„რა ფერია სიხარული?“ - პატარების სახალისო პასუხები ზაალ სულაკაურს

ანბანელა

15 აპრილი 18:00
148

„ანბანელას“ აღსაზრდელები მხატვარ ზაალ სულაკაურის სტუმრობამ კიდევ უფრო გაახალისა. ზალიკომ პატარებს სახალისო შეკითხვები დაუსვა და საოცრად გონივრული პასუხები მიიღო...


ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
  • ზალიკო: რომელია ყველაზე მხიარული ცხოველი?

    ნიკოლოზ სურმავა, 5 წლის: ყველაზე მხიარული ცხოველი ბეჰემოთია.

  • ზალიკო: ცისარტყელაში რამდენი ფერია?

    სანდრო ტყეშელაშვილი, 5 წლის: ცისარტყელაში 7 ფერია და ყველა მახსოვს.

  • ზალიკო: რა იჩეკება კვერცხიდან?

    ნატალი ქიმერიძე, 6 წლის: კვერცხიდან წიწილაც იჩეკება და დინოზავრიც.

  • ზალიკო: რა ფერია სიხარული?

    ამელი კოები, 5 წლის: სიხარული წითელია, რადგან ის გულია.

  • ზალიკო: ვინ იყო უოლტ დისნეი?

    ნიკა ჩიქოვანი, 5 წლის: მიკი მაუსი ვინც შექმნა, ის იყო დისნეი.

  • ზალიკო: ქართული მულტფილმებიდან რომელი იცით?

    ნიკოლოზ ხუციშვილი, 5 წლის: ,„წუნა და წრუწუნა“ ქართული მულტფილმია.

  • პატარებმა ზალიკოს სტუმრობის დასასრულს უმღერეს. ზალიკომ შთაბეჭდილებები გაგვიზიარა: „ანბანელაში“ პირველად არ ვარ. ძალიან კარგი საბავშვო ბაღია. შემოსვლისთანავე კეთილ აურასა და განწყობას გრძნობ. პატარა რომ ვყოფილიყავი და აქ მოვხვედრილიყავი, ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი“.