ზურაბ თალაკვაძე: I am Iron Man

არაჟურნალისტურ ამპლუაში

25 თებერვალი 20:00, 2018 წელი

„მინდა, იარების გაქრობა შემეძლოს. ეგრევე, ხელის დადებით, როგორც „მწვანე მილშია“, როდესაც ჯონ კოფი სხვის ტკივილს იღებს...“ - ჟურნალისტ ზურაბ თალაკვაძეს დღეს არაჟურნალისტურ ამპლუაში წარმოგიდგენთ...

სახელი: ზურაბ


გვარი: თალაკვაძე


სამუშაო ადგილი: ტელეკომპანია „სილქი“, მარნეულის „დელტა“, ლაშა ტალახაძის მენეჯერი.


რომ არ ვყოფილიყავი ჟურნალისტი, ვიქნებოდი...  ანესთეზიოლოგი. არ მიყვარს ტკივილი.


ყველაზე მეტად ჩემს პროფესიაში მომწონს... თავისუფლება, ბევრი ფერი. ის, რომ ფიქრის დროს არ მჭირდება სუპინატორი.


ყველაზე დასამახსოვრებელი  რეპორტაჟი... როდესაც 2013-ში „სან ანტონიომ“ ფინალის მეშვიდე თამაში „მაიამისთან“ წააგო. პირდაპირ ეთერში მოდიოდა სიცარიელე და ამავე დროს, სიამაყე, რომ მე ამ გუნდის გულშემატკივარი ვარ. დამშვიდობების დროს ეკრანს ვერ ვხედავდი, მაგრამ ვგრძნობდი, რომ შემდეგ სეზონში მე „სან ანტონიოსთან“ ერთად დავბრუნდებოდი და „მაიამისთვის“ უნდა მოგვეგო. მოვიგეთ. ალბათ, ყველაზე მშვიდი და ბედნიერი ვიყავი. დამშვიდობების დროს ვიგრძენი, რომ ხმა ამიკანკალდა, ალბათ, სიამაყის ცრემლები წამომივიდა და როდესაც ტიმ დანკანმა შვილი ხელში აიყვანა და თავი დახარა, ეთერიდან გავედი. ასე უკეთესი იყო. ჯიხურიდან გამოსვლის დროს, თითქოს, იატაკს ვერ ვგრძნობდი, ტალღას მივყვებოდი.


ყველაზე მეტად ადამიანში ვაფასებ... შრომისმოყვარეობას.


მჯერა, რომ... უნდა გვჯეროდეს.


ის, რაც ყველაზე მეტად მომწონს ჩემს თავში... ენერგია.


რაც ყველაზე მეტად არ მომწონს  საკუთარ თავში...  რამდენიმე წელიწადი ალკოჰოლთან, მოსაწევთან ახლოს რომ გავატარე. ხანდახან ყოველდღე „გასული“ ვიყავი. მაშინ ყველა მიყვარდა, საკუთარი თავის გარდა.


ის, რის გარეშეც ვერ წარმომიდგენია ცხოვრება, არის... სიყვარული, კრუასანი, შემწვარი კარტოფილი, Motorhead, წყალი, ჩემი ოჯახი.


ბავშვობაში ყველაზე მეტად მინდოდა, რომ... ბევრი ძაღლი მყოლოდა. წყნეთში, კეცხოველის ქუჩაზე რომ ვცხოვრობდით, ყოველდღე მაგიდიდან ნარჩენებს ვაგროვებდი და იმ სახლთან, სადაც ვლადიმერ სტეფანია იზრდებოდა, სამი ლეკვისთვის მიმქონდა. ხანდახან თუთის ქვეშ ერთად ვჭამდით.


მე იმ ბავშვობიდან ვარ, რომელსაც... ჰქონდა ბავშვობა და რომელიც ეზოში იზრდებოდა. სახლში დასისხლიანებული მუხლებით ავდიოდით და ყველაზე მაგრები ვიყავით. ეზო ეზოზე ფეხბურთს ვთამაშობდით და მახსოვს, როგორ ვემზადებოდით კეცხოველის ქუჩელები მინისტრების წინააღმდეგ სათამაშოდ. კარში ვიდექი. მეტსახელიც მქონდა - ძოფი. თამაზ თოლორაიამ შემარქვა, როდესაც შვილები მამების წინააღმდეგ ვთამაშობდით და მე 3 პენალტი ავიღე.

ამ წამს ყველაზე მეტად მინდა, რომ ვიყო... ის, ვინც ვარ. ასწორებს.


ჩემი ყველაზე დასამახსოვრებელი დაბადების დღე იყო... რაც მახსოვს, ყველა დასამახსოვრებელია. ყოველთვის ჩემი მშობლების, საყვარელი ადამიანისა და მეგობრების სიყვარულსა და პატივისცემას ვგრძნობდი, ვგრძნობ.


ნიჭი, რომელსაც მინდა ვფლობდე... მინდა, იარების გაქრობა შემეძლოს. ეგრევე, ხელის დადებით. როგორც „მწვანე მილშია“, როდესაც ჯონ კოფი სხვის ტკივილს იღებს.


წიგნი,  რომლის ავტორიც ვიქნებოდი... მალე ვიქნები, უკვე ვწერ.


ყველაზე ხშირად მავიწყდება... რომ წლები არ გაკლდება.


დღე, რომელიც არასდროს დამავიწყდება... ჯერ ერთი და მერე მეორე შვილის დაბადება. კიდევ ის დღე, როდესაც დელ პიერომ მამის გარდაცვალების შემდეგ პირველივე თამაშში „პარმას“ გოლი გაუტანა. ალე დღესაც მაგრად მიყვარს.


ადრე ვფიქრობდი, რომ… ღმერთი ყველას ეხმარება.  

ახლა ვფიქრობ, რომ... ხანდახან გასულია მომსახურების არიდან.


თავისუფალ დროს... ვერ ვისვენებ. არ მინდა, რომ დრო თავისუფალი იყოს.


მრცხვენია მაშინ, როდესაც... ვიღლები.

ყველაზე მეტად მიყვარს... სხვისთვის საჩუქრების საყიდლად გასვლა.


არასოდეს გავაკეთებ... არ მექნება სექსი მამაკაცთან.


რის თქმაც ყოველთვის მინდოდა და ახლა ვამბობ... I am Iron Man.


სიყვარული არის... პატარა ლეკვი, რომელსაც ყოველთვის უნდა მოეფერო და არ მიატოვო. ის ყოველთვის მოგიგორდება და მოგეკრობა.


ყველაზე ბედნიერი ვარ მაშინ... როდესაც არავის წინაშე არ ვარ პასუხისმგებელი.  


ყველაზე დიდი სისულელე, რაც გამიკეთებია... Nirvana-ს კონცერტზე არ წავედი, ბილეთის აღება დამეზარა. რამდენიმე კვირაში კობეინმა თავი მოიკლა. Fuck!


პირად ურთიერთობებში ვარ... ალბათ, ყურადღებანი, დამთმობი.


შევცვლიდი… სექსის დროს პოზებს.


სახლში ხანძრის დროს 60 წამი რომ მქონდეს, გადავარჩენდი... ბაბუასა და ბებოს წერილებს, რომლებსაც ისინი მიგზავნიდნენ, როდესაც ავსტრიაში ვსწავლობდი. იმ წერილებით მეფერებოდნენ და ვთბებოდი.


წინა ცხოვრებაში ვიქნებოდი… იერონიმ ბოსხის მოსწავლე.


არასოდეს თქვა… რომ ონანიზმი წარსულში დარჩა. ონანიზმმა ასაკი არ იცის.


მამაკაცი უნდა იყოს... არაქალური.


ჩემთვის ღმერთი არის… ყველაზე გავლენიანი.


რწმენა არის... ნიქ ქეივის ლექსები, ჩარლზ ბუკოვსკის პროზა, გალაკტიონის სიბრძნე.


ვენდობი... კლინტ ისტვუდის ფილმებს.


არ ვენდობი... გასარჩევ თევზს.


თავისუფლება არის... ელესდესავით.


ვიცეკვებდი... უდაბნოში, მილენ ფარმერის პირველი ჩანაწერის ფონზე, შიშველი ფეხებით და გახურებულ ქვიშაზე მორიელები რომ სკდებიან. ალბათ, ეს სიკვდილის ერთ-ერთი სახეა.


მშვიდობა არის... როდესაც პოლიტიკოსები დამალობანას თამაშობენ. როცა პოულობენ ერთმანეთს, მერე იწყება ომი.

ომი არის... ბევრი შეწყვეტილი ოცნება და დაუსრულებელი წერილი.


იყო პატრიოტი, ნიშნავს... იყო პროფესიონალი.


ადამიანი არის... ღმერთის დაუსრულებელი ექსპერიმენტი.


 


ჩემი წონასწორობიდან გამოყვანა შეუძლია... ალექს ოვეჩკინს, ბულტერიერის ლეკვს, არასაკმარის ნაყინს. სამივე მაგრად მიყვარს და სამივე ცოტაა, არ მყოფნის.


ჩემი დევიზია... არ გაჩერდე, დრო მიდის.


ჩემი კერპი... ბაბუაჩემი და მიკი რურკი.


ჩემთვის მისაბაძია... ყველა მზრუნველი მშობელი, რომელმაც შვილის მოკითხვა დაიმსახურა.

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
დღის ჰოროსკოპი

22 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

კარტოფილი ბადრიჯნით - არასტანდარტული და გემრიელი

შემწვარი კარტოფილისა და ბადრიჯნის ეს ვარიაცია გემოთი საოცრად ჰგავს სოკოს.
დღის ჰოროსკოპი

21 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

12 როლი, რომლებიც ვარსკვლავებს ბედნიერებადაც ექცათ და წყევლადაც

ზოგიერთი მსახიობი ერთი რომელიმე როლის მძევალი ხდება და მაყურებლისთვის მუდმივად ამ გმირთან ასოცირდება. თავიანთი პროფესიონალიზმის წყალობით ისინი სხვა პერსონაჟებსაც ვირტოუზულად ძერწავენ, მაგრამ ჩვენთვის რენე ზელვეგერი მაინც ბრიჯიტ ჯონსია, კოლინ ფერტი კი - მისტერ დარსი.
საკნატუნო ამბები

ინტიმური ფოტოდღიური (+18)

ჩრდილებისა და სხივების ურთიერთობა სხეულზე - გამოცდილი ფოტოგრაფის გასაოცარი ექსპერიმენტი, რომელმაც შესანიშნავად გადმოსცა საკუთარი ფანტაზიები.  
დღის ჰოროსკოპი

20 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

კინოს მაგია: 16 დაუჯერებელი კადრი გადასაღები მოედნიდან

თანამედროვე სპეცეფექტებით განებივრებულებს საერთოდ აღარ გვახსოვს, როგორ ართმევდნენ თავს ამ რთულ ამოცანას კინოდეკორატორები და რეჟისორები წარსულში, თანამედროვე პროგრამების გარეშე. უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ნამდვილი მაგიაა.
დღის ჰოროსკოპი

19 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

„ვისოლ ჯგუფი“ საქართველოში ტურიზმის ხელშესაწყობად საინფორმაციო კამპანიას იწყებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და  „ვისოლ ჯგუფს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
კულინარია

ქათმის ფრთები ახალი კარტოფილითა და შავი ქლიავის ჩირით - გემრიელი, ნოყიერი და იოლი

ამ კერძს არ სჭირდება რაიმე განსაკუთრებული სახელწოდება, მისი ზომიერად მოტკბო გემოც დიდხანს გაგყვებათ და არაერთხელ მოგინდებათ მისი მომზადება.
საკნატუნო ამბები

სიშიშვლე, რომელიც მგრძნობიარე ფანტაზიებს გაგიღვიძებთ (+18)

ამას ყველაზე ცივსისხლიანი ადამიანიც კი ვერ შეხედავს გულგრილად!  
დღის ჰოროსკოპი

18 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?