იოანე „ჩემი ცოლის დაქალების“ დიდი გულშემატკივარია და ეკრანზე მამის გამოჩენას ყოველთვის ელოდება

ახალი თაობა

31 მარტი 18:00, 2016 წელი
53

მსახიობ ლევან სუხიტაშვილს ოთხი შვილი ჰყავს - 13 წლის მარიამი, 8 წლის იოანე, 4 წლის ნოე და 11 თვის ნანო.


 


 


გადაღების ადგილია ავეჯის სახლი „ლაქშერი

  • იოანე ძალიან ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცია. „ჩემი ცოლის დაქალების“ დიდი გულშემატკივარია და ეკრანზე მამის გამოჩენას სულ ელოდება.

  • მაკა: ლევანი ნორმალური მამაა. ისეთი გადატვირთული გრაფიკი აქვს, რომ ბავშვებთან ურთიერთობა ძირითადად მე მიწევს, თუმცა ამ ეტაპზე დედა მეხმარება.

  • ოთხი შვილის მამა ვარ, რაც, პირველ რიგში, დიდ პასუხისმგებლობას ნიშნავს. ჩემი გადატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, შვილებთან ურთიერთობის დეფიციტი კი მაქვს, მაგრამ ამას არ აპროტესტებენ.

  • მარიამი ჩემს დას ჰგავს. ნოე ვიზუალურად მაკას მხარესაც არის და მეც მგავს. ხასიათებით ყველა ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან.

  • უფროს შვილთან ვმეგობრობ. პატარები კი, ძირითადად, თამაშს მთხოვენ. როცა ერთად ვართ, ერთმანეთს ლაპარაკს არ აცდიან. იოანესა და ნოეს ერთდროულად მოუნდებათ ხოლმე ამბების მოყოლა და ნანოც რომ ატლიკინდება, მერე არ ვიცი, რა მოხდება.

  • ნოე „პრიკოლი“ ტიპია და ამასთანავე, ძალიან ცელქი. თუ ვინმე ეტყვის, რომ ბაღში დადის, სერიოზულად იძაბება. იცის, რომ სკოლის მოსწავლეა. ნანო რომ გაჩნდა, ნოე თავიდან ისე ეჭვიანობდა, სახლიდან ევაკუაცია გავუკეთეთ.

  • სამწუხაროდ, სასეირნოდ ერთად ხშირად ვერ დავდივართ. ძირითადად, კვების ობიექტებში გვიწევს წასვლა. ამაზე ბავშვები წინასწარ მითანხმდებიან ხოლმე.

  • ნანოს გაჩენა დაგეგმილი არ გვქონდა. ფაქტობრივად, ოჯახში შემოგვეჭრა.