღალი ინტერესი გამოიწვია.
დღის ჰოროსკოპი

22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ნათია ფანჯიკიძე responsible.ge-ს პროექტში ჩაერთო

დღეს  ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „კამარასა“ და კომპანია „ევროპაბეთს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. კომპანია თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებს ფსიქოსარეაბილიტაციო კურსს სრულად დაუფინანსებს.
ამბები

ვაინშტეფანი WEIHENSTEPHAN - მსოფლიოში პირველი და ყველაზე ძველი მონასტრის ლუდსახარში

რუბრიკის წარმდგენია გერმანული ლუდის სახლი „მიუნხენი“.
თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ეს 4 ნიშანი არასდროს უბრუნდება წარსულს

მათ არ უყვართ ძველი ცხოვრებისა და ძველი იარების გახსენება. განშორების დროს, რაც არ უნდა უჭირდეთ, ღირსეულად უჭირავთ თავი და ფიქრობენ, რომ ცხოვრება ისეთი ხანმოკლეა, არ ღირს წარსულზე დროის ხარჯვა.
ამბები

რა სახის სამუშაოებს უნდა აარიდოს დამსაქმებელმა ორსული, ახალნამშობიარები, მეძუძური ქალი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა სამუშაოები, რომლებითაც დამსაქმებელმა ორსული ან ახალნამშობიარები ქალი, ასევე, მეძუძური დედა არ უნდა დაასაქმოს.
სილამაზე/ჯანმრთელობა

ლამაზი ვარცხნილობის გაკეთება 2 წუთში!

ამას ნებისმიერი შეძლებს. საჭიროა მხოლოდ კარგი მაკრატელი, ცოტა წყალი, თმის ფენი და მრგვალი სავარცხელი.
FUN-ტესტი

პიროვნული ტესტი - რა შეცდომას უშვებთ რთულ სიტუაციაში?

აირჩიეთ ერთი ლაბირინთი, რომელიც თქვენში სტრესის ასოციაციას იწვევს. ეს ფსიქოლოგიური ტესტი კარგი საშუალებაა, გაარკვიოთ, რა გეშლებათ რთულ სიტუაციაში, რათა შეცვალოთ თქვენი ქცევა და უფრო სწრაფად მიიღოთ შედეგი. 
ამბები

ნათია ფანჯიკიძე responsible.ge-ს პროექტში ჩაერთო

„ევროპაბეთის“ პასუხისმგებლიანი თამაშის კამპანიაში ფსიქოლოგიურ-სარეაბილიტაციო ცენტრები სრული დატვირთვით მარტის ბოლომდე ჩაერთვებიან - კომპანია თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებს სრულ სარეაბილიტაციო კურსს უფასოდ სთავაზობს.
დღის ჰოროსკოპი

21 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 თებერვლისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
მებაღის რჩევები

ნიორი - ოთახის მცენარეების მოსავლელად

ნიორი - ბუნების გულუხვი საჩუქარია, თანა - არა მხოლოდ ადამინი ჯანმრთელობისთვის. შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ნივრის კბილს და ნივრიან წყალს ჯადოსნური თვისებები აქვს მცენარეებისთვისაც!