„ავალონის“ დამფუძნებელი: „გვინდოდა, თბილისში რამე განსხვავებული შეგვექმნა“

ბიზნესმენი

5 იანვარი 10:00, 2016 წელი

შუა საუკუნეების ტრადიციებით მოწყობილ რესტორან „ავალონში“ შესვლისას უნებურად გახსენდება სამეფო კარის თამაშები, მეფე არტური, მრგვალი მაგიდის რაინდები და ყველა ის საყვარელი პერსონაჟი, რომელთა თავგადასავალიც კარგად გვახსოვს. ქართველებისა და უცხოელების საყვარელ რესტორანში ხშირად იმართება სხვადასხვა ღონისძიება, თუმცა დამფუძნებელს ივა თარხანოვს საჯარო სივრცეში გამოჩენა ნაკლებად უყვარს და, როგორც თავად ამბობს, საკუთარ რესტორანში ერთი ფოტოც არ აქვს გადაღებული.


ივა თარხანოვი:

- რესტორანი „ავალონი“ 3 წელია, არსებობს. ყოველთვის მიყვარდა და მაინტერესებდა ეს სფერო, ჩემთვის საიდუმლოებით იყო მოცული. სულ ვუყურებდი, როგორც ჯადოსნურ სამყაროს. ეს სფერო საკმაოდ რთული და ფაქიზია, რადგან სტუმარი ყოველთვის კმაყოფილი უნდა წავიდეს შენგან და დაბრუნების სურვილი გაუჩნდეს.
მინდოდა, თბილისში განსხვავებული რამ გამეკეთებინა, ის, რაც აქამდე არ ყოფილა. თან ქალაქს აკლდა ა კლასის რესტორნები. ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ და ყველას გვაქვს წაკითხული შუა საუკუნეების ეპოქის სარაინდო რომანები, ზღაპრები... ალბათ, ყველა ბიჭი წარმოიდგენდა თავს იმ რაინდების ადგილას, რომლებიც ჩაკეტილი კოშკიდან ათავისუფლებდნენ თავიანთ საყვარელ პრინცესებს, სადაც ბრძოლით მოიპოვებოდა სახელი, დიდება, ქალის გული... სწორედ ეს არის ლაიტმოტივად გატარებული რესტორნის კონცეფციაში. „ავალონის“ სივრცე ორ ნაწილად იყოფა - ერთია რესტორანი, მაღალი დონის სერვისით, ქართული და ევროპული სამზარეულოთი, უფრო სამეფო, დახვეწილი ინტერიერით და მეორეა პაბი, გამოქვაბულის სტილში და გოთიკური ელემენტებით. აქ გვაქვს ჩანჩქერი და გვყავს ოქროს თევზები, რომლებიც სურვილს ასრულებენ (ეღიმება). რესტორანში დრეს-კოდი მოქმედებს, ხოლო პაბი, ამ მხრივ უფრო თავისუფალია. პაბის მენიუც განსხვავდება რესტორნის მენიუსგან.

- ინტერიერისა და არქიტექტურის შექმნის პროცესში უშუალოდ მონაწილეობდით?
- კი, რა თქმა უნდა, და ახლაც ასეა. ძალიან აქტიური ადამიანი ვარ. შესაბამისად, სახლში ჯდომა და სხვისთვის რაღაცების გადაბარება არ მიყვარს. მე ამ ბიზნესის პულსზე მიდევს ხელი. საკმაოდ ხანგრძლივი, რთული და შრომატევადი საქმე იყო.

- ქართველმა მომხმარებელმა როგორ მიიღო ნოვაცია?
- ძალიან კარგად. რაინდობა ქართველების ხასიათშია. ამ ეპოქის მიმართ რომანტიკულ დამოკიდებულებას არ აქვს ეროვნება, შესაბამისად, საკმაოდ ბევრი სტუმარი გვყავს.

- მკაცრი ხართ თანამშრომლებთან?
- საკმაოდ, რადგან ჩემთვის ხარისხი მნიშვნელოვანია. ადამიანი ჩვენი გუნდის წევრი რომ გახდეს, უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა, იყოს თვითკრიტიკული, კვალიფიკაციის ამაღლებაზე ორიენტირებული. მე თვითონ საკმაოდ კრიტიკული ვარ და პირდაპირიც, არ მიყვარს ბიუროკრატიული მიდგომა. ბევრი ვერ უძლებს ასეთ რეჟიმს, ამიტომ ხშირად ხდება თანამშრომლების როტაცია და მკაცრი გაცხრილვა. საუკეთესოები რჩებიან. რასაც აკეთებ, საუკეთესოდ უნდა გააკეთო.

- მანამდე თუ გქონდათ ბიზნესგამოცდილება?
- მანამდე რამდენიმე ბიზნესი მქონდა. განათლებით ფინანსისტი ვარ, მაქვს რუსული განათლება. გარკვეული პერიოდის განმავლობაში რუსეთში ვცხოვრობდი და იქ მქონდა საკუთარი ბიზნესი. 90-იანი წლების ბოლოს დავიწყე ბანკში რიგითი თანამშრომლის პოზიციიდან და 3 წელიწადში ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსი გავხდი. შემდეგ გადავწყვიტე, საკუთარი ბიზნესი წამომეწყო. საერთოდ, 90-იანმა წლებმა დიდი როლი ითამაშა ჩემი ხასიათის ფორმირებასა და გაძლიერებაში. პირველი, მცირე ბიზნესის მცდელობა 16 წლის ასაკში მქონდა, მაშინ თან ვსწავლობდი. ვიქირავე ორი მაცივარი - ერთი „კოკა-კოლასთვის“, ერთი ნაყინისთვის და ერთ-ერთ დაწესებულებასთან დავდგი... შესაბამისად, ძალიან ბევრი საფეხური  მაქვს გავლილი.

- საუბარში ბრძანეთ, საკუთარ რესტორანში ერთი ფოტოც არ გადამიღიაო. როგორც ჩანს, ჩაკეტილი ადამიანი ხართ, არადა თქვენი ბიზნესი სწორედ ბევრ ხალხთან ურთიერთობას უკავშირდება.
- მე ვიტყოდი, ზომიერად ჩაკეტილი. ხალხთან ურთიერთობას რაც შეეხება, ამისთვის არის მენეჯერების გუნდი, რომელიც ამ ნიშას ავსებს.

- საკუთარ რესტორანში მოლხენა არ გიყვართ?
- ნაკლებად, მოლხენას ვერ ვახერხებ, მაინც მუშაობას ვაგრძელებ, ყველაფრის შეფასებას და კრიტიკული მზერით ყურებას. საქმიანობიდან გამომდინარე, თავისუფალი დრო იშვიათად მაქვს. ასეთ პერიოდში კი ოჯახთან ყოფნა ან კითხვა მიყვარს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?