თემურ ქავთარაძე: მამაჩემი გენერალი იყო და საკმაოდ მკაცრად მზრდიდა

ბიზნესმენი

15 სექტემბერი 14:00, 2015 წელი

დიღომში მდებარე გასართობ კომპლექს „ასტრა პარკს“ უკვე ერთი წელია, თემურ ქავთარაძე ხელმძღვანელობს. „არადირექტორული“, გაწონასწორებული და მეგობრული გენდირექტორი ბიზნესში თავდაცვის სამინისტროდან გადმოვიდა.


ამბობს, რომ თავდაცვაში მიღებული გამოცდილება ძალიან ეხმარება ადამიანების ამოცნობასა და გადაწყვეტილების სწრაფად 
მიღებაში, რაც ბიზნესში უმთავრესია:
- 15 წლის განმავლობაში ვმუშაობდი თავდაცვის უწყებაში, თანაც საკმაოდ მაღალ თანამდებობებზე. 2006 წელს შემცირებაში მოვყევი. მოგეხსენებათ, როგორი იყო მაშინ პოლიტიკური ვითარება... შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში კომპანია „ფილიპ მორისის“ უსაფრთხოების სამსახურში ვიყავი, რამაც ასევე დიდი გამოცდილება მომცა. რაც შეეხება „ასტრა პარკს“, დამფუძნებელია ამერიკული კომპანია, რომლის მეპატრონესთან დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს და სწორედ მისი ხელშეწყობით მოვედი შარშან ამ პოსტზე. მიუხედავად ჩემი მდიდარი გამოცდილებისა, ძალიან ბევრი რამის სწავლა მომიწია, ბევრ სირთულესთან გამკლავება. ნელ-ნელა გავერკვიე ყველაფერში, პრაქტიკულად ნულიდან შევისწავლე ყველაფერი.


ესე იგი, ძალოვანი სტრუქტურებიდან მოგიწიათ წამოსვლა...
- დიახ, ამჟამად პენსიონერი ვარ, თუმცა იმ სპეციფიკურ სამუშაოზე მიღებული გამოცდილება ხშირ შემთხვევაში მეხმარება. თავდაცვაში 1992 წლიდან ვმსახურობდი. გახსოვთ, ალბათ, რა ვითარება იყო ქვეყანაში. კარიერის მხრივ დიდი არჩევანი არც ყოფილა, ჩემი ასაკის ადამიანები საკმაოდ რთული არჩევანის წინაშე დავდექით. პროფესიით რადიოფიზიკოსი ვარ, მაგრამ ვის სჭირდებოდა მაშინ რადიოფიზიკოსები? „უამრავი“ შემოთავაზება მქონდა (იცინის). არც მიმუშავია რადიოფიზიკოსად და არც მწყდება გული. ორი წელი კათედრაზე მომიწია მუშაობა, სტუდენტთა დასაქმების პროგრამით. სწორედ მაშინ ინერგებოდა კომპიუტერული ტექნიკა, გამომთვლელები... „აიბიემი“ დიდ ფუფუნებად მიიჩნეოდა. 


- ომშიც იყავით?
- აქტიურ საბრძოლო მოქმედებებში არ მიმიღია მონაწილეობა. საკმაოდ დიდხანს გამიგრძელდა სტუდენტობის პერიოდი, სწავლა 30 წლის ასაკში დავასრულე. 


- საუბარში ახსენეთ, რომ სამხედრო სამსახური თქვენი ოჯახური ტრადიცია იყო.
- დიახ, ასეა. მამაჩემი გენერალი იყო და საკმაოდ მკაცრად მზრდიდა. ვერ ვიტყვი, რომ ოჯახში ყაზარმული რეჟიმი გვქონდა, მაგრამ დისციპლინასა და წესრიგს ბავშვობიდან მივეჩვიე. თუმცა მე არ ვარ ისეთი მკაცრი, როგორიც მამა იყო.


- გადაწყვეტილებებს ყოველთვის ცივი გონებით იღებთ ხოლმე?
- ყოველ შემთხვევაში - ვცდილობ. ამ სფეროში აუცილებელია გადაწყვეტილების სწრაფად მიღებისა და ცივი გონებით აზროვნების უნარი. არ მახსოვს, რამე ისეთი გადაწყვეტილება მიმეღო, რომ მერე მწარედ მენანა...


- „ასტრა პარკზე“ მოგვიყევით...
- „ასტრა პარკი“ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დაწესებულებაა ამ სფეროში. ბაზარზე, ფაქტობრივად, მთავარი მოთამაშეები ვართ. იაფი სიამოვნება ნამდვილად არ არის, თუმცა ქართველებს კარტინგები უყვართ და მაინც აქტიურად დადიან. გარდა კარტინგისა, ჩვენ გვაქვს ვიდეოთამაშები, ბილიარდი, თანამედროვე და ძალიან საინტერესო ტირი, 7დ კინოთეატრი, სამაგიდო ჩოგბურთი, პატარებისთვის საბავშვო ოთახი, აგრეთვე, კვების ობიექტები.
ბევრი ცნობილი ავტომრბოლელის კარიერა სწორედ კარტინგით დაიწყო - მათ შორის, მიხაელ შუმახერისა და ფერნანდო ალონსოსი. ასე რომ, შეიძლება ითქვას, კარტინგი ერთ-ერთი გზაა დიდი ავტოსპორტისკენ. 


- თქვენ როგორი მძღოლი ხართ? გიყვართ კარტინგი?
- მიყვარს და თვის შედეგებით ჩვენი რეიტინგების საუკეთესო ოცეულშიც შევსულვარ. ჩემი გოგონა 15 წლისაა და უკვე საკმაოდ კარგი პილოტია. ავტოსპორტი ჩემი სერიოზული გატაცება იყო ყოველთვის - სხვათა შორის, საბჭოთა კავშირის დროიდან, როცა რუსთავის ავტოდრომზე „ჟიგულებითა“ და „ვოლგებით“ სერიოზული რბოლები ეწყობოდა ხოლმე.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?