მიშკა ცინცაძე: „ყოველ დილით რობოტივით 6 საათზე ვიღვიძებ და ბარბარეს საჭმელს ვუკეთებ“

ახალი თაობა

29 ივნისი 20:00, 2016 წელი
86

იუმორისტ მიშკა ცინცაძეს ერთი შვილი ჰყავს - წლის და 4 თვის ბარბარე ცინცაძე.

გადაღების ადგილია ავეჯის სახლი „პანცილიონი“.


  • მამა 27 წლის ასაკში გავხდი. ეს ის პერიოდი იყო, როცა უკვე ყველაფერი გააზრებული მქონდა.

  • ნათიას მშობიარობასაც დავესწარი და ბარბარეს ტანსაცმელი პირველად მე ჩავაცვი. მეგონა, თოთო ბავშვის ხელში აყვანისაც კი შემეშინდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა.

  • ნათია: ბარბარე „დედას“ ამბობს, მაგრამ არ მეძახის.

  • ნათია: 28 წლის ვიყავი, როცა ბარბარე დაიბადა. ეს სტატუსი ქალისთვის ამოუხსნელი ბედნიერებაა! კიდევ უფრო მზრუნველი გავხდი და ცხოვრებისეული მიზანი გამიჩნდა.

  • სამსახურში საქმე დამემატა და სახლში გვიან ვბრუნდები. ამიტომ ოჯახში ძირითადი საქმე ნათიას დააწვა.

  • ბარბარე იოლი გასაზრდელია. ერთადერთი, ფრჩხილი არ დამიჭრია მისთვის, რადგან პაწაწინა თითები აქვს და მეშინია, რამე არ დავუშავო. დაბანა, გამოცვლა, ჭამა, ჩაცმა - მისი დაბადების პირველივე წუთებიდან ყველაფერს ვუკეთებ.

  • ბარბარე ძალიან ჭკვიანი გოგოა და მუსიკა ძალიან უყვარს, რაც ყველაზე მეტად მაბედნიერებს. პატარა, ოთხსიმიანი გიტარაც ვუყიდე და 3 წლის რომ გახდება, აუცილებლად დავაწყებინებ ინსტრუმენტის შესწავლას.

  • ნათია ფანტასტიკურად მზრუნველი დედაა. დაჰფოფინებს პატარას. ყველაფერი მისთვის უნდა. უკანასკნელ კაპიკს დახარჯავს ბარბარესთვის.

  • ნათია: ბარბარეს გაზრდა არ გამჭირვებია. მჩხავანა ბავშვი არასდროს ყოფილა. მიშკა შვილის აღზრდაში ბოლომდეა ჩართული. ბარბარე ყოველ დილას, 6 საათზე რძეს ითხოვს. მიშკა იღვიძებს და უმზადებს.

  • შვილთან პირველი შეხება სასწაული გრძნობაა! მამობა ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა და ცხოვრებაში ყველაზე მაგარი სტატუსია.

  • ყოველ დილით რობოტივით 6 საათზე ვიღვიძებ და ბარბარეს საჭმელს ვუკეთებ.

  • შაბათ-კვირას, ძირითადად, ოჯახთან ერთად ვატარებ. სკვერებისა და გასართობი ცენტრების გარდა, ნათიას ბებიის კერძო სახლის ეზოშიც კარგად ერთობა. გასულ წელს გასაბერი აუზი ვუყიდე და წელს უკვე სეზონიც გახსნა.

  • ნათია: ბარბარე მამამისს ეკრანზეც უყურებს. „სოლო ხუთეული“ განსაკუთრებულად მოსწონს.