როგორ ელოდებიან ბავშვები ახალ სასწავლო წელს?

ახალი თაობა

15 სექტემბერი 15:00, 2018 წელი

მოუსმინეთ და გაიცანით: ქეთი ჩხაიძე, საბა ჯიქია, ნუცა სანაია, ანასტასია (ბარბარე) ეზიეშვილი, სალომე სანაია

ქეთი ჩხაიძე, 10 წლის



წელს მეექვსე კლასში გადავედი. მომენატრა სკოლა, განსაკუთებით მეგობრები. ვგეგმავ, წარმატებით დავიწყო და დავასრულო მეექსვე კლასი. ყველა საგანს ერთნაირად ვსწავლობ, მაგრამ ყველაზე მეტად მათემატიკა მაინტერესებს. სასწავლო წლის პირველი დღე ალბათ, უფრო, ემოციური იქნება. მეგობრებთან შეხვედრა, საზაფხულო არდადაგების და შთაბეჭდილებების ერთმანეთისთვის გაზიარება. დარწმუნებული ვარ, ბევრს ვიხალისებთ. ყველა ძალიან მომენატრა.


 


საბა ჯიქია, 8 წლის



სკოლის დაწყება მიხარია. სიმართლე გითხრათ, სკოლაზე მეტად, კლასელები მომენატრნენ. ჩემი ყველაზე საყვარელი საგანია ბუნება, მომწონს საინტერესო მოვლენები. ჩემი აზრით, სწავლის დაწყების პირველივე დღე დატვირთული არ იქნება. ალბათ, კლასელები ერთმანეთს მოვიკითხავთ, ვიხალისებთ, მოვყვებით ვინ, სად და როგორ დავისვენეთ.


 


ნუცა სანაია, 10 წლის



არ მგონია სწავლის დაწყების პირველი დღე ძალიან გამორჩეული იყოს. უბრალოდ, მეგობრები შევხვდებით ერთმანეთს და მასწავლებლები დავალებებს არ მოგვცემენ. სკოლაც ძალიან მომენატრა, მასწავლებლებიც და ჩემი კლასელებიც. ყველაზე მეტად მიყვარს მათემატიკა და ინგლისური ენა. ვფიქრობ, ახალ სასწავლო წელს წარმატებით დავიწყებ და დავასრულებ კიდეც.


 


ანასტასია (ბარბარე) ეზიეშვილი - 8 წლის



სკოლის დაწყების დღეს მოუთმენლად ველოდები. ყველაზე მეტად კი - მეგობრებთან და მასწავლებლებთან შეხვედრას. კარგი იქნება, თუკი კლასელები ერთად სადმე პიკნიკზე წავალთ და ერთმანეთს ზაფხულის არდადაგების ამბებს გავუზიარებთ. დარწმუნებული ვარ, სწავლის დაწყების პირველი დღე ძალიან ხალისიანი იქნება. ყოველთვის მინდოდა, სწავლა ჩემ დაბადების დღეზე დაწყებულიყო და მთელი კლასი დამეპატიჟა, მაგრამ დაბადების დღე 17 დეკემბერს მაქვს და ამიტომ, არ გამოდის. საერთოდ, ვფიქრობ, რომ საზაფხულო არდადაგები ძალიან დიდხანს გრძელდება და მე რომ განათლების მინისტრი ვიყო, დასვენებას შევამცირებდი. მინდა, რომ სკოლაში მეგობრებთან ერთად უფრო მეტი დრო გავატარო. 


 


სალომე სანაია - 11 წლის



სკოლაც მომენატრა და მეგობრებიც. ყველაზე მეტად ამ დღეს მეგობრების ნახვა გამახარებს. სწავლის დაწყების დღე ჩვეულებრივად წარმომიდგენია. მეგობრები შევხვდებით ერთმანეთს და გავუზიარებთ ზაფხულის თავგადასავლებს. სკოლაში სიარული მიყვარს, მაგრამ კარგი იქნება, დავალებების სახლში მომზადება არ იყოს საჭირო, იქვე, სკოლაში რომ ვაკეთებდეთ. ასევე კარგი იქნება, სწავლა ცოტა გვიან რომ დაიწყოს, 11 ან 12 საათზე. გაკვეთილებს შორის დასვენების დრო ნორმალურია, მაგრამ ზაფხულის არდადაგებს ცოტას შევამცირებდი. აი, აგვისტოში რომ დაიწყოს სწავლა, წინააღმდეგი არ ვარ.


 


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?