სოფო ბედია: „მინდა, ბევრი შვილი მყავდეს“

ახალი თაობა

7 აპრილი 18:00, 2016 წელი
64

მომღერალ სოფო ბედიას ერთ შვილი ჰყავს - 7 წლის ნიკოლოზ შაყულაშვილი.

    

  • 24 წლის გავხდი და ნიკუშაც მეყოლა. მსგავსი ბედნიერება, როგორიც დედობაა, ცხოვრებაში სხვა არაფერია. მეორედ, მესამედ ან მეოთხედ რომ გავხდები დედა, ანალოგიური შეგრძნება მექნება. მინდა, ბევრი შვილი მყავდეს.

  • სკოლაში კარგად სწავლობს. დამხმარე პედაგოგი გვყავს, რომელიც სხვადასხვა საგანში ამეცადინებს. ნიკუშა მაოცებს - ხანდახან დიდი კაცივით აზროვნებს.

  • გასართობ ცენტრებში სიარული ძალიან უყვარს, იქ ყოფნა არასდროს სწყინდება. მეგობრების დაბადების დღეებისთვის ყოველთვის განსაკუთრებულად ემზადება.

  • ძალიან აქტიური ცხოვრების რეჟიმი მაქვს, მაგრამ დღის განმავლობაში თავისუფალი ვარ და ამ პერიოდს ნიკუშასთან ერთად ვატარებ. ღამით სახლში რომ ვბრუნდები, მძინარეს ვეფერები. დილით კი ნიკუშა შემორბის ჩემს საძინებელში და სკოლაში წასვლამდე მკოცნის.

  • ნიკუშა ზომიერად ცელქია. არაფერში ვზღუდავ, მაგრამ ჩემი დიდი რიდი აქვს. ორივე ვცდილობთ, ერთმანეთს გული არ ვატკინოთ. როცა მაბრაზებს, თვითონ არა, მაგრამ მე ვებუტები ხოლმე.

  • ჩემს მეუღლესთან, მიშასთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს. ძმაკაცობენ. როცა ერთად არიან, ყირაზე გადადიან. ამხელა ორმეტრიანი კაცი ოთხად იკეცება, ცხოველობანას თამაშით დაიწყებენ და რით დაასრულებენ, კაცმა არ იცის. დილით დაახტება ხოლმე მიშას, გაიღვიძე, მეთამაშეო. ისიც ყოველთვის ხალისით უბამს მხარს.

  • ისეთი მშვიდი ბავშვი იყო, როგორ გაიზარდა, ვერც გავიგე. ნიკუშა 8 თვის რომ შესრულდა, „ჯეოსტარის“ მონაწილე გავხდი. 4 წლის იყო, სამსახურში რომ გავედი და მას მერე ბებიები ზრდიან, თუმცა მეც აქტიურად ვარ ჩართული ამ საკითხში.

  • ნიკუშა ბევრი თვისებით მგავს. ჩემსავით სულ იცინის.

  • ჩემსავით ძალიან თბილი და მოსიყვარულეა. ყველასთან პოულობს საერთო ენას.

  • რადგან ნიკუშას ჩემი პროფესიის გამო ვაკლივარ, დედის კარიერას, ცოტა არ იყოს, მწყრალად უყურებს. არ აინტერესებს, რას ვმღერი. ალბათ, რომ გაიზრდება, ეს განწყობაც შეეცვლება.