- ლიკუნა, პირველად რა გრძნობა დაგეუფლათ, როდესაც გაიგეთ, რომ მალე დედა გახდებოდით? გაგვიზიარეთ თქვენი ემოციები?
- საოცარი გრძნობა იყო, რომელსაც სიტყვებით ვერ აღგიწერთ. ნინა ჩემი პირველი შვილი და ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია ჩემს ცხოვრებაში. მომავალ დედებს კი ვეტყოდი, რომ წინ სასწაული გრძნობა ელოდებათ. მე დედობა 21 წლის ასაკში გამოვცადე და დღეს უზომოდ ბედნიერი ვარ.
- ვინ გეხმარებათ შვილის აღზრდაში?
- მყავს დამხმარე, ასევე, დედა, ბებია, მაგრამ მეც მაქსიმალურად ჩართული ვარ ნინას აღზრდაში და ვცდილობ, მის გვერდით რაც შეიძლება მეტი დრო გავატარო.
- როგორი მამაა ვასო?
- მიუხედავად მისი მუშაობის დატვირთული გრაფიკისა, მაინც ახერხებს, შვილს მზრუნველობა არ მოაკლოს. ძალიან ყურადღებიანი მამაა. ნინას დაბადებისას გრძნობების გამოხატვა ცოტა უჭირდა, თუმცა დღეს ვასო „გიჟი“ მამაა (იღიმის). ნინასაც ძალიან უყვარს მამიკო, რაზეც ხანდახან ვეჭვიანობ ხოლმე (იღიმის).
- ლიკუნა, სამოდელო კარიერისა და სწავლის გაგრძელებას თუ გეგმავ?
- დიახ, რა თქმა უნდა. ახლახან დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იურიდიული ფაკულტეტის განხრით და ბაკალავრის დიპლომი მაქვს. ვგეგმავ სწავლის გაგრძელებას მაგისტრატურაზე. სამოდელო სფეროში ამ ეტაპზე პაუზა მაქვს, თუმცა მომავალში აქტიურად გავაგრძელებ ჩემს კარიერას.
ტექსტი მოამზადა ელიზავეტა გეგეშიძემ.