მაიკო ჩხენკელი – ყველაზე ექსტრემალი ბიზნესლედი

ბიზნესლედი

18 ოქტომბერი 20:00, 2016 წელი

მალე მეოთხე შვილი შეეძინება. ამბობს, რომ ორსულობის პერიოდში ბიზნესის მართვა ცოტა რთული საქმეა, თუმცა როცა საკუთარი საქმე წამოიწყო, მაშინ მეორე შვილის გაჩენა უწევდა. დღეს გაგაცნობთ სილამაზის აკადემია Pivot Point-ის დამფუძნებელ მაიკო ჩხენკელს.


- მაიკო, ბიზნესის სფეროში რა გამოცდილებით მოხვედით?
- პროფესიით იურისტი გახლავართ, თუმცა ამ კუთხით არასდროს მიმუშავია. მოსკოვში დაბადებულ-გაზრდილი ვარ. სამი წლის წინათ გადავწყვიტე საქართველოში დაბრუნება. სწორედ ამ პერიოდში გამიჩნდა იდეა, რომ საკუთარი ბიზნესი წამომეწყო. არჩევანი სილამაზის სფეროზე შევაჩერე, მაგრამ სტანდარტული სალონის გახსნა არც მიფიქრია. მინდოდა, აკადემია გამეხსნა, სადაც სტილისტობას, მანიკიურის, პედიკიურისა და ვიზაჟის სპეციალობას საფუძვლიანად შეასწავლიდნენ მსურველებს. Pivot Point-ის შესახებ სწორედ მაშინ გავიგე. ეს ამერიკული ბრენდი 50-ზე მეტ ქვეყანაში არსებობს და მსოფლიოს მასშტაბით 3000-ზე მეტი სკოლა აქვს გახსნილი, სადაც სწავლების შემდეგ საერთაშორისო დიპლომს გასცემენ.


პირადად თქვენ რით დაგაინტერესათ ამ ბრენდმა და რატომ იფიქრეთ, რომ წარმატებული აღმოჩნდებოდა?
- პირველ რიგში, იმიტომ, რომ სტილისტობა მოთხოვნადი პროფესიაა.  Pivot Point-ში მოსწავლეებს უნიკალური მეთოდით ასწავლიან. საქართველოში ასეთი სასწავლებელი არ გვქონდა და იდეა ამიტომაც მომეწონა. იასამნისფერი ჩემი უსაყვარლესი ფერია და სალონი ამ ფერებში ამიტომაც გადავწყვიტე.


- სტილისტები რა კრიტერიუმებით შეარჩიეთ?
- სტილისტების შერჩევაზე რთული პედაგოგების შერჩევა აღმოჩნდა. აკადემიის დამთავრების შემდეგ, სტუდენტები საერთაშორისო დიპლომს იღებენ, რაც უცხოეთში მუშაობის საშუალებას იძლევა. ამიტომ პედაგოგები დიდი ყურადღებით შევარჩიეთ და Pivot Point-ის მეთოდიკა შევასწავლეთ, რომ მოსწავლეებისთვის ცოდნა სათანადოდ გადაეცათ. პედაგოგები რუსეთში უნდა გაგვეგზავნა, სადაც მასტერკლასებს გაივლიდნენ, მაგრამ საკონსულომ არ გაუშვა. ამიტომ Pivot Point-ის ხელმძღვანელობა და პედაგოგები საქართველოში მოვიწვიეთ. მათ ჩვენში დიდი პოტენციალი დაინახეს. მესამე წელია, რაც ბიზნესში ვარ ჩართული და ვხვდები, რომ გამიმართლა. ჩვენი სალონის სტილისტები, ვიზაჟისტები, მანიკიურისა და პედიკიურის სპეციალისტები აკადემიაში პედაგოგებადაც მუშაობენ.


- ქართულმა ბაზარმა Pivot Point როგორ მიიღო?
- Pivot Point-ს პიარით დავეხმარეთ, რომ საზოგადოებას ამ სიახლის შესახებ გაეგო. ხალხმა იცოდა, რომ ასეთი აკადემია იხსნებოდა და სწავლის მსურველები რიგშიც იდგნენ, რომ გახსნისთანავე ჩაწერილიყვნენ. თავიდან აკადემიაზე გვქონდა აქცენტი, მაგრამ ბრენდ-სალონის გახსნაც აუცილებლობას წარმოადგენდა. პასიური პერიოდი ბიზნესის საწყის ეტაპზეც არ გვქონია. მომხმარებელი მალევე მოვიზიდეთ.


- თქვენი აზრით, მომხმარებელი ყველაზე მეტად რამ დააინტერესა?
- მუშაობის სტილი ერთს რომ მოეწონა, მეორეს უთხრა, მეორემ – მესამეს... გარდა ამისა, ინტერნეტშიც თავიდანვე გაჩნდა ჩვენ შესახებ ინფორმაცია. ჩვენთან უსაფრთხოების ყველა ნორმა დაცულია და მომხმარებელმა ეს რომ დაინახა, ინფორმაცია სხვასაც გაუზიარა.


- სტილისტის, მანიკიურისა და ვიზაჟისტის სპეციალობა თბილისში სილამაზის არაერთ სალონში ისწავლება. Pivot Point რატომ უნდა აირჩიოს სწავლის მსურველმა?
- Pivot Point-ის შესახებ ინტერნეტში ზღვა ინფორმაციაა და მომხმარებელს დიდად არც სჭირდება დარწმუნება იმაში, რომ ჩვენს აკადემიაში ყველა სპეციალობა უნიკალური მეთოდით ისწავლება. საერთაშორისო დიპლომს საქართველოში Pivot Point-ის გარდა, არავინ გასცემს.


- თქვენი სტუდენტების დასაქმებაზეც ზრუნავთ?
- Pivot Point-ის აკადემიის კურსდამთავრებულებზე სილამაზის სალონებში დიდი მოთხოვნაა. ასე რომ, ჩვენს სტუდენტებს მუშაობის დაწყება არ უჭირთ. უცხოეთშიც უპრობლემოდ იწყებენ საქმიანობას. თმის შეჭრის კურსები სხვადასხვა ვადებს მოიცავს. ნულიდან სწავლას ერთი წელი სჭირდება. ჩვენთან სტილისტები კვალიფიკაციის ასამაღლებლადაც მოდიან. ფრჩხილის სპეციალისტს სწავლისთვის 3-4 თვე ესაჭიროება, მაკიაჟის კურსი კი ორთვიანია. სტუდენტებს სასწავლო ლიტერატურას Pivot Point გადასცემს. ამ ნაკრებში ყველაფერი მარტივადაა ახსნილი.


- Pivot Point-ის ფილიალის გახსნას ხომ არ გეგმავთ?
- თბილისში - არა, მაგრამ ვაპირებთ, Pivot Point აკადემია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გავხსნათ.


- ბიზნესის მართვა თქვენთვის რა სირთულეებთანაა დაკავშირებული?
- მალე მეოთხე შვილი შემეძინება და ორსულობის პერიოდში ბიზნესის მართვა ცოტა რთული საქმეა. Pivot Point რომ გავხსენი, მეორე შვილის გაჩენა მიწევდა. ამერიკაში გავემგზავრე და იქ ვიმშობიარე. პასუხისმგებლიანი და ერთგული თანამშრომლები მყავს. სადმე წასვლა რომ მიწევს, იმედიანად ვარ. მეოთხე გოგოს ველოდები და გავაჩენ თუ არა, ბიზნესსაქმიანობას ისევ აქტიურად დავუბრუნდები.


- ოჯახსა და ბიზნესზე ყურადღებას როგორ ანაწილებთ?
- ეს რთული საქმეა. 11 წლის დანიელა, 2 წლის გაბრიელა და ერთი წლის ბარბარე მყავს. მათაც დიდი ყურადღება უნდათ, სესილისაც, რომელიც ჯერ კიდევ მუცელშია, მეუღლესაც და ბიზნესსაც. ალბათ, ამ ყველაფერს თავს იმიტომ ვართმევ, რომ ძალიან მიზანდასახული და პასუხისმგებლიანი ადამიანი ვარ. დღის პირველ ნახევარს ოჯახს ვუთმობ, შემდეგ საქმეს, საღამოს კი მეუღლეს.


- მეუღლე როგორ აფასებს თქვენს ბიზნესსაქმიანობას?
-  ჩემი ამპლუა ძალიან მოსწონს, მაგრამ არ უნდა, რომ უმეტეს დროს სამსახურში ვატარებდე. ქართველ კაცს ცოლი ოჯახში უყვარს. თვითონაც ბიზნესმენია. ამიტომ ერთმანეთისთვის ნაკლები დრო გვრჩება, თუმცა მაინც ვცდილობთ, რომ ვიმოგზაუროთ. ორივე ექსტრემალები ვართ. პარაშუტიდან ხტომაც გვიყვარს და დაივინგიც გვიტაცებს. ჩოგბურთი, კალათბურთი, ფიტნესი, ცურვა... ბიზნესში ჩართულობის მიუხედავად, აქტიური ცხოვრებით ვცხოვრობთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?