„იმედის“ „გიჟი“ ჟურნალისტის ფოტოსესია

31 მარტი 17:00, 2015 წელი

ნუცა ტრაპაიძე „იმედის“ ჟურნალიტია, ბავშვობაში  კოსმოსში  გაფრენაზე ოცნებობდა, ადამიანში ყველაზე მეტად ფერებს აფასებს,  ჟურნალისტის პროფესიაში კი მუშაობის რიტმი იზიდავს.


სახელი:
ნუცა


გვარი: ტრაპაიძე


სამუშაო ადგილი: ტელეკომპანია „იმედი“.


რომ არ ვყოფილიყავი ჟურნალისტი,  ვიქნებოდი... ექსტრემალი.


ყველზე მეტად ჩემს პროფესიაში მომწონს... რეჟიმი და რიტმი.


ბავშვობაში ვიყავი... უცხოპლანეტელი.


ყველაზე მეტად ადამიანში ვაფასებ... ფერებს.


მჯერა რომ... პრინცესა ვარ.


ის, რაც ყველაზე მეტად მომწონს ჩემს თავში... თმის ფერი .


რაც ყველაზე მეტად არ მომწონს  საკუთარ თავში... მტირალა ვარ.

ის, რის გარეშეც ვერ წარმომიდგენია ცხოვრება, არის... დედაჩემი.


ბავშვობაში ყველაზე მეტად მინდოდა,  რომ... როგორც დედა ამბობს, მინდოდა, ვყოფილიყავი პეპი გრძელი წინდა.


ამ წამს ყველაზე მეტად მინდა, რომ... ბრიუგეში ვსეირნობდე.


ნიჭი,  რომელსაც მინდა ვფლობდე... ხატვის ნიჭი.


წიგნი,  რომლის ავტორიც ვიქნებოდი... „ზამთარი ჩვენი მღელვარებისა“.


ფილმი,  რომელიც არ  მბეზრდება...არიზონული ოცნება“ , „შინდლერის სია,“ „ბეჭდების მბრძანებელი“, „ავატარი“,  „ვერცხლისფერი პიესები“ , „მწვანე ქუჩის ხულიგნები“ .


ამოჩემებული სამოსი... ჯინსი.


ყველაზე ხშირად მავიწყდება... ყველაფერი მავიწყდება, ყველგან ყველაფერი მრჩება.


ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ საუბარში, არის ...აუ, ერთი წუთით“.


ადრე ვფიქრობდი, რომ... და ახლა ვფქირობ, რომ... ადრე ვფიქრობდი,  რომ კოსმონავტი ვიქნებოდი და კოსმოსში ვიფრენდი, ახლა ვოცნებობ, როდის შევძლებ პარაპლანით ფრენას.


თავისუფალ დროს... სახლში ყოფნა მიყვარს, ფილმების ყურება და კითხვა.


მეშინია,  როდესაც... ცუდ სიზმარს ვნახულობ ან საშინელებათა ჟანრის ფილმს ვუყურებ.


ვტირი მაშინ,  როდესაც...  მეჩხუბებიან, შენიშვნას მაძლევენ, იმას მეუბნებიან, რაც არ მომწონს, როცა ფილმს ვუყურებ, როცა ვკითხულობ, როცა მიხარია, როცა მწყინს, როცა მცივა -  მოკლედ, თითქმის სულ...  მტირალა ვარ (იღიმის).


ვნანობ, რომ... არ ვუჯერებდი ჩემი ოჯახის წევრებს.


ყველაზე მეტად განვიცდი... იმას, რომ უნებისყოფო ვარ.


მენატრება... დუდე -  მყავდა ბავშვობაში გამოგონილი მეგობარი, რომელსაც სულ ვწერდი  წერილებს და ის მპასუხობდა (იღიმის).


მრცხვენია მაშინ, როდესაც... ტყუილში გამომიჭერენ, ოღონდ ეს ძალიან იშვიათად ხდება.


ყველაზე მეტად მიყვარს... შოკოლადი და ნაყინი, კრემიანი ნამცხვრები.


არასოდეს გავაკეთებ... აჯაბსანდალს. არა - ვიტყუები, გამიკეთებია. არ ვიცი (იცინის).


სიყვარული არის... საჰაერო ბურთი, სულ ზევით რომ მიყავხარ და გიხარია. ერთხელ ვიფრინე საჰაერო ბურთით და მაშინაც იგივე გავიფიქრე.


ყველაზე ბედნიერი ვიყავი... ხშირად ვარ ბედნიერი.


როდესაც ცუდად ვარ... ანუ როცა სიცხე მაქვს და ვწევარ, ფანჯრებთან უცნაური არსებები დაფრინავენ, ოთახი პატარავდება, სურათები ცოცხლდებიან, უცნაური პერსონაჟები ოთახში გადმოდიან და დადიან (იღიმის).


ყველაზე მეტად მიხარია... როცა რამე კარგად გამომდის.


დღეს დილით პირველი, რაც გავიფიქრე, იყო... რა ვჭამო?


ცნობილი  ადამიანებიდან  ვიქნებოდი მარტინ ლუთერ კინგი  ან მაჰათმა განდი ან ალბერტ აინშტაინი ან ალექსანდრე მაკედონელი ან გალილეო გალილეი და კოცონზე დამწვავდნენ.  არ ვიცი, ბევრია, ვის ადგილასაც ვიქნებოდი დიდი სიამოვნებით.


ვეთანხმები გამონათქვამს, რომ... ტყუილს მოკლე ფეხები აქვს.


ჩემზე ხშირად ამბობენ, რომ... საშინლად ემოციური და გიჟი ვარ (იცინის).


როდესაც გამოუვალ მდგომარეობაში ვარ... ვეძებ გამოსავალს, გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს. თუ ვერ ვპოულობ, დასახმარებლად დედას ვეძახი. ის ყოველთვის პოულობს გამოსავალს.


ბოლოს ვიტირე... კინოში, ფილმ „ჩაპის“ ყურებისას.


დღევანდელი დღე  არის გარანტი იმისა... რომ ცხოვრებას ვაგრძელებ.


პირად ურთიერთობებში ვარ... არ ვიცი, მგონი - აუტანელი.


მინდა  დამიმახსოვრონ ,როგორც... კეთილი და მხიარული ან სულ ნუ დამიმახსოვრებენ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?