ლალი ტოტიკაშვილი: საკმაოდ ლმობიერი დედა ვარ, თუმცა ზღვარს ყოველთვის ვიცავ.

ახალი თაობა

22 სექტემბერი 20:00, 2015 წელი

ცნობილ ქართველ მოდელსა და სამოდელო სააგენტო „ფეშენ შარმის“ დამფუძნებელ ლალი ტოტიკაშვილს ორი შვილი ჰყავს - 9 წლის საბა და 6 წლის ნიტა ხუბულიები. პატარა ნიტა წელს პირველკლასელია.


- ლალი, რა ასაკში გახდით დედა და რას ნიშნავს ეს თქვენთვის? 
- დედა საკმაოდ გონიერ - 27 წლის ასაკში გავხდი. დედობა ჩემთვის ყველაზე ძვირფასი გრძნობაა, ყოველივე ამის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. ვისურვებდი, რომ ყველა ქალი გამხდარიყოს დედა. 


- რა დროს უთმობთ შვილებთან ყოფნას?
- მათთან ძალიან დიდ დროს ვატარებ. ამაში სამსახურიც მიწყობს ხელს. მე და ბავშვები პრაქტიკულად სულ ერთად ვართ. ზაფხულობით ერთად მივდივართ დასასვენებლად. არ ყოფილა შემთხვევა, სადმე მათ გარეშე წავსულიყავი. საკმაოდ გონიერები და ცელქებიც არიან, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს ბავშვებისთვის ნორმალური მდგომარეობაა (იღიმის). 


- აღგვიწერეთ თქვენი ერთი ჩვეულებრივი დღე...
- სკოლის დღეებში ვცდილობ, შინ დაბრუნებულებს სახლში დავხვდე და აბსოლუტურად ჩართული ვიყო მათი სწავლა-განათლების პროცესში. დასვენების დღეებშიც სულ ერთად ვართ, სასეირნოდ დავდივართ და, რა თქმა უნდა, ისინი ირჩევენ, სად  წავალთ და რას გავაკეთებთ (იღიმის).


- ნიტას ხომ არ აქვს მოდელობის სურვილი?
- საოცრად „პრანჭიაა“, თუმცა მოდელობის სურვილი ჯერჯერობით არ გამოუთქვამს.


- რა უკრძალავთ შვილებს?
- ამ ეტაპზე მინდა, იყვნენ ზრდილობიანი, ამიტომ ხშირად ვესაუბრები წესიერებაზე... მომავალში არ ვიცი, რას ავუკრძალავ. საერთოდ, აკრძალვები არ მიყვარს, საკმაოდ ლმობიერი დედა ვარ, თუმცა ზღვარს ყოველთვის ვიცავ.

- თქვენი აზრით, როგორი თაობა მოდის და რას უსურვებთ მათ?
- საკმაოდ გონიერები არიან და ახალი თაობის დიდი იმედი მაქვს. ვუსურვებდი მშვიდობიან საქართველოში ცხოვრებას, საქართველოში, სადაც საკუთარი თავის რეალიზების საშუალება ექნებათ.

- ლალი ისევ მოდის სფეროში ხართ. რა სიახლეები გაქვთ?
- მეგობრებთან - ირინა ონაშვილთან, სოფო ბურჯანაძესთან, ლელა ცინცაძესთან ერთად სამოდელო სააგენტო „ფეშენ შარმს“ ვხელმძღვანელობ და დიდი წარმატებები გვაქვს. თითქმის 17 წელია, ამ საქმეს ვემსახურებით, რომელიც ძალიან გვიყვარს. გარდა იმისა, რომ ვმუშაობთ მოდელებთან, ვზრდით მათ და ახალბედებს საკუთარ გამოცდილებას ვუზიარებთ, ახალი ხაზის განვითარებაც დავიწყეთ - ეს არის ხელით ნაქსოვი ულამაზესი ჟაკეტები ბავშვებისთვის და არა მარტო მათთვის. ჯერ პატარების ხაზს ვამზადებთ, ძალიან მალე კი ვგეგმავთ ბრენდის L.L.S.I.-ის პრეზენტაციას, სადაც ჩვენი ნაწარმის ჩვენებას მოვაწყობთ.


 


ტექსტი მოამზადა ელიზავეტა გეგეშიძემ.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?