ნინო ბაშარული: „შემიძლია, შვილებს საათობით ვუსმინო...“

ახალი თაობა
29.07.2016 14:00
779

მომღერალ ნინო ბაშარულს ორი შვილი ჰყავს - საბა მახარობლიშვილი და ლაზარე კაციტაძე...

გადაღების ადგილია ავეჯის სახლი „პანცილიონი“.

ფოტოგრაფი: გიგო გეგელაშვილი
  • საბა 13 წლისაა, ლაზარე - 4-ის. ლაზარე რომ დაიბადა, საბა ძალიან მეხმარებოდა. ძმებს ერთმანეთთან ისეთივე დამოკიდებულება აქვთ, როგორც მამა-შვილს. საბა ლაზარეს ზოგჯერ ტუქსავს კიდეც.

  • საბა ცოტა ზარმაცია, მაგრამ უსაზღვროდ ნიჭიერი. ცეკვაზე დადიოდა და ყველა აღნიშნავდა, რომ საუკეთესო მომავალი ელოდა, მაგრამ თავი დაანება, ცეკვას რაგბი მირჩევნიაო.

  • ლაზარეს სიმღერა უყვარს, 100%-იანი სმენა აქვს. 

  • ლაზარე უსაზღვროდ ცელქია და ძალიან მაბრაზებს, მაგრამ ვუნდერკინდია! ყველაფერს სწრაფად ითვისებს და საბავშვო ბაღშიც ყველაზე კარგად მეტყველებს.

  • 24 წლის ვიყავი, საბა რომ შემეძინა. შვილის დაბადება ქალის ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი წუთებია.

  • საბას გაზრდაში დედაც მეხმარებოდა და მეგობრებიც. მიუხედავად იმისა, რომ პირველ შვილთან სრულიად გამოუცდელი ვიყავი, ისე ვუვლიდი და ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს დიდად გამოცდილი გახლდით.

  • ლაზარეს სიცელქეს საზღვარი არ უჩანს! ერთხელ წამლებიც დალია და ამის გამო საავადმყოფოში აღმოვჩნდით... კარადის თავზე როგორ მოხვდა, დღემდე არ ვიცი.

  • ერთხელ ლაზარე მეორე სართულის აივნიდანაც ხტებოდა! ვერაფრით მივუსწრებდი, მაგრამ, საბედნიეროდ, თვითონ მიხვდა, რომ არ უნდა გადამხტარიყო.

  • ყოველთვის ვცდილობ, შვილებს დიდი დრო დავუთმო. სახლში დავბრუნდები თუ არა, მათზე ზრუნვას ვიწყებ. ვუსმენთ მუსიკას, ვკითხულობთ ზღაპრებს და ვთამაშობთ კიდეც. შვილებისთვის „იავნანაც“ კი დავწერე და ძილის წინ ვუმღერი ხოლმე.

  • ბავშვი რომ დამიძახებს, შემიძლია, სტუმრები მივატოვო და შვილებს საათობით ვუსმინო, რადგან ისინი ჩემი ღმერთები არიან!

ავტორი: სოფიო ბოჭორიძე