ვიკა კალანდია: „შვილი რომ მეყოლება, „ანბანელაში“ მოვიყვან!“

ანბანელა

1 აპრილი 18:00
194

„ანბანელას“ აღსაზრდელებს მსახიობი ვიკა კალანდია ეწვიათ. ვიკამ პატარებს რამდენიმე შეკითხვა დაუსვა და, მათთან ერთად იმხიარულა.

  • ვიკა: რას ნიშნავს მოგზაურობა?

    ლიზა კოპალეიშვილი, 5 წლის: როცა სადღაც, სხვა ქვეყანაში მიდიხარ.

  • ვიკა: რას ნიშნავს მთამსვლელი?

    ლუკა ჯიყაშვილი, 6 წლის: მთამსვლელი მთის წვერზე ადის.

  • ვიკა: რა არის პოლიტიკა?

    ნიკო ჩიქოვანი, 5 წლის: პოლიტიკა არის ხანძარი.

  • ვიკა: რა არის კარაოკე?

    ნიკო ღლიღვაშვილი, 5 წლის: კარაოკე არის, როცა მღერი.

  • ვიკა: რა არის ბურუსი?

    ლუკა ჯიყაშვილი, 5 წლის: ბურუსის დროს ყველაფერი იფარება.

  • ვიკა: ვინ არის პრეზიდენტი?

    მია დვალი, 5 წლის: დონალდ ტრამპი.

  • ვიკა: ვის უნდა მსახიობობა?

    ოთო ცერცვაძე, 5 წლის: მე ვარ მსახიობი. საბავშვო ბაღში რომ მივდივარ, საჭესთან ვჯდები, ვითომ მანქანას ვატარებ.

  • ვიკა: „ანბანელას“ ბავშვებით აღფრთოვანებული ვარ! ყველაფერზე აქვთ პასუხი! ძალიან გონებაგახსნილები და სიცოცხლით სავსეები არიან! შვილი რომ მეყოლება, „ანბანელაში“ მოვიყვან.