ივანა მელაი: „გურამი მთელი ცხოვრება გოგოზე ოცნებობდა...“

ახალი თაობა

24 მარტი 20:00
7109

მომღერლების წყვილს, გურამ ლომიძესა და ივანა მელაის ქალიშვილი შეეძინათ - ელიზაბეტ-ნატალი უკვე 2 თვისაა. ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ წევრს, გურამიკოს, პირველი ქორწინებიდან 14 წლის ნიკა და ამერიკაში 7 წლის ლიამი ჰყავს.

გადაღების ადგილია ავეჯის სახლი „პანცილიონი“.


  • ელიზაბეტ-ნატალი 2 დეკემბერს ამერიკაში დაიბადა. ივანამ ფიზიოლოგიურად იმშობიარა. მესამე შვილის დაბადებას დავესწარი. დაბადებისთანავე ხელში არ ამიყვანია, თუმცა ფოტოები გადავუღე. ის ჩემი პირველი გოგოა. ამის მიუხედავად, იგივე შეგრძნება დამეუფლა, რაც პირველი შვილის, ნიკას დაბადებისას.

  • ელიზაბეტის გაზრდაში ბოლომდე ვარ ჩართული, თუმცა საფენების გამოცვლა არ მიწევს. ეს ყველაფერი ივანკას შეუძლია. პატარა ბუნებრივ კვებაზეა და დედამისს ღამითაც უწევს მის გამო გაღვიძება. ივანა ფანტასტიკური, მშვიდი და მზრუნველი დედაა!

  • ივანა: გურამი ძალიან კარგი და ყურადღებიანი მამაა. ვიცი, რომ მთელი ცხოვრება გოგოზე ოცნებობდა და საბოლოოდ ღმერთმა მას ასეთი ბედნიერება აჩუქა.

  • ამერიკაში, ოჯახთან ერთად, თვე-ნახევარში დავბრუნდები. იქაურ ცხოვრებისეულ რეჟიმს კარგად მოვერგე. დილით სამსახურში მივდივარ, საღამოს სახლში ვატარებ, შაბათ-კვირას კი კლუბში ხანდახან გამოსვლებიც გვაქვს.

  • ორ მომღერალს ცხოვრებისეული სირთულე ჯერ არ შეგვხვედრია. მომავალში რა იქნება, ვნახოთ.

  • ერთი პერიოდი მეც და ივანკასაც ყოველ პარასკევსა და შაბათს სისტემატურად გვიწევდა კლუბში სიმღერა, თუმცა ბავშვის დაბადების შემდეგ ცოტა ხანს დასვენება მოგვიწია.

  • ჩემი პირველი შვილი, ნიკა, მალე 15 წლის გახდება. ლიამი კი, რომელიც ამერიკაში მყავს, 7 წლის გახლავთ. ჩემმა უფროსმა ბიჭმა, ნიკამ თავისი დაიკო ნახა და ძალიან მოეწონა. სამი შვილის მამობა მეტ პასუხისმგებლობას, შრომასა და შვილებისთვის თავდადებას მოითხოვს.