რომელია ბავშვების საყვარელი თამაში?

ახალი თაობა

17 აგვისტო 17:00, 2018 წელი

გაიცანით: ალექსანდრე მესხი, თათა კვიჟინაძე, დემეტრე ივანოვ-ჩიქოვანი, ანასტასია კვიჟინაძე, დემეტრე მესხი, ლიზი გელიტაშვილი, ანდრია ჯამალაშვილი, კატო მიქუტიშვილი,  ტატო გელიტაშვილი და თეკლა მიქუტიშვილი.

ალექსანდრე მესხი - 9 წლის

- ბავშვებთან ყველაზე მეტად მიყვარს წრეში ბურთის თამაში, იმიტომ რომ ჯგუფებად ვიყოფით და ერთმანეთთან კონტაქტს ვეჩვევით. ხშირად ვთამაშობთ ხოლმე ეზოში, ძალიან სახალისოა. კომპიუტერულ თამაშებში კი ყველაზე მეტად მიყვარს მაინკრაფტი. ამ თამაშში რაღაცაებს აშენებ და სწავლობ, როგორ უნდა მოიპოვო შენით ის, რაც დაგჭირდება. მაგალითად, რკინა, მშენებლობისთვის საჭირო მასალები... აქ გყავს მეგობრები და მათ ინტერნეტის საშუალებით ეკონტაქტები თამაშის დროს. მაინკრაფტს ხშირად არ ვთამაშობ, იმიტომ, რომ ფასიანია. კიდევ მიყვარს თამაში - world of cruft, რადგან ეს უფრო ინდივიდუალური თამაშია, მარტო ხარ და ისევე, როგორც მაინკრაფტში, აგროვებ თამაშისთვის საჭირო რაღაცაებს, უბრალოდ, არა ჯგუფურად, არამედ - შენ თვითონ.

 

თათა კვიჟინაძე - 5 წლის

- მე მაქვს თოჯინა, რომელსაც ჰქვია კუკუკუ და უკვე ერთი წლისაა. ეს სახელი მე კი არ დავარქვი, რომ მოვიდა ჩემთან, ასე ერქვა. მომეწონა ეს სახელი და დავუტოვე. ვუმზადებ ხოლმე საჭმელს. ძალიან უყვარს მაკარონი. კიდევ, ვუკეთებ ლამაზ ვარცხნილობებს. ვაცმევ ლამაზად და ვუვლი. მგონი, გაუმართლა, რომ ჩემთან მოხვდა. მე მიყვარს ექიმობანას თამაში. ვითომ თვალის ექიმი ვარ, მყავს პაციენტები და ვეუბნები, ტელეფონით თამაში და კომპიუტერთან დიდხანს ჯდომა არ შეიძლება, იმიტომ, რომ თვალები ეტკინებათ. ზოგს ვითომ თვალის წვეთებს ვაწვეთებ. რომ გავიზრდები, მინდა, თვალის ექიმი გამოვიდე.

 

დემეტრე ივანოვ-ჩიქოვანი - 6 წლის

- მე მიყვარს ჩემი მოგონილი თამაშები. კალათბურთზე და ფეხბურთზე არ დავდივარ, ამიტომ, არ ვიცი როგორ მომეწონება. მე, მამიკო და დედიკო ხშირად ვთამაშობთ წრეში ბურთს. კიდევ მიყვარს დაჭერობანა, ოღონდ თუ არ არის ისეთი, რომ ძალიან ბევრი ვირბინო. დახუჭობანაც მომწონს. ისე ვიმალები ხოლმე, რომ ძნელად მპოულობენ. იცი რა კარგი დასამალი ადგილი მაქვს? დედიკოს და მამიკოს საწოლის ქვეშ შევძრვები და ვიმალები ხოლმე. მე დავდივარ ცურვასა და ფიგურულ სრიალზე, ოღონდ ახლა ვერ დავდივარ, იმიტომ, რომ ზაფხულია და ყინული დადნა. სახლში მაქვს აუზი და როცა ბავშვები მოდიან ჩემთან, ერთად ვერთობით ხოლმე აუზში. თბილისში რომ ჩამოვალ, სკოლაში უნდა შევიდე.

 

ანასტასია კვიჟინაძე- 4 წლის

- მე მყავს თოჯინა - 1 წლის ჯორჯი. კარგი ბიჭია, მიჯერებს ყველაფერს. მეც ვუვლი, ვბან, ვაჭმევ, ტანსაცმელებს ვუცვლი. ძალიან უყვარს სენდვიჩი და ვუმზადებ ხოლმე. 2 წლის რომ გახდება, დაბადების დღეს გადავუხდი. სახლში ვთამაშობ ხოლმე ხან ექიმობანას, ხან დედა-შვილობანას. მე დედა ვარ ხოლმე, თათა - შვილი.

 

დემეტრე მესხი - 5 წლის

- ეზოში ხშირად ჩავდივარ ხოლმე სათამაშოდ. ყველაფრის თამაში მიყვარს. ვთამაშობთ ხოლმე ძაღლობანას, ხოლმე ცხოველობანას, ხოლმე ვირობანას. წრეში ბურთსაც ვთამაშობ ხოლმე. დღეს უკვე ორჯერ ჩამჭრეს. კიდევ ფეხბურთის თამაში მიყვარს. თავდამსმხელი ვარ ხოლმე და ბურთს კარგად ვფლობ. რომ გავიზრდები, მინდა, კრიშტიანუ რონალდუსნაირი ფეხბურთელი გამოვიდე. უკვე კი დაბერდა, მაგრამ მაინც მაგარია. კომპიუტერული თამაშებიდან მიყვარს ბეტმენის თამაში. თუ სწორად და კარგად თამაშობ, ქულებს აგროვებ. მე უკვე მილიონი ქულა მაქვს მოგროვილი. ისე, კომპიუტერში თამაშს ბავშვებთან ერთად თამაში მირჩევნია. მეგობრები ბიჭებიც მყავს და გოგოებიც, გოგოებს თუ ვინმა დაჩაგრავს ხოლმე, მე ვიცავ ყოველთვის. ახლა სოფელში ვარ. აქაც მყავს მეგობრები.  ამაღამ დისკოტეკა უნდა მოვაწყოთ. ყავები გვექნება, „პეჩენიები“ და მაგარი მუსიკები.

 

ლიზი გელიტაშვილი - 11 წლის

- ეზოში სათამაშოდ იშვიათად ჩავდივარ, მაგრამ თუ ჩავდივარ, ვთამაშობთ ხოლმე ლახტით „შაბათ-კვირობანას“. ძალიან სახალისო თამაშია. კვირის დღეების მიხედვით უნდა იხტუნაო ლახტზე. მაგალითად, იტყვი ორშაბათი და გადაახტები ლახტს. სამშაბათს როცა იტყვი, უფრო მაღლა უნდა ახტე და ა.შ. კიდევ მიყვარს წრეში ბურთის თამაში. დამალობანასაც ვთამაშობ ხოლმე. კომპიუტერული თამაშებიც მიყვარს. ქლოუზერს ვთამაშობ ხოლმე. ამ თამაშში უნდა აირჩიო ერთი გმირი და უნდა გადაარჩინო ქვეყანა მონსტრებისგან. მერე აგროვებ ქულებს. ამ ქულებით ყიდულობ გმირისთვის ტანსაცმელებს.

 

ანდრია ჯამალაშვილი - 6 წლის


- ეზოში ბავშვებთან ერთად თამაში მიყვარს. ხან ფეხბურთს ვთამაშობთ, ხან წყლის თოფით ვწუწაობთ. დამალობანაც მიყვარს და დაჭერობანაც. ბევრს დავრბივარ და ვერთობი. კომპიუტერში თამაში კი მიყვარს, მაგრამ კომპიუტერთან დიდხანს ჯდომა არ შეიძლება. თვალებს აზიანებს. თუ ცოტა ხნით დავიჭერ ტელეფონს, ვთამაშობ temple run-ს, სადაც გოლიათი მოგსდევს, რომელსაც უნდა გაექცე და უნდა გადაახტე ბარიერებს. კიდე მომწონს თამაში Subwey, სადაც ბევრი ავტობუსია და უნდა გადაახტე. სათამაშო ადამიანების აღებაც შეგიძლია და სკეიტების. ისე, მე ბავშვებთან თამაში მირჩევნია კომპიუტერულ თამაშებს.

 

კატო მიქუტიშვილი - 6 წლის

- მე ჩემს მეგობრებთან ერთად ხშირად ვთამაშობ ხოლმე დამალობანას. დამალვაზე მეტად დახუჭვა მიყვარს. კიდევ ვთამაშობ ხოლმე თოჯინებით. მაქვს რამდენიმე თოჯინა, მაგრამ ერთი მიყვარს განსაკუთრებით, რომელსაც სალომე ჰქვია. მე მოვიფიქრე ეს სახელი. ჩემს სალომეს ვაცმევ და ვაძინებ ხოლმე. როცა მძინავს, საწოლში ვიწვენ. კომპიუტერში თამაშიც მიყვარს, მაგრამ თოჯინებით თამაში მირჩევნია.

 

ტატო გელიტაშვილი - 4 წლის

- მე მიყვარს თოფებით თამაში. ბავშვებთან ერთად ვთამაშობ და ყოველთვის მე ვიმარჯვებ. წყლის თოფითაც მიყვარს წუწაობა. კიდევ მიყვარს დამალობანა. უფრო სახლში ვიმალები ხოლმე და ბავშვები ვერ მპოულობენ. ფეხბურთიც მიყვარს და კალათბურთიც. მინდა, რომ სუპერმენი გამოვიდე. სუპერმენი რომ ვიქნები, ავფრინდები  და ხანდახან ჩამოვფრინდები.

 

თეკლა მიქუტიშვილი - 8 წლის

- ბავშვებთან ერთად მიყვარს გაშეშობანას თამაში, ჩემი საყვარელი თამაშია. კომპიუტერში ვთამაშობ ხოლმე ბალდის. ამ თამაშში შედიხარ ოთახში და მათემატიკურ შეკითხვებს უნდა დაუწერო სწორი პასუხები. თუ სწორად უპასუხებ, ფულს მოგცემენ და თუ არასწორად უპასუხებ, უნდა გაიქცე, იმიტომ, რომ მოგხვდება სახაზავი. ბავშვებთან ერთად თამაშს კომპიუტერში თამაში მირჩევნია, იმიტომ, რომ უფრო კარგია.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?