როგორ მოვძებნოთ ხარისხიანი ნივთები „სექენდ ჰენდის“ მაღაზიებში

ასე უფრო მარტივია

26 იანვარი 16:00, 2018 წელი

მეორადი ტანსაცმლის მაღაზიები დიდი ხანია, ჩვეულებრივის ალტერნატივად იქცა: გაცილებით იაფია და თანაც ნამდვილი ბრენდული ნივთის პოვნა შეიძლება. ეს რჩევები დაგეხმარებათ, უშეცდომოდ განსაზღვროთ, რისი ყიდვა შეიძლება და რისი - არა.

1. ეძებეთ კონკრეტული ნივთი



მეორადი ტანსაცმლის მაღაზიაში წასვლის წინ ზუსტად განსაზღვრეთ, რისი შეძენა გსურთ. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ ისეთ სამოსს შეიძენთ, რომელსაც კარადაში მტვერი დაედება.


 2. აუცილებლად მიიზომეთ



ყოველი ნივთი აუცილებლად მიიზომეთ. ხშირად საკიდზე კაბა ან კოფტა სულაც არ გამოიყურება მიმზიდველად, სამაგიეროდ ტანზე ისე გამოჩნდება, რომ თვალს ვერ მოსწყვეტ. მიზომებისას ისიც გამოჩნდება, რამდენად სწორად შეარჩიეთ ზომა, ფერი, მოდელი.


 3. ხარისხის შემოწმება



მიზომება ხარისხის სწორად შეფასებაშიც დაგეხმარებათ. თუკი სამოსი მიზომების შემდეგ დეფორმირდება, არავითარ შემთხვევაში არ შეიძინოთ.


 4. ძველმანებს - უარი



გახსოვდეთ, რომ „სექენდ ჰენდი“ ძველმანი არ არის. შეეცადეთ, იმგვარი სამოსი შეარჩიოთ, რომელიც მეორე გარეცხვისთანავე ძონძად არ იქცევა.


 5. ტრიკოტაჟის ნივთების მოძებნა



ტრიკოტაჟის ნივთები გულისყურით შეარჩიეთ. ისე არ მოხდეს, რომ ნაყიდის მუდმივად რეანიმირება მოგიწიოთ.


6. კონტაქტი გამყიდველთან



როცა მეორადი ნივთების ერთსა და იმავე მაღაზიას ხშირად სტუმრობთ, ნუ დაიზარებთ და გამყიდველს გამოელაპარაკეთ. გამყიდველთან კონტაქტი საჭირო ნივთის მოძებნაში აუცილებლად დაგეხმარებათ. თანაც საქონლის მიწოდების გრაფიკიც გაარკვიეთ. მიწოდების დღეებში ახალი ნივთის მოძიების მეტი შანსია და არჩევანიც უკეთესია.


7. ყიდვის წინ ნივთი კარგად შეამოწმეთ



თუკი აგლეჯილ ღილს ან ნახვრეტს აღმოაჩენთ, დაფიქრდით, შეძლებთ მის გამოსწორებას? ამას გარდა, დაზიანებულ ნივთზე შეიძლება გამყიდველს ფასის დაკლებაც მოსთხოვოთ.


8. ძველი ნივთი ახალი დიზაინით



თუკი კერვა გეხერხებათ, მაშინ ყურადღება მიაქციეთ იმ ნივთებსაც, რომელთა მატერიის ფერი და პრინტი მოგეწონათ, თუნდაც ზომით არ გერგებოდეთ. ამგვარი ნივთების საკუთარი გემოვნებით გადაკეთება ყოველთვის შესაძლებელია.


9. საყიდლებზე - მეგობრებთან ერთად



თუკი ეს შესაძლებელია, საყიდლებზე მეგობრებთან ერთად წადით. ამგვარად საჭირო რჩევასაც დროულად მიიღებთ და დროც სწრაფად გავა.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?