თემო მჟავია: „იმ წამებს დავესწარი, როდესაც ჩემი შვილი სამყაროს მოევლინა“

ახალი თაობა

27 ოქტომბერი 20:00, 2015 წელი

შოუმენისა და GDS-ის გადაცემა „ბინა 18“-ის წამყვან თემო მჟავიას შვილი დანიელი 2 წლის ხდება...


- მამა 26 წლის ასაკში გავხდი. ისე მოხდა, რომ ჩემი შვილის დაბადებას დავესწარი. თავიდან ცოტა დაბნეული ვიყავი, ვერ გადამეწყვიტა, დავსწრებოდი თუ არა მშობიარობას. ამაზე აზრი ვკითხე ჩემს მეუღლეს ანასტასია შმაკოვას, მან კი მიპასუხა, ძალიან ვნერვიულობ და გამიხარდება, თუ ჩემ გვერდით იქნებიო... პირველად მეგონა, ერთი, ორი და სამი და... ბავშვიც დაიბადებოდა, თუმცა არც ასეთი მარტივი აღმოჩნდა, პირიქით, იმაზე რთული ყოფილა, ვიდრე წარმომედგინა... როდესაც ჩემი შვილი სამყაროს მოევლინა, იმ მომენტში მის გვერდით ვიყავი. ბედნიერი ვარ, რომ იმ წამებს დავესწარი. ეს დაუვიწყარი და ნამდვილი სასწაული იყო. ცხოვრებაში მსგავსი არაფერი მინახავს. ახლა სახლში რომ მივდივარ და შინ დანიელი მხვდება, ეს უკვე სულ სხვა სიხარულია.


- მამის ამპლუაში თავს როგორ გრძნობ, რა დროს ატარებ შვილთან?
- სამწუხაროდ, მის გვერდით დიდ დროს ვერ ვატარებ. ტელევიზიაში მუშაობა, მოგეხსენებათ, რასაც ნიშნავს. დღესასწაულებზე  მთელი საქართველო რომ ისვენებს, ჩვენ მაინც ვმუშაობთ. სულ ვცდილობ, სამსახურიდან ადრე დავბრუნდე სახლში და ჩემი ოჯახის გვერდით ვიყო, მაგრამ ხშირად ვერ ვახერხებ, რაზეც ძალიან მწყდება გული. არ მინდა, ჩემი შვილი ჩემ გარეშე გაიზარდოს და ბოლოს მივხვდე, რომ ის უკვე დიდია და მე მის გვერდით არც ისე ბევრი დრო მაქვს გატარებული... არ მინდა, დრო გამეპაროს.


- როგორი ბავშვია დანიელი, ხომ არ ჭირვეულობს?
- დანიელის ტირილის ხმას  ვერც კი გაიგებთ. უყვარს თამაში და საკმაოდ აქტიური ბავშვია. გამიხარდებოდა, ჩემი შვილი კოსმონავტი გახდეს და ნასაში იმუშაოს, მაგრამ, ბუნებრივია, ეს ყველაფერი მისი გადასაწყვეტია, მე მას არჩევანში არ შევზღუდავ. დაე, მომავალი თავად აირჩიოს.


- შენი აზრით, რა განასხვავებს ძველსა და ახალ თაობას და რას უსურვებდი ახალგაზრდებს?
- ჩემი თაობის ბავშვები განათლებასა და ინფორმაციას სხვა წყაროებიდან ვიღებდით დღევანდელებისგან განსხვავებით, რომლებსაც ინტერნეტი აქვთ და განათლების მისაღებად უამრავი საშუალება არსებობს. ამიტომ ვუსურვებდი, ბევრი ისწავლონ და ჩვენზე ბევრად უფრო განათლებულები იყვნენ, რაც ჩემმა თაობამ ვერ შეძლო, მათ გააკეთონ და მშვიდობიან საქართველოში იცხოვრონ.


- თემო ამ ეტაპზე სად ხარ დასაქმებული?
- ამჟამად, ფაქოსთან და მშვენიერ ნინი გოგიჩაიშვილთან ერთად, გასართობი გადაცემის წამყვანი ვარ, რომელიც ყოველ ხუთშაბათს 22:30 წთ-ზე GDS-ის ეთერში გადის. გადაცემა გასართობიც არის, იუმორისტულიც და, მოწვეულ სტუმრებთან ერთად, შემეცნებითსა და რეალურ პრობლემებზეც ვსაუბრობთ (იუმორის ფარგლებში), რომლებიც საზოგადოებას ძალიან აწუხებს, ასევე, გვაქვს სპორტული და არასპორტული თამაშებიც. მოკლედ, მაყურებელს ვეტყოდი, უყუროს ჩვენს გადაცემას, რომელსაც ქართულ ტელესივრცეში ანალოგი არ აქვს. ეს GDS-ის პროდუქციაა, ეს უკვე თავისთავად ძალიან ბევრ რამეს ამბობს და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აპოლიტიკურია. გვიყურეთ, გაერთეთ და განიტვირთეთ.


ტექსტი მოამზადა ელიზავეტა გეგეშიძემ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?