„ლა ფემილი“ - რატომ აირჩია უკრაინელმა ქალბატონმა ბიზნესისთვის საქართველო?

ბიზნესლედი

6 იანვარი 18:00, 2016 წელი

„ლა ფემილის“  სუპერმარკეტების ქსელს მკაცრი, საქმიანი და დახვეწილი უკრაინელი ქალბატონი სუსანა ტრიტიაჩენკო ხელმძღვანელობს. მან საქართველოში განახორციელა ინვესტიცია და ნულიდან დაიწყო ცხოვრება. დღეს ქალბატონი სუსანა რუბრიკა ბიზნესლედის სტუმარია.

სუსანა ტრიტიაჩენკო:
- ვიდრე საქართველოში კომპანიის დაფუძნებასა და რითეილის ორგანიზებას გადავწყვეტდით, მთელი რიგი კვლევები ჩავატარეთ ფოკუსჯგუფებში - რა სურდა მომხმარებელს, რისი მოლოდინი ჰქონდა... ჩვენ მაქსიმალურად ორიენტირებულები ვართ სწორედ მომხმარებელზე. ასეთი სახით შეიქმნა ბრენდი „ლა ფემილი“. ხალხს სურდა მაღაზია მაღალი ხარისხის მომსახურებით, ნათელი, სასიამოვნო და ევროპულად მოწყობილი. ამიტომ, „ლაქშერის“ თვალსაზრისით, „ლა ფემილი“ ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს.
ჩვენი ქსელი ძირითადად ქალებზეა ორიენტირებული, სუპერმარკეტს სახელიც ქალური აქვს და საქართველოშიც ხომ ქალური საწყისია წამყვანი და მნიშვნელოვანი. 
რატომ გადავწყვიტეთ ბიზნესის კეთება სწორედ საქართველოში? ქართველები ძალიან კეთილგანწყობილი ხალხია. ჩემი ოჯახიც წარმოშობით სოხუმიდან არის, თუმცა მე უკრაინაში დავიბადე და გავიზარდე.
თანაც საქართველოში საინვესტიციო გარემოც და კანონმდებლობაც ჩვენთვის მისაღები და  საქმის საკეთებლად ხელსაყრელი იყო. უკრაინისგან განსხვავებით, საქართველოში არ არის ელიტური კორუფცია, ქრთამი, ბიუროკრატია სტრუქტურებთან დამოკიდებულებაში. ერთადერთი, ცოტა ჭირს ქალაქის ხელისუფლებასთან კომუნიკაცია, რაც სამწუხაროა. მინდა, აღვნიშნო, რომ ცალმხრივი მოძრაობისა და გზის გადაკეტვის გამო კომპანიამ სერიოზული ზარალი განიცადა. არადა ჩვენ ვქმნით სამუშაო ადგილებს, გვინდა კარგი საქმის კეთება, სამომავლოდ აუცილებლად ვგეგმავთ ინოვაციებსა და გაფართოებას.


- დიდი ხანია, საკუთარი ბიზნესი გაქვთ?
- საკმაოდ დიდი ხანია რითეილის სფეროში ვმუშაობ. 1992 წლიდან ვიყავი მარკეტოლოგი სწორედ ამ სფეროში. მქონდა საკუთარი მარკეტინგული სააგენტო, რომელიც საკმაოდ წარმატებული იყო. მქონდა საქველმოქმედო ფონდი, რომელიც ძალიან ბევრ ინოვაციურ პროექტსა და პროგრამას ახორციელებდა. ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, საქველმოქმედო საქმიანობას საქართველოში მივცეთ სისტემატური ხასიათი, შევხვდით მის უწმინდესობას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, რომელთან ერთადაც არაერთი საქველმოქმედო ღონისძიება გვაქვს დაგეგმილი.


- ქართული ენის სწავლა თუ მოასწარით?
- სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ მოვახერხე, რაც ხელს მიშლის კანონმდებლობის შესწავლაში.


- უკრაინულ და ქართულ ხასიათს შორის დიდი სხვაობაა, როგორ ფიქრობთ?
- ორივეს საბჭოთა წარსული გვაქვს. არის მსგავსებებიც, არის განსხვავებებიც. საქართველოში ახალმა თაობამ ნაკლებად იცის რუსული, უკრაინაში კი რუსულად ყველა კარგად საუბრობს, უფრო ნაკლებად - ინგლისურად. რაც შეეხება ადამიანურ ფაქტორს, ყველა ერში არიან როგორც მიზანდასახული ადამიანები, რომლებსაც არ ეზარებათ შრომა და იციან, რისი მიღწევა უნდათ, ასევე, ისეთებიც, ვისაც არაფერი აინტერესებს. 


- თქვენი მეუღლე და შვილები უკრაინაში ცხოვრობენ?
- ჩემს მეუღლესაც აქვს საკუთარი ბიზნესი. თუმცა, მოგეხსენებათ, უკრაინაში, დონბასსა და რამდენიმე რეგიონში, მუდმივად საომარი მდგომარეობაა. ჩემს ბიზნესს ეს ომი შეეხო, ყველაფერი დავკარგე და ნულიდან დავიწყე. ჩემი მეუღლის ბიზნესი კი საომარი არეალის საზღვრებს მიღმაა. ჩემი ერთი შვილი უცხოეთში სწავლობს, მეორე 15 წლისაა და ჯერ სკოლის მოსწავლეა. ძალიან რთულია წასვლა-წამოსვლა, იშვიათად ვხედავთ ერთმანეთს, თუმცა საქმიდან გამომდინარე ასეა საჭირო.


- არ შეგშინებიათ?
- დროც არ მქონდა, რომ შემშინებოდა. როცა საქმეს ვიწყებდი, ახალგაზრდა ვიყავი, ენთუზიაზმით სავსე, შეცდომების არ მეშინოდა. ახლა იმხელა გამოცდილება და ბექგრაუნდი მაქვს, აღარაფერი მაშინებს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?