გია მაჭარაშვილი: „ჩემს ოჯახთან სითბოსა და სიყვარულს ვპოულობ“

ახალი თაობა

14 მარტი 20:00
511

კომპოზიტორ გია მაჭარაშვილსა და ნინო კახნიაშვილს ერთი შვილი ჰყავთ - 18 წლის ანა მაჭარაშვილი...

გადაღების ადგილია ავეჯის სახლი „პანცილიონი“.

  • ნინო: ანი ძალიან კარგად აღსაზრდელი ბავშვი იყო. ყველაფერს გვიჯერებდა. ახლა კი ისეთ ასაკშია, დამოუკიდებლობა სურს. ,,სდასუ" - ში პირველი კურსის სტუდენტია. გიას მშობლები ექიმები იყვნენ. ორი ბიჭიდან არც ერთი არ გამოვიდა ექიმი და არც რძლები შეგვხვდნენ ექიმებიო, წუხდნენ ამაზე. მათი ოცნება ანამ აასრულა.

  • გია: ანა გარდატეხის ასაკშია და დამოუკიდებლობას აწვება. თავისი მოსაზრებები და დამოკიდებულებები აქვს, რაც მასში მომწონს. ყოველთვის სჯერა, რომ თვითონ არის მართალი. მეც ასე ვჯიუტობდი და დღეს ვნანობ, რომ რაღაც საკითხებში მშობლებს რომ არ ვუჯერებდი-მეთქი, ვეუბნები. დრო იცვლება და ანა დღევანდელ დღეს სხვა ფერებში ხედავს.

  • გია: ანას სიმღერა უყვარს. „ბასტი-ბუბუში“ წლობით დადიოდა. სიმღერაც დავუწერე. მონდომება რომ ჰქონოდა, ყველაფერი ექნებოდა, რაც მომღერალს სჭირდება, თუმცა ექიმობა არჩია. სერიოზულ პროფესიას შეეჭიდა.

  • ნინო: ერთხელ გია „იმედის დილაში“ დაპატიჟეს, სადაც ოჯახის წევრები ერთმანეთს სიმღერაში ეჯიბრებოდნენ. სიმღერასთან ახლოს არ ვარ, მაგრამ მაინც უარი ვერ უთხრა. აღმოჩნდა, რომ პირდაპირ ეთერში უნდა გვემღერა. მთელი კვირა მამეცადინა, ბოლოს ხელი ჩაიქნია და დედაჩემს უთხრა, ამისგან არაფერი გამოვაო. გადაცემაში, სანამ სიმღერას დავიწყებდი, ვთქვი კიდეც, პირველად და უკანასკნელად ვმღერი-მეთქი.

  • ნინო: ანა მამას გოგოა და მას უფრო ემეგობრება, ვიდრე მე. ხასიათებითაც გიას ჰგავს. ადვილად ფეთქებადია.

  • გია: ანას უარს ვერასდროს ვერაფერზე ვეუბნები. შვილი შვილია, მაგრამ გოგო მშობლისთვის სხვა ვინმეა. ძალიან მოწესრიგებული და გულახდილი გოგოა. ჩემს ოჯახთან სითბოსა და სიყვარულს ვპოულობ.

  • ანა: მამა ყველაფერში მხარს მიჭერს. თუ რაიმე დავაშავე, ისე მეტყვის, არ მეწყინება. როცა ერთად ვართ, ჩემი ჭკუის ხდება. პირად ცხოვრებაზეც კი ვუყვები.

     
  • გია: პირველი ქორწინებიდან 35 წლის გოგო, ნინო მყავს. ორი შვილიშვილი, გოგო და ბიჭიც მყავს.

  • გია: ახალი სიმღერა აღარავის უნდა. ქვეყანაში სიტუაცია ისე დამძიმდა, აღარავის ემღერება. არანჟირების გასაკეთებლად თუ მომაკითხავს ვინმე, ისიც იშვიათად. შემოქმედებითი საღამოს გაკეთებას ვფიქრობ, რომელიც არასდროს ჩამიტარებია. მერიის მხრიდან ხდება დაფინანსება, თუმცა ეს არ არის საკმარისი. ამიტომ დამხმარე ძალების მოძიებას ვცდილობ. თუ გამოვა რამე, გამიხარდება. მინდა რჩეულ სიმღერებს თავი მოვუყარო და მეგობრებთან, ცოცხალ ორკესტრთან ერთად გავაჟღერო.