დიმიტრი ცქიტიშვილი: ჩვენ მოვისმინეთ განსხავებული პოზიციები და ვეცადეთ, გვეპოვა კვეთა დასაქმებულებისა და დამსაქმებლების ინტერესებს შორის

ამბები

11 თებერვალი 15:10

ადამიანური რესურსების მართვის პროფესიონალთა სახლში შრომის კოდექსისა და შრომის ინსპექციის კანონპროექტის განხილვა გაიმართა. დისკუსიას შრომის კოდექსის რეფორმის ინიციატორი, პარლამენტის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი უძღვებოდა.

განხილვის შედეგად, „ადამიანური რესურსების მართვის პროფესიონალთა“ ასოციაციის წევრებს  ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდათ დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით. ასევე, კანონპროექტის ინიციატორებს ცვლილებების შესახებ საკუთარი მოსაზრებებიც გაუზიარეს.


დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, მსგავსი ღონისძიებების ჩატარება რეფორმის პროცესში ჩართულობის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რადგან ადამიანური რესურსების მართვის პროფესიონალებს აქვთ უშუალო, პროფესიული შეხება შრომითი კანონმდებლობით რეგულირებულ საკითხებთან საკუთარ კომპანიებსა თუ სხვა ტიპის ორგანიზაციებში.


„მნიშვნელოვანია იმ ადამიანების კომპეტენტური აზრი, რომლებიც სხვადასხვა კომპანიაში სწორედ ამ საკითხებზე მუშაობენ და მათი საქმიანობა მიმართულია იმისკენ, რომ დასაქმებულის უფლებები და სამუშაო გარემო იყოს უკეთესი. ასეთი მიდგომის შედეგად, დასაქმებული მეტად პროდუქტიულია და ბიზნესისთვის ეს უფრო მომგებიანია. HR სპეციალისტების შენიშვნები და რეკომენდაციები აუცილებლად გასათვალისწინებელი იქნება. ჩვენ უკვე ჩავატარეთ მსგავსი შეხვედრები ყველა დაინტერესებულ მხარესთან და გარკვეული შენიშვნები უკვე გავითვალისწინეთ კიდეც. ჩვენ მოვისმინეთ განსხავებული პოზიციები და ვეცადეთ, გვეპოვა კვეთა დასაქმებულებისა და დამსაქმებლების ინტერესებს შორის. საბოლოოდ, გვინდა მივიღოთ ისეთი კანონი, რომელიც მოემსახურება ადამიანის უფლებების დაცვას, შრომის უფლებების დაცვას და კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობაზე ორიენტირებული, წარმატებული ბიზნესის განვითარებას“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.


ანალოგიური პოზიცია აქვთ HR პროფესიონალთა ასოციაციის წევრებსაც. ასოციაციის პრეზიდენტის სერგო ნოზაძის თქმით, HR პროფესიონალთან ასოციაციაში უკვე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც თავის რეკომენდაციებს კანონპროექტის ინიციატორებს მიაწვდის.


„კონსულტაციების შედეგად, არაერთი მნიშვნელოვანი კონსენსუსი მივიღეთ და სადაო საკითხები გადავწყვიტეთ. ჩვენი მიზანია, წარმოდგენილი ინიციატივა გავხადოთ უფრო მეტად იმპლემენტირებადი ჩვენი შენიშვნებისა და რეკომენდაციების საფუძველზე. შევიმუშავეთ რეკომენდაციები, რომლებსაც გადავუგზავნით დიმიტრი ცქიტიშვილის ოფისს. საერთო მუშაობის შედეგად, მივიღებთ შრომის კოდექსს, რომელიც რეალურად განხორციელებადი იქნება“, - განაცხადა სერგო ნოზაძემ.



შრომის კოდექსსა და შრომის ინსპექციის მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს ახალი უფლებრივი სტანდარტის შემოტანას დისკრიმინაციის ფორმის აღმოფხვრის, შვებულების რეგულირების, ახალი სამუშაო დროის სტანდარტის შემოღების, დასაქმებულთა უფლებების გაზრდას საწარმო მმართველობაში და შრომის ინსპექციისთვის უფლებამოსილების გაძლიერებას. გარდა ამისა, აღნიშნული ინიციატივა  გამომდინარეობს ევროკავშირთან არსებული ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) ვალდებულებით და გულისხმობს ევროკავშირის 11 დირექტივის ასახვას საქართველოს კანონმდებლობაში. იმავდროულად, დაგეგმილი ცვლილებები აშშ-ისთან გენერალიზებული პრეფერენციების სისტემის (GSP - აშშ-ისთან დღეს მოქმედი სავაჭრო რეჟიმი) მოთხოვნების შესრულებას ითვალისწინებს.


საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი მომზადდა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (ILO) თანამშრომლობით, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით. კანონმდებლობის საბოლოო რედაქციაზე შეჯერება მიმდინარეობს მთავრობის შესაბამის სტრუქტურებთან და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (ILO).

დღის ჰოროსკოპი

23 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე www.responsible.ge-ს კამპანიის შესახებ დეტალურად საუბრობს

„ევროპაბეთის“ მიერ დაფინანსებულმა ფსიქო-სარეაბილიტაციო კურსმა საზოგადოებაში მაღალი ინტერესი გამოიწვია.
დღის ჰოროსკოპი

22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ნათია ფანჯიკიძე responsible.ge-ს პროექტში ჩაერთო

დღეს  ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „კამარასა“ და კომპანია „ევროპაბეთს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. კომპანია თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებს ფსიქოსარეაბილიტაციო კურსს სრულად დაუფინანსებს.
ამბები

ვაინშტეფანი WEIHENSTEPHAN - მსოფლიოში პირველი და ყველაზე ძველი მონასტრის ლუდსახარში

რუბრიკის წარმდგენია გერმანული ლუდის სახლი „მიუნხენი“.
თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ეს 4 ნიშანი არასდროს უბრუნდება წარსულს

მათ არ უყვართ ძველი ცხოვრებისა და ძველი იარების გახსენება. განშორების დროს, რაც არ უნდა უჭირდეთ, ღირსეულად უჭირავთ თავი და ფიქრობენ, რომ ცხოვრება ისეთი ხანმოკლეა, არ ღირს წარსულზე დროის ხარჯვა.
ამბები

რა სახის სამუშაოებს უნდა აარიდოს დამსაქმებელმა ორსული, ახალნამშობიარები, მეძუძური ქალი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა სამუშაოები, რომლებითაც დამსაქმებელმა ორსული ან ახალნამშობიარები ქალი, ასევე, მეძუძური დედა არ უნდა დაასაქმოს.
სილამაზე/ჯანმრთელობა

ლამაზი ვარცხნილობის გაკეთება 2 წუთში!

ამას ნებისმიერი შეძლებს. საჭიროა მხოლოდ კარგი მაკრატელი, ცოტა წყალი, თმის ფენი და მრგვალი სავარცხელი.
FUN-ტესტი

პიროვნული ტესტი - რა შეცდომას უშვებთ რთულ სიტუაციაში?

აირჩიეთ ერთი ლაბირინთი, რომელიც თქვენში სტრესის ასოციაციას იწვევს. ეს ფსიქოლოგიური ტესტი კარგი საშუალებაა, გაარკვიოთ, რა გეშლებათ რთულ სიტუაციაში, რათა შეცვალოთ თქვენი ქცევა და უფრო სწრაფად მიიღოთ შედეგი. 
ამბები

ნათია ფანჯიკიძე responsible.ge-ს პროექტში ჩაერთო

„ევროპაბეთის“ პასუხისმგებლიანი თამაშის კამპანიაში ფსიქოლოგიურ-სარეაბილიტაციო ცენტრები სრული დატვირთვით მარტის ბოლომდე ჩაერთვებიან - კომპანია თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებს სრულ სარეაბილიტაციო კურსს უფასოდ სთავაზობს.
დღის ჰოროსკოპი

21 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 თებერვლისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
მებაღის რჩევები

ნიორი - ოთახის მცენარეების მოსავლელად

ნიორი - ბუნების გულუხვი საჩუქარია, თანა - არა მხოლოდ ადამინი ჯანმრთელობისთვის. შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ნივრის კბილს და ნივრიან წყალს ჯადოსნური თვისებები აქვს მცენარეებისთვისაც!