ლალი კაკალაშვილი: „ბიზნესში რისკზე წასვლა აუცილებელია!“

ბიზნესლედი

7 დეკემბერი 16:00, 2016 წელი

„რესტორან „ბაბილოს“ ძველი შენობის დანგრევა და მის ადგილას ახალი „ბაბილო მიუზიკ ჰოლის“ აშენება დიდი რისკი იყო, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ ახალი რესტორანი თავის სიტყვას იტყოდა“, - ამბობს პროფესიით პიანისტი, ბრენდ „ბაბილოს“ მმართველი მენეჯერი ლალი კაკალაშვილი, რომელსაც დღეს Funtime წარმოგიდგენთ...

- ქალბატონო ლალი, პროფესიით პიანისტმა რატომ გადაწყვიტეთ ბიზნესის კეთება?
- სხვათა შორის, საკმაოდ პერსპექტიული პიანისტი ვიყავი, სხვადასხვა დროს მიმუშავია კონსერვატორიაში, თეატრალურ ინსტიტუტში, ტელევიზიაში... 90-იანებში, როდესაც თბილისის ომი დაიწყო, გადაწვეს ტელევიზია, პროფესიის გვერდზე გადადება და  ჩემი შესაძლებლობების ბიზნესში მოსინჯვა გადავწყვიტე. 1995 წელს საკონცერტო რესტორანი „ორიენტი“ დავაფუძნე. სტრატეგიულად სწორი გათვლა იყო, ვინაიდან მთელი თბილისის მუსიკალური ელიტა იმ მომენტისატვის უმუშევარი დარჩა და სიამოვნებით გადმოინაცვლა მუსიკალურ რესტორანში.


- გამოცდილების გარეშე ალბათ გაგიძნელდათ სირთულეებთან გამკლავება?
- მთავარი სირთულე ის იყო, რომ სრულებით არ ვიცოდი, რა იყო რესტორანი... მაგრამ, საბედნიეროდ, ძალიან კარგი მენეჯერი მყავდა, რომელიც შესანიშნავად წარმართავდა რესტორნის საქმეებს და მასზე დაკვირვებით მეც თანდათან ვისწავლე. „ორიენტმა“, დაახლოებით, 5 წელი იმუშავა. შემდეგ ცოტა ხნით ტაიმაუტი ავიღე. მოგვიანებით კი ჩემი ცხოვრება „ბაბილოს“ დავუკავშირე და დღემდე აქ ვარ. თუმცა ეს ჩემი ერთადერთი ბიზნესი არ არის - პარალელურად სამშენებლო ბიზნესსაც ვხელმძღვანელობ.


- თქვენი აზრით, რა სჭირდება ადამიანს წარმატების მისაღწევად?
- იმ საქმის სიყვარული, რომელსაც აკეთებს. ეს არის ერთადერთი გზაა, გახდე წარმატებული.


- ბევრჯერ გაგირისკავთ?
- რესტორან „ბაბილოს“ ძველი შენობის დანგრევა და მის ადგილას ახალი რესტორნის აშენება ყველაზე დიდი რისკი იყო, მაგრამ ბიზნესში რისკზე წასვლა აუცილებელია. მთავარია, ეს რისკი მართლზომიერი იყოს. დარწმუნებული ვიყავი, რომ ახალი რესტორანი თავის სიტყვას იტყოდა და ასეც მოხდა. „ბაბილო მიუზიკ ჰოლის“ სახით ჩვენ ავაშენეთ მინიფილარმონია და ახლა თბილისში გვაქვს ადგილი, სადაც შეიძლება კონცერტის მოსმენა და პარალელურად უგემრიელესი კერძების დაგემოვნება...


- ალბათ, ასეთი ადგილის შექმნის იდეა თქვენმა პროფესიამ შთაგაგონათ...
- რა თქმა უნდა. შემოქმედებით პროცესებს ყოველთვის, ყველა საქმეში ვეძებ, მათ შორის რესტორანშიც. აქედან გამომდინარე, „ბაბილო მიუზიკ ჰოლი“ სწორედ ის არის, რისი გაკეთებაც ყველაზე მეტად მინდოდა. რესტორანი სინთეზური ხელოვნება, სადაც ფანტაზია გამოცდილებას ერწყმის - რესტორანი იწყება ჰოსტესით და ავანსცენაზე ჩნდებიან მიმტანები, მენეჯერები, მომღერლები, მსახიობები, კულისებს მიღმა მზარეულები და ესენი ყველანი ერთად ერთ დიდ სპექტაკლს ქმნიან, სადაც ვერც კი წარმოუდგენიათ ჩვენს სტუმრებს, რომ ისინი მთავარ როლში არიან. ამ საქმეს მუდამ ახლავს სირთულეები და რისკები, მაგრამ მერწმუნეთ, შედეგი ამად ნამდვილად ღირს. 


- რას სთავაზობს სტუმრებსბაბილო მიუზიკ ჰოლი“?
- რესტორანი ახალია, როგორც თავისი სტრუქტურით, არქტიტექტურითა და დიზაინით, ასევე შინაარსით. თვითონ სახელწოდება „ბაბილო მიუზიკ ჰოლი“ გულისხმობს, რომ ეს არის მუსიკალური ტიპის რესტორანი, რომელშიც სულ უნდა იყოს ახალ-ახალი მუსიკალური პროგრამები, უნდა მუშაობდნენ მხოლოდ და მხოლოდ „ვარსკვლავები“ და ა.შ.


- რომელი ვარსკვლავები მღერიანბაბილო მიუზიკ ჰოლში“?
- ჩვენთან მუშაობს რომა რცხილაძე თავის ბენდთან „+995“-თან ერთად. ეს ბენდი ჩვენი რესტორნის ბაზაზე შეიქმნა. გარდა ამისა, ვთანამშრომლობთ თითქმის ყველა ვარსკვლავთან. ვისაც ჯერ არ უმუშავია ჩვენთან, მათთან თანამრომლობას სამომავლოდ ვგეგმავთ. აბსოლუტურად ყველა წარმატებული პროექტის ლიდერი გვყავს მოწვეული. ასე რომ, ჩვენს საკონცერტო პროგრამებში სხვადასხვა პროექტებში გამარჯვეულ ადამიანებსაც ნახავთ.


- საახალწლოდ რა გეგმები გაქვთ?
- სრულიად განსხვავებულ, გრანდიოზულ საახალწლო დღესასწაულს მოვაწყობთ, რომელსაც ბაკურ ბაკურაძე დადგამს. საკონცერტო ნომრებს წარმოადგენენ ქართველი და ფრანგი მოცეკვავეები და ჩვენი ესტრადის ვარსკვლავები. მოკლედ, საახალწლოდ „ბაბილო მიუზიკ ჰოლში“ ნამდვილი ქართულ-ფრანგული დღესასწაულის მოწყობა იგეგმება. შოუ იდგმება პარიზული „ლიდოს“ ფორმატში.





დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?