მსახიობი ბექა გოდერძიშვილი სტუმრად „ანბანელაში“

ანბანელა

29 აპრილი 18:00
88

„ანბანელას“ აღსაზრდელებს ამჯერად მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ბექა გოდერძიშვილი ეწვიათ და პატარებს რამდენიმე შეკითხვა დაუსვა. 

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
  • ბექა: რა არის ავტობანი? გიორგი ნემსაძე, 6 წლის: ავტობანზე მანქანები მოძრაობენ.

  • ბექა: ბავშვებო, ვინ არის ლექტორი? ნიკოლოზ მულაძე, 6 წლის: ლექტორი იგივე მასწავლებელია, ოღონდ უნივერსიტეტში დიდ ბავშვებს ასწავლის.

  • ბექა: რ არის სცენა? სოფო დოლიძე, 5 წლის: სცენაზე ადამიანები გამოდიან, ცეკვავენ, მღერიან და ლაპარაკობენ.

  • ბექა: ვინ არის არქიტექტორი? ლევან ბეგიაშვილი, 6 წლის: არქიტექტორი სახლებს აშენებს.

  • ბექა: რა არის ბურუსი? ანა არაბული, 6 წლის: მგონია, რომ ბურუსი მკერავს აქვს.

  • ბექა: ბურუსთან დაკავშირებით ვინმეს სხვა აზრი გაქვთ? გიორგი ლილუაშვილი, 5 წლის: მთებზე ბოლი ნაცრისფრად რომ არის გადაფარებული და ღრუბლები ქვემოთაა ჩამოსული.

  • ბექა: გლობუსი რა არის? სოფი დოლიძე, 5 წლის: გლობუსზე ქვეყნებია გამოსახული და დედამიწას ჰგავს.