ბედისწერა ჩემს ცხოვრებაში...

ბავშვობის ფოტოები

25 თებერვალი 17:00, 2015 წელი

მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ეკა ნიჟარაძე – ნიჭიერი, ექსტრავაგანტური და ენერგიული ქალბატონი, ბავშვობის საინტერესო მომენტებს იხსენებს.


დავიბადე 1971 წლის 21 ნოემბერს, თბილისში, მუსიკოსების ოჯახში.


მამა პიანისტია, დიდი ხნის განმავლობაში კონსერვატორიაში ასწავლიდა, დედა – მუსიკის მასწავლებელი... თავის დროზე მამაჩემის სტუდენტი იყო, შემდეგ ოჯახი შექმნეს და ამ ქორწინებიდან მე და ჩემი ძმა გავჩნდით... თუმცა, ჩემი მშობლები მალევე დასცილდნენ და მამის მხრიდან კიდევ ბევრი და-ძმა მყავს...


მარტოხელა დედის ტვირთი


მიუხედავად იმისა, რომ საბავშვო ბაღი სახლთან ახლოს გვქონდა (ჩვენი სახლის ფანჯრები საბავშვო ბაღს გადაჰყურებდა), საბავშვო ბაღში არ მივლია – ჩემი და ჩემი ძმის აღზრდა დედამ იტვირთა... მიკვირს, როგორ ასწრებდა ყველაფერს – სამსახურშიც დადიოდა, სახლის საქმესაც ასწრებდა... ახლა ვხვდები, რა რთული იყო მისთვის ამ ყველაფერთან მარტო გამკლავება... ხშირად ბაზარშიც თან წავუყვანივარ, დამტოვებელი რომ არ ჰყავდა... 


ქორეოგრაფიული სასწავლებელი


ჩვეულებრივ სკოლაში არ მივლია – ქორეოგრაფიულ სასწავლებელში ვსწავლობდი, თან პარალელურად მუსიკალურ ათწლედში დავდიოდი... მიუხედავად იმისა, რომ ბალერინა არ გავხდი, ბალეტი დამეხმარა ისეთი პიროვნული თვისებების ჩამოყალიბებაში, როგორიცაა – შრომისმოყვარეობა, შინაგანი დისციპლინა... გარდა ამისა, ის პლასტიკა და მოძრაობები, რაც მაშინ ვისწავლე, მსახიობის პროფესიაშიც გამომადგა. რაც შეეხება საგნებს, ცეკვასთან ერთად, იქვე, სკოლაში ვსწავლობდით, მაგრამ პრიორიტეტი მაინც ცეკვა იყო.


პროფესიული არჩევანი


ბავშვობაში სამსახიობო წრეებზე არ მივლია, მაგრამ, როგორც რიგითი მაყურებელი, თეატრში  აქტიურად დავდიოდი... იმ დროს რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე ჩემი უსაყვარლესი რეჟისორის – გიზო ჟორდანიას ჯგუფის მთელი შემადგენლობით არაჩვეულებრივი სპექტაკლები იდგმებოდა. მართლაც ვარსკვლავური შემადგენლობა იყო: ნანუკა ხუსკივაძე, ლევან წულაძე, ქეთი ჩხეიძე, მერაბ ნინიძე, ნინო თარხან-მოურავი, თემიკო ჭიჭინაძე, გოჩა კაპანაძე, დათო ბახტაძე... მათი სპექტაკლებით „მოვიწამლე“ და ჩემი პროფესიული არჩევანიც ამ სპექტაკლებმა განაპირობა.


პირველი სიყვარული


13 წლის ვიყავი, პირველად რომ შემიყვარდა... ჯერ მე მიყვარდა ისე, რომ მას არ ვუყვარდი, მერე იმას რომ შევუყვარდი, მე აღარ მომწონდა. შედარებით სერიოზული გრძნობა 15-16 წლის ასაკში მეწვია... მასაც ვუყვარდი, მაგრამ მალევე დავცილდით... დღესაც არ ვიცი, რატომ, მაგრამ მისი ოჯახი იყო ჩვენი სიყვარულის წინააღმდეგი... ახლა რომ ვფიქრობ, ალბათ, ასეც უნდა მომხდარიყო, რადგან მერე თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარე და ნიკოს შევხვდი... 


ეროვნულ მოძრაობაში შეტანილი პატარა წვლილი


ჩემი სკოლის დამთავრება ქვეყნის ურთულეს პერიოდს – ეროვნულ მოძრაობას დაემთხვა და მიხარია, რომ იმ მოვლენებში პატარა წვლილი მეც მაქვს შეტანილი – მიუხედავად მცირე ასაკისა, აქტიურად ვმონაწილეობდი მიტინგებში, ვშიმშილობდი... მიტინგებზე არაერთი მეგობარი გავიცანი... სამწუხაროდ, ბევრი მათგანი ცოცხალი აღარაა. ზოგი – სამოქალაქო ომს, ზოგიც აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს შეეწირა...


საყვარელი რეჟისორის ჯგუფში


მერე იყო გამოცდები. თეატრალური ინსტიტუტის ნაცვლად, თუმანიშვილის თეატრში ჩაგვიტარდა, რადგან თეატრალურის შენობა მოწამლული იყო... ინსტიტუტში ჩაბარებისთანავე (მაშინ ჯერ არც კი ვიცოდი, ვის ჯგუფში მოვხვდი) ქორეოგრაფიულ სასწავლებელში დამიბარეს და სასწავლებლად ამერიკაში წასვლა შემომთავაზეს. იმ პერიოდში ეს მარსზე გაფრენას უდრიდა... ბევრი ფიქრის შემდეგ დავთანხმდი – ავიღე აკადემიური და ამერიკაში გავემგზავრე. მართალი გითხრათ, იქ დარჩენისა და სწავლის გაგრძელების პერსპექტივაც მქონდა, მაგრამ ერთი წელიც ვერ გავძელი და რვა თვეში საქართველოში დავბრუნდი. ამერიკიდან დაბრუნებული კი უკვე გიზო ჟორდანიას ჯგუფში მოვხვდი... ალბათ, ესეც ბედისწერა იყო, როგორც სხვა ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში...


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?