ქეთევან ხარაძე - წარმატებული ბიზნესლედი ბაკურიანიდან!

ბიზნესლედი

26 დეკემბერი 22:00, 2016 წელი

პედაგოგიური საქმიანობიდან ჯერ კერძო სექტორში გადაინაცვლა, შემდეგ საკუთარ ბიზნესს ჩაუდგა სათავეში, ბოლოს ბაკურიანში აღმოჩნდა და ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ბრენდის, სასტუმრო „კრისტალის“ დირექტორია. დღეს ქეთევან ხარაძესთან სწორედ ბიზნესში წარმატების მიღწევის გზებზე ვსაუბრობთ...


- ქეთი, რა
პროფესიის ხართ?
- დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. დიდი ხნის განმავლობაში ვასწავლიდი ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში, პარალელურად განათლების სამმართველოში, ინოვაციათა ცენტრშიც ვმუშაობდი.


- როდის გადაინაცვლეთ კერძო სექტორში?
- 2000 წელს პედაგოგიურ საქმიანობას ჩამოვშორდი და სამშენებლო კომპანია „აქსისში“ გადავედი, სადაც, დაახლოებით, 5 წელი ვიმუშავე - თავიდან გაყიდვების მენეჯერად, შემდეგ კი გაყიდვების, მარკეტინგისა და კლიენტთა მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელად. „აქსისიდან“ წამოსვლის შემდეგ საკუთარი ბიზნესი წამოვიწყე - გავხსენი შერეული მაღაზიების ქსელი. სამწუხაროდ, 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენების პერიოდში გაყიდვები გაჩერდა, შეკვეთილ საქონელზე უარის თქმა მომიწია, ჯარიმების გადახდა და ა.შ. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი  მაღაზიების დახურვის მიზეზი გახდა.


- სასტუმრო „კრისტალში“ როგორ აღმოჩნდით?
- სასტუმრო „კრისტალის“ მეპატრონე, ბატონი ვლადიმერი რომ გავიცანი, ჯერ კიდევ საკუთარ მაღაზიებს ვფლობდი. მან სასტუმროს დაკომპლექტებაში დახმარება მთხოვა, რაზეც სიამოვნებით დავთანხმდი. ერთად წავედით ჩინეთში სარემონტო მასალების, ავეჯისა და სასტუმროს აქსესუარების ჩამოსატანად.  ეს იყო 2008 წლის გაზაფხული... შემდეგ აგვისტოს ომი დაიწყო და ძალიან ბევრი პრობლემა შეგვექმნა... მოკლედ, რთულ პერიოდში მოგვიწია საქმის დაწყება, მაგრამ კოლოსალური შრომის ხარჯზე მოვახერხეთ და 2009 წლის 9 იანვარს სასტუმრო „კრისტალი“ გაიხსნა. ჩემი მაღაზიების დახურვის შემდეგ ვლადიმერმა თანამშრომლობა შემომთავაზა. ერთ სეზონზე სამუშაოდ ჩამოვედი და უკვე 7 წელია, აქ ვარ.


- მართალია, ბიზნესში გამოცდილება არ გაკლდათ, მაგრამ სულ სხვაა სასტუმრო მომსახურების სფერო... რა სირთულეებს წააწყდით?
- როგორც უკვე გითხარით, მქონდა გამოცდილება მენეჯმენტში, სამშენებლო ბიზნესში, გაყიდვებში, მომსახურების სფეროში. გარდა ამისა, ვასწავლიდი NIMA-ში, თავდაპირველად სტატისტიკას, შემდეგ ინტეგრირებულ მარკეტინგს. ასევე, გავლილი მაქვს პიარის კურსები. ასე რომ, გამოცდილება საკმარისი მქონდა, თუმცა არა - სასტუმრო ბიზნესში...
ყველაზე დიდი სირთულე ამ სფეროში, და განსაკუთრებით რეგიონებში, კვალიფიციური კადრების მოძიება და მათი დენადობაა. ამიტომ  ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება მომსახურების ხარისხის შენარჩუნებას.


- რა მომსახურებას სთავაზობთ მომხმარებელს?
- ამ ეტაპზე სასტუმრო „კრისტალში“ 60 ნომერი მუშაობს. მომსახურების სტანდარტები 4 ვარსკვლავის შესაბამისია. ჩვენს სტუმრებს ემსახურება „კრისტალის“ სპა ცენტრი, საცურაო აუზით, საუნებით, ფიტნეს დარბაზით და სპა პროცედურებით. გვაქვს რამდენიმე ბარი, ბილიარდი, ბავშვთა ოთახები, სათამაშო მოედანი. ასევე, ჩვენს დამსვენებლებს ემსახურება სასტუმროს მიკროავტობუსი საბაგიროზე ასაყვანად. გვაქვს 3-ჯერადი კვება (შვედური მაგიდა), როგორც ქართული, ისე ევროპული სამზარეულოს კერძებით. მინდა, აღვნიშნო, რომ ჯანსაღი კვება ჩვენი სასტუმროს პრიორიტეტი გახლავთ. გვაქვს საკუთარი ფერმა და რძის გადამამუშავებელი ქარხანა. აქედან გამომდინარე, სასტუმროს ნატურალური ხორცპროდუქტებითა და რძის ნაწარმით ჩვენ თვითონ ვამარაგებთ.


- სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?
- გრანდიოზული გეგმები გვაქვს... სამწუხაროდ, ბაკურიანი არ არის მდიდარი ინფრასტრუქტურის კურორტი, ამიტომ აქცენტს მიმდებარე ტერიტორიის განვითარებაზე ვაკეთებთ. ვაპირებთ ეზოს კიდევ უფრო კეთილმოწყობას. ლანდშაფტის დიზაინს  იტალიელ არქიტექტორებსა და დიზაინერებს ვაკეთებინებთ. გვინდა პარკის მოწყობა, საბაგიროთი, ატრაქციონებით და ა.შ.


- და მაინც, რა მიგაჩნიათ ბიზნესში წარმატების საიდუმლოდ?
- პირველ რიგში, ლიდერის თვისებები, რაც მენეჯერს აუცილებლად უნდა ჰქონდეს და მეორე, რაც პირადად მე ძალიან დამეხმარა წარმატების მიღწევაში, სწავლა და მუდმივი თვითგანვითარება.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?