აღმოაჩინე გერმანია თბილისში

ამბები

6 თებერვალი 18:15

თბილისი ამოჩემებული ადგილების ქალაქია. ყველას გვაქვს ჩვენთვის  საყვარელი კაფე, პარკი, გასართობი ადგილები, ბარები, მაღაზიები...

რამდენიმე თვის  წინ გახსნილი გერმანული ლუდის სახლი „მიუნხენიც“ სწორედ ასეთი ადგილია, თბილისში რომ ლუდის ნებისმიერმა მოყვარულმა იცის და შედარებით ახალბედებს ურჩევს, თუ სად უნდა გასინჯოს ნამდვილი ლუდი.


გერმანული ლუდის სახლი, რომელიც მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, დიღმის ხიდის მიმდებარედ მდებარეობს, გამორჩეული არქიტექტურის გამო აუცილებლად მოგხვდებათ თვალში.


აქ შესვლისთანავე თავს ნამდვილად იგრძნობთ მიუნხენში: ამაზე ინტერიერი და სპეციალურ ფორმებში გამოწყობილი მიმტანებიც იზრუნებენ.



ფართო და ნათელი დარბაზები, გერმანული მუსიკა, სცენასთან არსებული მოხატული კედელი, სადაც მიუნხენის მოედანია გამოსახული, მოხატული ფანჯრები;


ფართო ტერასები, სადაც ზაფხულის ცხელ საღამოებს გერმანული ლუდითა და სასიამოვნო ხედებით გაიმრავალფეროვნებთ;


გერმანული მიწების გერბები და ისტორიული ფოტოების კოლაჟების მრავალფეროვნება, ხელით მოხატული კედლები, ხის მასიური სკამები და მაგიდები - ეს ყველაფერი ნამდვილ „გერმანულ სულს“ ქმნის.


აქვეა VIP ოთახიც ბუხარით, რომელიც  ზამთრის სუსხიან საღამოებს განსაკუთრებით უხდება.



უგემრიელესი კერძები სტუმრების თვალწინ მაყალზე მზადდება და ძალიან მადისაღმძვრელად გამოიყურება.


როგორც ნამდვილ ლუდის სახლს შეეფერება, გერმანული და ქართული მენიუც არაჩვეულებრივად ერგება გურმანების მოთხოვნებს: მრავალფეროვანი სტარტერები, სალათები, ძეხვეულის დაფები და მთავარი კერძები, რომლებიც 12 სახეობის ნამდვილ გერმანულ ლუდს იდეალურად ეხამება.


გერმანული ლუდი სპილენძის დიდ კასრებში ინახება.


თუკი მრავალფეროვანმა მენიუმ დაგაბნიათ, მიმტანები აუცილებლად გირჩევენ, რით დაიწყოთ. 




ლუდის სახლი სულ რამდენიმე თვეა გაიხსნა და ამ მოკლე დროის განმავლობაში მოახერხა მრავალი ქართველი და უცხოელი სტუმრის სასიამოვნოდ გაოცება.


„მიუნხენს“ ხშირად სტუმრობს მათიასი, რომელიც რამდენიმე წელია გერმანიიდან საქართველოში ჩამოვიდა და ლუდის სახლის ხშირი სტუმარი გახდა.



„ლუდის სახლ მიუნხენს ხშირად ვსტუმრობთ მე და ჩემი მეგობრები, პირველად ჩემმა ქართველმა მეგობრებმა სიურპრიზი მომიწყვეს და გამაცნეს ეს საოცარი და, რაც მთავარია, გერმანული გარემო. ლუდი ზუსტად ისეთია, როგორსაც სახლში ვსვამ და თავსაც ისე ვგრძნობ, როგორც სახლში. აქაურობის ხშირი სტუმარი ვარ და როდესაც ჩემი ქვეყანა მენატრება, ამ გარემოში თავს მაქსიმალურად კომფორტულად და კარგად ვგრძნობ“ - ამბობს მათიასი.


და ბოლოს, წარმოიდგინეთ: ზაფხული, 2020 წლის ევროპის ჩემპიონატი, ფართოეკრანიანი ტელევიზორები და ნამდვილი გერმანული ლუდი! ფეხბურთი ხომ ყოველთვის კარგი მიზეზია მეგობრებისა და ოჯახის შესაკრებად. „მიუნხენში“ იზრუნებენ, რომ ეს ჩემპიონატი დაუვიწყარი გახადონ თქვენთვის იმ შემთხვევაშიც, თუკი თქვენი საყვარელი ნაკრები ჩემპიონატს გამოეთიშება.

დღის ჰოროსკოპი

23 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე www.responsible.ge-ს კამპანიის შესახებ დეტალურად საუბრობს

„ევროპაბეთის“ მიერ დაფინანსებულმა ფსიქო-სარეაბილიტაციო კურსმა საზოგადოებაში მაღალი ინტერესი გამოიწვია.
დღის ჰოროსკოპი

22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ნათია ფანჯიკიძე responsible.ge-ს პროექტში ჩაერთო

დღეს  ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „კამარასა“ და კომპანია „ევროპაბეთს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. კომპანია თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებს ფსიქოსარეაბილიტაციო კურსს სრულად დაუფინანსებს.
ამბები

ვაინშტეფანი WEIHENSTEPHAN - მსოფლიოში პირველი და ყველაზე ძველი მონასტრის ლუდსახარში

რუბრიკის წარმდგენია გერმანული ლუდის სახლი „მიუნხენი“.
თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ეს 4 ნიშანი არასდროს უბრუნდება წარსულს

მათ არ უყვართ ძველი ცხოვრებისა და ძველი იარების გახსენება. განშორების დროს, რაც არ უნდა უჭირდეთ, ღირსეულად უჭირავთ თავი და ფიქრობენ, რომ ცხოვრება ისეთი ხანმოკლეა, არ ღირს წარსულზე დროის ხარჯვა.
ამბები

რა სახის სამუშაოებს უნდა აარიდოს დამსაქმებელმა ორსული, ახალნამშობიარები, მეძუძური ქალი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა სამუშაოები, რომლებითაც დამსაქმებელმა ორსული ან ახალნამშობიარები ქალი, ასევე, მეძუძური დედა არ უნდა დაასაქმოს.
სილამაზე/ჯანმრთელობა

ლამაზი ვარცხნილობის გაკეთება 2 წუთში!

ამას ნებისმიერი შეძლებს. საჭიროა მხოლოდ კარგი მაკრატელი, ცოტა წყალი, თმის ფენი და მრგვალი სავარცხელი.
FUN-ტესტი

პიროვნული ტესტი - რა შეცდომას უშვებთ რთულ სიტუაციაში?

აირჩიეთ ერთი ლაბირინთი, რომელიც თქვენში სტრესის ასოციაციას იწვევს. ეს ფსიქოლოგიური ტესტი კარგი საშუალებაა, გაარკვიოთ, რა გეშლებათ რთულ სიტუაციაში, რათა შეცვალოთ თქვენი ქცევა და უფრო სწრაფად მიიღოთ შედეგი. 
ამბები

ნათია ფანჯიკიძე responsible.ge-ს პროექტში ჩაერთო

„ევროპაბეთის“ პასუხისმგებლიანი თამაშის კამპანიაში ფსიქოლოგიურ-სარეაბილიტაციო ცენტრები სრული დატვირთვით მარტის ბოლომდე ჩაერთვებიან - კომპანია თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებს სრულ სარეაბილიტაციო კურსს უფასოდ სთავაზობს.
დღის ჰოროსკოპი

21 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 თებერვლისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
მებაღის რჩევები

ნიორი - ოთახის მცენარეების მოსავლელად

ნიორი - ბუნების გულუხვი საჩუქარია, თანა - არა მხოლოდ ადამინი ჯანმრთელობისთვის. შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ნივრის კბილს და ნივრიან წყალს ჯადოსნური თვისებები აქვს მცენარეებისთვისაც!