„ანბანელა - Super Kids“ - ოჯახური გარემო თქვენი პატარებისთვის

ანბანელა

11 თებერვალი 18:00, 2017 წელი

„ანბანელა Super Kids“-ს ნამდვილად აქვს პრეტენზია, იყოს ამ სფეროს ლიდერი. ამას ადასტურებს ბიზნესრეიტინგები და მრავალწლიანი, თავდაუზოგავი მუშაობის შედეგად აღზრდილი თაობები“, – გვიყვება საბავშვო ბაღის „ანბანელას“ დირექტორი ქეთი წულიაშვილი-გურგენიძე, რომელიც საბაღო ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილსა და ყველა მშობლის ნომერ პირველ მოთხოვნაზე - ბაღის ტერიტორიაზე ჰიგიენის ნორმების დაცვაზე ამახვილებს ყურადღებას.

- ქალბატონო ქეთი, რას ითვალისწინებს „ანბანელაში“ ჰიგიენის ნორმების დაცვა?
- ჰიგიენური ნორმების დაცვა, ისევე როგორც მრავალფეროვანი, დაბალანსებული და ჯანსაღი საკვები, აუცილებელია ბავშვის სრულფასოვანი ფიზიკური განვითარებისთვის. ამიტომ ჰიგიენა ჩვენი ბაღის  პრიორიტეტული საზრუნავია. გარდა იმისა, რომ ექსტერიერი, ინტერიერი, სამზარეულო, ჯგუფები, დერეფნები, სანიტარიისა და ჰიგიენური პრინციპების სრული დაცვითაა მოწყობილი. ეზო, ოთახები და სხვადასხვა დანიშნულების სათავსები რეგულარულად  ექვემდებარება წმენდა-დასუფთავებას. თვეში ერთხელ სადეზინფექციო-პროფილაქტიკური სამსახური ბაღის დეზინფიცირება-დერატიზაციას ახდენს. ჩვენი ბაღის გარემო ყოველთვის სუფთა და მოვლილია.  


- რა პერიოდში სუფთავდება ბავშვების ოთახები, რომ პატარებს დისკომფორტი არ შეექმნათ?
- ყველა ჰიგიენური ღონისძიება  ხორციელდება  დღის რეჟიმის გათვალისწინებით, ამიტომ ამ პროცესში აღსაზრდელები დისკომფორტს ვერ გრძნობენ. დღეში რამდენჯერმე ნიავდება და სუფთავდება ოთახები. ყოველი აქტივობის შემდეგ კი ინვენტარი იწმინდება. ყოველკვირეულად ეწყობა შიდასანიტარიული დღეები.


- თავად პატარები ჰიგიენის რა პროცედურებს გადიან?
- ჩვენი პატარები მოსვლისთანავე მოწესრიგებულ, ოჯახურ და მზრუნველ გარემოში ხვდებიან. თითოეულ მათგანს აქვს  კარადა, სადაც მოთავსებულია მათი პირადი ნივთები. ყოველი აქტივობის წინ ხელებს იბანენ, ბავშვები და პედაგოგები ბაღის შენობაში გადაადგილდებიან ბაღისთვის განკუთვნილი ფეხსაცმლით, ხოლო მშობლები და სტუმრები ბახილებით სარგებლობენ.

- ვირუსების პერიოდში რა ღონისძიებებს მიმართავთ?
- ჰიგიენური ღონისძიებები, რომლებზეც უკვე ვისაუბრეთ, ასეთ დროს უფრო ინტენსიურ ხასიათს ატარებს. დილით ბავშვს იღებს ჯანმრთელობის კოორდინატორი.


- თუ ვირუსიანი ბავშვი მოდის ბაღში, ამ შემთხვევაში როგორ მოქმედებთ?
- თუ აღმზრდელმა ან თანაშემწემ შენიშნა, რომ ბავშვის მდგომარეობა არაბუნებრივია, მივმართავთ ჯანმრთელობის კოორდინატორს, შესაბამისად, ვუკავშირდებით მშობელს. მშობლის მოსვლამდე ვუწევთ პირველად, სამედიცინო მეთვალყურეობას.


- პატარები ჰიგიენის პროცედურებს არ აპროტესტებენ?
- ბაღის შესაბამისი ასაკიდან გამომდინარე, პედაგოგები სპეციალურად მუშაობენ, რათა ბავშვებს ჩვევად ექცეთ ჰიგიენური ნორმების დაცვა. შემიძლია, გითხრათ, რომ ჰიგიენის პროცედურების დაცვა მათ უკვე კარგად იციან და სიამოვნებით ასრულებენ, ამიტომ პროტესტის შემთხვევები პრაქტიკულად არ გვქონია.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?