I Love To Singa „ანბანელაში“

ანბანელა

25 მარტი 18:00
163

საბავშვო ბაღ „ანბანელას“ სკოლამდელი ასაკის აღსაზრდელებმა ცნობილი მულტფილმის, I Love To Singa-ს მიხედვით, ინგლისურ ენაზე დაუვიწყარი სპექტაკლი გამართეს, წლის ბოლოს კი პატარები თეატრის სცენაზე გალა კონცერტისთვის ემზადებიან...

სასწავლო პროგრამების ხელმძღვანელი, ინგლისური ენის პედაგოგი მადონა მიქაშავიძე: რა თქმა უნდა, ინგლისური სპექტაკლი სპეციფიკურია და სპეციალისტის პრეროგატივაა. კონკრეტული ღონისძიებისთვის, დაახლოებით, ორი თვე ვმუშაობთ და თან ძალიან ვხალისობთ. ჩვენს აღსაზრდელებს საშუალება აქვთ როგორც ენის, ასევე სასცენო უნარ-ჩვევების დაუფლების.


- ბავშვებთან სპექტაკლზე მუშაობა, ალბათ, რთული პროცესია?
- სპექტაკლზე მუშაობა საკმაოდ შრომატევადი პროცესია. მთავარია, აღსაზრდელთა ხასიათსა და მონაცემებზე მორგებული სცენარი შექმნა, შეარჩიო სახალისო მუსიკა და ქორეოგრაფიული ნორმები. ასევე, მნიშვნელოვანია კოსტიუმების, აქსესუარებისა და დეკორაციის ეფექტური შერჩევა. აუცილებელია, რეპეტიციები ხალისიანად წარიმართოს, რაც ხელს შეუწყობს როლების თავისუფლად მორგებას.


- სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის ინგლისური ენის შესწავლას რა სირთულეები ახლავს?
- ჩვენი პატარები ინგლისურ ენას ადრეული ასაკიდან ეუფლებიან. ასე რომ, ამ მხრივ, სირთულეები არ გვაქვს. პირიქით, უხარიათ, რადგან ზუსტად იციან, რაზე საუბრობენ და მღერიან.


- ხშირად გაქვთ ასეთი ღონისძიებები?
- დიახ, პერიოდულად ყველა ასაკობრივ ჯგუფში იმართება საშემოდგომო, საშობაო, საგაზაფხულო ღონისძიებები. სკოლამდელი ჯგუფები წარმოადგენენ  მუსიკალურ შოუს ინგლისურ და რუსულ ენაზე. წარმატებული ღონისძიებების გარანტი პროფესიონალი პედაგოგები არიან. წლის ბოლოს გალა კონცერტს  თეატრის სცენაზე წარმოვადგენთ.

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია