ნანატრი დედა-შვილის ფოტოსესია „FunTime“-ში

ახალი თაობა

13 ოქტომბერი 20:00, 2015 წელი

თბილისის ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს მზია შარაშიძეს ერთი შვილი - 3 წლის მართა სიხარულიძე ჰყავს, რომელიც 10 წლის ლოდინის შემდეგ შეეძინა. 

- დედა დიდი ხნის მოლოდინის შემდეგ, 32 წლის ასაკში გავხდი. მათიკომ ძალიან დიდი სიხარული და ბედნიერება შემოიტანა ჩვენს ოჯახში. ვინც დიდი ხნის განმავლობაში ელოდებოდა ამ მოვლენას, ის უკეთ გაიგებს, რა გრძნობა და სიხარულია შვილის ყოლა. ჩემთვის ფეხმძიმობის პერიოდიც ძალიან სასიამოვნო იყო, არანაირი გართულება არ მქონია, სულ სიმღერ-სიმღერით გავიარე. დიდი მუცლით სახლის სარემონტო სამუშაოებშიც კი ვიყავი ჩართული. როდესაც მშობლები ბავშვის აღზრდაზე წუწუნებენ, ყოველთვის მიკვირს ხოლმე, რადგან ჩემთვის ეს პროცესი იმდენად სასიამოვნოა, რომ მინდა, ჩემი შვილი ნელა გაიზარდოს (იღიმის). 


- როგორია დედა-შვილის ერთი ჩვეულებრივი დღე?
- დილით ერთად ვიღვიძებთ, შემდეგ ვსაუზმობთ. ძალიან უყვარს თამაში და სახლის მოხატვა. მეც ვაძლევ ექსპერიმენტების ჩატარების უფლებას. ერთ დღეს სახლიც მთლიანად მოხატა. ახლობლებმა მათიკოს ნამოქმედარი რომ ნახეს, გაუკვირდათ, ამის უფლება როგორ მიეციო. ვუთხარი: რატომაც არა, კედელზე მათიკოს ნახატზე უკეთესს რას დავინახავ-მეთქი. თან სახლიც ცოტა სარემონტოა და, მოკლედ, თავის ნებაზე მყავს მიშვებული. შემოქმედებითად ძალიან აქტიურია. გუშინ კი თავისით ერბოკვერცხიც შეიწვა და ჭურჭელიც დარეცხა (იღიმის). ღამით ძილის წინ ნოდარ დუმბაძის საბავშვო ლექსებს ვუკითხავ და ძალიან მოსწონს, თვითონაც ყვება ხოლმე ზეპირად, შემდეგ „ფეისბუკის“ კედელს ვათვალიერებთ, თავის ამოჩემებულ სიმღერებს ვუმღერებ და დაღლილ-დაქანცულებს ჩაგვეძინება ხოლმე.


- ცხოველებისადმი ინტერესსა და სიყვარულს თუ გამოხატავს?
- ცხოველები ძალიან უყვარს, თან როდესაც დედა ზოოპარკში მუშაობს, ცოტა წარმოუდგენელიც არის, ცხოველები არ უყვარდეს. მთელი კვირა ზოოპარკში ვმუშაობ და დასვენების დღეებშიც ბავშვი ზოოპარკში გასეირნებას მთხოვს. ფაქტობრივად, სულ სამსახურში ვარ. სახლშიც გვყავს ცხოველები. როდესაც მათიკომ ენა ამოიდგა, პირველად ყეფა დაიწყო (იღიმის). სახლში გერმანული ნაგაზი ბონო გვყავს, რომელიც მათიკოს განუყრელი მეგობარი და დამცველია. ალბათ, მათიკო მუცლად ყოფნის დროს შეეჩვია ბონოს ყეფას. თავიდან ცოტას ვნერვიულობდით ბონოს გამო, რომ ბავშვისთვის არაფერი დაეშავებინა და კარგად მიეღო. პირველად ბონოს ცოტა შეეშინდა მათიკოსი, თუმცა შემდეგ ძალიან შეეჩვია და სახლში ხალხმრავლობის დროს ბავშვის საწოლის თავთან იჯდა ხოლმე - თავისი ჭკუით, იცავდა.
ახლა მათიკოს თუთიყუშიც ჰყავს და უზომოდ ბედნიერია. ყველა ცხოველის სახელი ზეპირად იცის და მათზე ინფორმაციაც საკმარისად აქვს.


- ზოოპარკის სიახლეებზეც მოგვიყევით...
- წყალდიდობის შემდეგ ზოოპარკი 13 სექტემბერს გავხსენით. ახლაც მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა. ასევე, იწყება სამუშაოები თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, სადაც ახალი ზოოპარკის აშენება იგეგმება. ძალიან იმედიანად და პოზიტიურად ვართ განწყობილები. მალე ევროპული დონის, ლამაზი ზოოპარკი გვექნება - მთელ რეგიონში საუკეთესო.


ტექსტი მოამზადა ელიზავეტა გეგეშიძემ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?