X

მედიპოლ-მეგა თქვენი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის სამსახურში!

ბიზნესმენი
04.10.2016 22:00
15060

 „ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლეა!“ - ამბობს თურქეთში, ქალაქ სტამბულში არსებული ყველაზე მრავალპროფილური მედიპოლ-მეგას საუნივერსიტეტო საავადმყოფოთა ქსელის დირექტორი ოზერ ქოჯა, რომელიც დღეს Funtime-ს სტუმარია.


- როგორ გაჩნდა საავადმყოფოს დაარსების იდეა?
- თურქეთის ჯანდაცვის სისტემაში არსებული სერიოზული პრობლემების გამო, მე და ჩემმა უფროსმა ძმამ გადავწყვიტეთ, ქალაქ სტამბულში დაგვეარსებინა ისეთი სამედიცინო ცენტრი, სადაც შესაძლებელი იქნებოდა პაციენტების უნიკალური და უნივერსალური მეთოდებით მკურნალობა. ამ მიზნის განხორციელება არ გაგვჭირვებია, რადგან „მედიპოლის“ შტატი პროფესიონალი ექიმებითა და სასწავლო-კვლევითი საქმიანობის დიდი გამოცდილების მქონე სპეციალისტებით დაკომპლექტდა. ჩვენი საავადმყოფოს სლოგანია: „აქ სიცოცხლეა“, შესაბამისად, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლეა.

- რამდენი წელია, მედიპოლი არსებობს და რამდენი ფილიალის მფლობელია?
- მედიპოლის კომპლექსში არსებული პირველი დაწესებულება 1997 წელს შეიქმნა, 2001 წელს შეიქმნა მედიპოლის საავადმყოფო, 2009 წელს დაარსდა მედიპოლის უნივერსიტეტი და უკვე 2012 წელს მედიპოლი ყველაზე დიდი, მედიპოლ-მეგას საუნივერსიტეტო საავადმყოფოთა ქსელის სახით მოგვევლინა. მედიპოლ-მეგას საუნივერსიტეტო საავადმყოფოთა ქსელი 7 ფილიალს აერთიანებს და თურქეთის მასშტაბით ყველაზე ფართო პროფილის კომპლექსია.


- რითია გამორჩეული თქვენი საავადმყოფო სხვა თურქული კლინიკებისგან?

- როგორც მოგახსენეთ, მედიპოლ-მეგას საუნივერსიტეტო ქსელი თურქეთის მასშტაბით ყველაზე ფართო პროფილის კომპლექსია, რომელიც აერთიანებს 4 დიდ საავადმყოფოს: ზოგადი პროფილის ცენტრალურ საავადმყოფოს, ონკოლოგიურ საავადმყოფოს, გულ-სისხლძარღვთა ქირურგიულ საავადმყოფოსა და ყბა-სახის ქირურგიულ საავადმყოფოს.
მედიპოლ-მეგას საუნივერსიტეტო საავადმყოფოთა ქსელში შემდეგი სახის სამედიცინო მიმართულებები არსებობს: ონკოლოგიური ქირურგია, სამედიცინო ონკოლოგია, რადიაციული ონკოლოგია, ბირთვული მედიცინა, ალგოლოგია (ტკივილგაყუჩება), პედიატრიული და ზრდასრულთა ჰემატოლოგია, ონკოლოგია,
პედიატრიული და ზრდასრულთა ორგანოთა ტრანსპლანტაცია.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია,  ჩვენ გვყავს პროფესიონალი და გამოცდილი სამედიცინო პერსონალი,რომელსაც პაციენტისთვის აბსოლუტურად ყველა სახის სამედიცინო დახმარების აღმოჩენა შეუძლია. განსაკუთრებით ფართო სპექტრითაა უზრუნველყოფილი ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა - სხვადასხვა სახის ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო გეგმა მაღალკვალიფიკაციურად და ინდივიდუალურად შეირჩევა.
მედიპოლის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში ყველა სახის ინფრასტრუქტურა არსებობს იმისთვის, რომ ონკოლოგიურ პაციენტს მკურნალობის პერიოდში ფსიქოლოგიური პრობლემები არ შეექმნას და მკურნალობის პროცესმა ყოველგვარი დამატებითი სტრესის გარეშე ჩაიაროს.

- რა ტექნოლოგიებია მედიპოლში?
- მედიპოლ-მეგას საავადმყოფოთა კომპლექსში, დიაგნოზის დასმის, მკურნალობის, პაციენტების მეთვალყურეობისა და პაციენტის უსაფრთხოებისთვის განკუთვნილი სამედიცინო აპარატები საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებული და აღიარებული ბრენდების ყველაზე მოწინავე მოდელებია. რამდენიმე მათგანის ჩამოთვლაც კი ნათელ სურათს იძლევა საავადმყოფოში არსებული ტექნოლოგიების შესახებ: 3 ტესლა მაგნიტური რეზონანსი, 256-განზომილებიანი კომპიუტერული ტომოგრაფია, კიბერ დანა Cyber Knife, გამა დანა Gamma Knife, ტრილოგი Trilogy,  ინტრაოპერატიული MRI, პეტი Pet/CT, Spect/CT და უამრავი სხვა ჭკვიანი ტექნოლოგია.

- რატომ უნდა აირჩიოს პაციენტმა მედიპოლის კლინიკა?
- იმიტომ, რომ მედიპოლის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში არის ულტრათანამედროვე დანადგარებისა და პროფესიონალი სამეცნიერო კადრების ერთობლიობა, რაც, ბუნებრივია, არის უმაღლესი ხარისხის მკურნალობის გარანტია.

- გვესაუბრეთ მედიპოლისა და საქართველოს ურთიერთობებზე, რა პროექტებს ახორციელებთ ერთობლივად?
- ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მედიპოლში პაციენტები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოდიან და მათი უმრავლესობა სამშობლოში გამოჯანმრთელებული ბრუნდება. აქტიურად ვთანამშრომლობთ ქართველ ექიმებთანაც, იმ გაგებით, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ქართველ პაციენტებს  ერთობლივად ვაკონტროლებთ. მაგალითად, თუ ონკოლოგიურ პაციენტს ჩვენთან მკურნალობის გარკვეული ეტაპის შემდეგ არ აქვს ადგილზე ქიმიოთერაპიის ჩატარების საშუალება, მკურნალი ექიმი მას მკურნალობის გეგმას უწერს და ამის შემდეგ პაციენტი ამ გეგმის მიხედვით, საქართველოში აგრძელებს მკურნალობას, ამ შემთხვევაში - ქიმიოთერაპიას, რა თქმა უნდა, მკურნალი ექიმის მეთვალყურეობით. ეს მიდგომა, პაციენტს ზოგავს ფინანსურად და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ არ ვართ ფინანსურ მოგებაზე ორიენტირებულები. 
თბილისში წარმატებით ფუნქციონირებს მედიპოლის წარმომადგენლობა. იქ მომუშავე პერსონალი ქართველ პაციენტებს ეხმარება, საავადმყოფოში ჩამოსვლის გარეშე იქონიონ ჩვენთან პირდაპირი კონტაქტი - ხდება პაციენტების მონაცემებისა და სამედიცინო დოკუმენტაციის გადმოგზავნა, ჩვენთან ამ დოკუმენტაციას განიხილავს შესაბამისი პროფილის ექიმი და ამის შემდეგ ჩვენი მხრიდან პაციენტს გაეწევა დისტანციური კონსულტაცია. მხოლოდ ამის შემდეგ, მოემგზავრება პაციენტი სამკურნალოდ მედიპოლში, რა თქმა უნდა, თუ ექიმი ამის საჭიროებას ხედავს. საქართველოდან ჩამოსული პაციენტებისთვის სპეციალურად შევიმუშავეთ დაბალი ფასები, რათა ქართველებმა ჩვენთან მკურნალობა, რაც შეიძლება ხელმისაწვდომ ფასად შეძლონ.
იმედი მაქვს, საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება და კიდევ უფრო მეტ სასარგებლო პროექტს განვახორციელებთ ერთობლივი მუშაობით.

ავტორი: ნათია ვასაძე