ლიზა ვადაჭკორია: „ალბათ, მეტი თავშეკავებულობა არ მაწყენდა“

არაჟურნალისტურ ამპლუაში

28 იანვარი 20:00, 2018 წელი

დღეს „არაჟურნალისტურ ამპლუაშია" ჟურნალისტი ლიზა ვადაჭკორია. 

სახელი: ლიზა


გვარი: ვადაჭკორია


სამუშაო ადგილი: იბერია TV


რომ არ ვყოფილიყავი ჟურნალისტი, ვიქნებოდი... განათლებით მათემატიკოსი ვარ, თსუ-ს გამოთვლითი მათემატიკა დავამთავრე. ასე რომ, გავყვებოდი ჩემს პროფესიას.


ყველაზე მეტად ჩემს პროფესიაში მომწონს... მოულოდნელობები, ექსტრიმი და შემდეგ ჩემს რეპორტაჟებზე საზოგადოების რეაქცია.


ყველაზე მეტად ადამიანში ვაფასებ... გულწრფელობას.


მჯერა, რომ... რუსეთი თავს დაგვანებებს და ჩვენ ევროპულ ქვეყანას ავაშენებთ.


ის, რაც ყველაზე მეტად მომწონს ჩემს თავში... წყენას მალე ვივიწყებ, არ ვარ ბოღმა და შურიანი. მიხარია სხვისი წარმატება.


რაც ყველაზე მეტად არ მომწონს საკუთარ თავში... ზედმეტად ემოციური ვარ, ალბათ, მეტი თავშეკავებულობა არ მაწყენდა.


 


ამ წამს ყველაზე მეტად მინდა, რომ ვიყო... ქალაქგარეთ, ჩემს ოჯახთან ერთად, რომელიც სულ მენატრება, რადგან დიდ დროს სამსახურში ვატარებ.


მე იმ ბავშვობიდან ვარ, რომელსაც... კარგად ვიხსენებ, რადგან მამა სამხედრო იყო და ბევრს ვმოგზაურობდით.


წიგნი, რომლის ავტორიც ვიქნებოდი... მარგარეტ მიტჩელის „ქარწაღებულნი“ მომწონს ბავშვობიდან, მაგრამ, ალბათ, საკუთარი წიგნების ავტორობა სჯობს...


ამოჩემებული სამოსი... წითელი ბერეტი, რის გამოც წითელქუდა შემარქვეს.


ყველაზე ხშირად მავიწყდება... ჩემი ასაკი.


 


ადრე ვფიქრობდი, რომ მთელი ცხოვრება წინაა და ახლა ვფიქრობ, რომ... ყველაფერი საინტერესო ჯერ კიდევ წინაა... 


მრცხვენია მაშინ, როდესაც... ჩვენი ქვეყნის სტუმრები ხედავენ ჩვენ უწესრიგობას, უსუფთაობას და უკულტურობას.


 


სიყვარული არის... როცა, რაც ყველაზე ძალიან გინდა, თმობ და სხვას უწილადებ.


ოქროს თევზს ვთხოვდი… ბავშვები არ იღუპებოდნენ.


 


პრეზიდენტი, რომ ვიყო… კვირაში ორჯერ რიგით მოქალაქეებთან შეხვედრებს გავმართავდი.


არასოდეს თქვა… მე ეს არ გამომივა!


რწმენა არის... უკეთესობის იმედი.


თავისუფლება არის... როდესაც აკეთებ იმას, რასაც გინდა და ამისთვის არავინ გსჯის.


ვიცეკვებდი... ტანგოს ანტონიო ბანდერასთან.


იყო პატრიოტი, ნიშნავს... ემსახურო შენ სამშობლოს არა სიტყვით, არამედ საქმით.


ადამიანი არის...Homo Sapiens, ანუ მოაზროვნე.


ჩემი დევიზია... „რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს!“


 

დღის ჰოროსკოპი

19 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 სექტემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

20 ფილმი, რომელიც თქვენს ურთიერთობას გადაარჩენს!

ძალიან სასარგებლოა, თუკი ზოგჯერ გვერდიდან შეხედავთ სხვა წყვილების პრობლემებს და მათი ისტორიებიდან დასკვნებს გამოიტანთ... 
დღის ჰოროსკოპი

18 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

17 სექტემბერი ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთათვის მცირე საგრანტო პროგრამა გამოცხადდა

განათლების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით, ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციამ მცირე საგრანტო კონკურსი გამოაცხადა.
დღის ჰოროსკოპი

16 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

მეტისები - ყველაზე ლამაზი გოგოები

კალიფორნიის უნივერსიტეტის თანამშრომლების საინტერესო ექსპერიმენტი...
დღის ჰოროსკოპი

15 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 სექტემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

14 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 სექტემბერს  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

adjarabet.com-ის მასშტაბური ფილმის „არენას“ გადაღებები დასრულდა

adjarabet.com-ის ფილმის „არენას“  გადაღებები  ივლისის ბოლოს  წყალტუბოში დაიწყო  და თბილსში დასრულდა.
დღის ჰოროსკოპი

13 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 სექტემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?