მანანა გეგიძე: „ქართული ბრენდის დღე“ ნამდვილ სახალხო დღესასწაულად იქცა

ბიზნესლედი

16 დეკემბერი 18:00, 2015 წელი

ქალბატონი მანანა გეგიძე, „ქართული ბრენდის დღის“ დამფუძნებელი და ორგანიზატორი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო „პროფილსაც“ ხელმძღვანელობს. ამბობს, რომ „პროფილი“ და ქართული ბიზნესსექტორი, ფაქტობრივად, ერთად გაიზარდნენ. მანამდე კი იყო 20-წლიანი პერიოდი „პირველ არხზე“, ცხელი წერტილები და საავტორო გადაცემა.


- ქალბატონო მანანა, როგორ მიმდინარეობს სამზადისი „ქართული ბრენდის დღისთვის“?
- ქართული ბრენდის დღე არის ღონისძიება, რომელმაც უკვე დაიმკვიდრა საკუთარი ადგილი. თავიდან რთული იყო. სიტყვა ბრენდი დაძველებულ კონიაკთან ასოცირდებოდა. ჩვენ კი ბრენდის, როგორც ასეთის, ცნებას ვამკვიდრებდით საქართველოში. პირველად ღონისძიება 2003 წელს გაიმართა, მაშინ არ იყო ამდენი კომპანია. ძირითადად, ღვინის ბრენდებზე გავაკეთეთ აქცენტი. საკმაოდ ლამაზ და სალონურ გარემოში ჩაიარა. მერე ნელ-ნელა გავიზარდეთ. ჩვენ და ბიზნესსექტორი, ფაქტობრივად, ერთად განვვითარდით. პულსზე გვედო ხელი. პროექტი „ქართული ბრენდის დღე“ 2005 წელს დაპატენტდა, მასზე საავტორო უფლება საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო „პროფილს“ ეკუთვნის. უცვლელი ნომინაციებია „რეპუტაცია და ნდობა“, „ლიდერი“, „ბრენდპერსონა“. ვფიქრობ, ამან ეროვნული დღესასწაულის ხასიათი მიიღო. გვქონდა ამბიცია, ამ სფეროში საკუთარი სიტყვა გვეთქვა. ეს ღონისძიება ყოველთვის ანშლაგით მიმდინარეობს და საკმაოდ მასშტაბურია ხოლმე. 



- პოსტრევოლუციურ პერიოდს დამთხვევია თქვენი დაფუძნება...
- დიახ, ასეა და მაშინ პიარსააგენტო ძალიან უცხო ხილი იყო, თუმცა ამ საქმის დასაწყებად მე უკვე საკმაოდ მქონდა გამოცდილება, ურთიერთობა, კავშირები. თავიდან „ემჯიემ კომპანიის“ სახელით დავფუძნდით, შემდეგ უკვე კომპანიას „პროფილი“ ეწოდა, რაც უფრო ადვილი წარმოსათქმელი და დასამახსოვრებელია. ფაქტობრივად, პიონერი „პროფილელები“ ვართ, შემდეგ გაჩნდა ჩვენი სეხნია ტელეგადაცემა, რესტორანი... დღემდე საკმაოდ დიდი გზა გამოვიარეთ. მაშინ რთული იყო ბიზნესმენების დარწმუნება პიარის სტრატეგიის საჭიროებაში. 


- მანამდე როგორი იყო თქვენ მიერ განვლილი გზა?
- ოცი წლის განმავლობაში ვმუშაობდი პირველ არხზე, საშინაო პოლიტიკის რედაქციაში. საავტორო გადაცემა მიმყავდა, ვიღებდი დოკუმენტურ ფილმებს. აფხაზეთშიც გადავედი დიდი რისკის ფასად. ის მძიმე პერიოდი, გარკვეულწილად, რომანტიკულიც კი იყო ჩემთვის და ჩემი თაობის ჟურნალისტებისთვის. წარმოშობით აფხაზეთიდან ვარ და ეს თემა განსაკუთრებით მტკივნეული იყო ჩემთვის. 2007 წელს მქონდა ბედნიერება, აფხაზეთში გადამეღო 5 თემატური სოციალური კლიპი, რომლებიც იქაურ ყოფას ასახავდა. ვფიქრობ, ჩემი თაობის ჟურნალისტებისთვის უფრო საინტერესო იყო მუშაობა ქარტეხილების ეპიცენტრში. იმ წუთას არ გაქვს შიშის მომენტი, როცა ტყვიების ზუზუნის ქვეშ ცალი ხელით ავტომატს მიათრევ, ცალით - კამერას. საინტერესო გამოვიდა ჩემი „ფრონტული დღიურები“.


- თქვენ და თქვენი მეუღლე კოლეგები ხართ და ამჟამად ერთად მუშაობთ. უნივერსიტეტში გაიცანით ერთმანეთი?
- არა, ცოტა მოგვიანებით, უფრო პოეზიამ დაგვაახლოვა. მე ლექსებსაც ვწერ ვერლიბრში... მას ჰქონდა გაზეთი „მესამე გზა“, სადაც ჩემი ლექსები დაიბეჭდა. მომიწონა შემოქმედება, თვალი თვალში გამიყარა და ასე დაიწყო ყველაფერი. ჩემი მეუღლე, ელგუჯა მარღია, პოეტია, ქართული რობაიის ფუძემდებელი... საინტერესოა პროფესიული ტანდემი. ერთმანეთის გარეშე ვერ წარმოგვიდგენია. გვაქვს მწვავე პოლემიკა და აზრთა სხვადასხვაობაც. 


- შვილებთან მკაცრი ხართ?
- მკაცრი ქალბატონის იმიჯი მაქვს. გამომეტყველებაც დირექტორული მაქვს, საქმიდან გამომდინარე. არადა უფრო ლოიალური ვარ, მაგრამ საქმეში ვითხოვ მაღალ ხარისხს. სამაგიეროდ შვილები და შვილიშვილები თავიანთ ჭკუაზე მატარებენ ხოლმე. თუმცა „დედა გენაცვალოს“ დამოკიდებულება არ მაქვს. სიტყვაუხვი არ ვარ, არ მიყვარს მოფერება. სამაგიეროდ, ჩემს მხარდაჭერას საქმით გრძნობენ. 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?