ვახტანგ ფხაკაძე: ვიდრე „ლუტეციას“ დავაფუძნებდი, გრძელი და რთული გზა გავიარე

ბიზნესმენი

6 ოქტომბერი 14:00, 2015 წელი

დღეს მას პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი „ლუტეცია“ აქვს, ასევე, საქართველოში „ივ როშეს“, „მაკის“, „კალცედონიასა“ და „ინტიმისიმის“ დამფუძნებელია, თუმცა იყო დრო, როცა წინაღობების გამო ყველაფრისთვის თავის დანებებაზეც კი უფიქრია... 

- ვიდრე „ლუტეციას“ დავაფუძნებდი, გრძელი და რთული გზა გავიარე. ჯერ კიდევ უხსოვარ დროში, როდესაც უნივერსიტეტი დავამთავრე და ე.წ. „პერესტროიკა“ დაიწყო, მე და ჩემმა მეგობრებმა, რომლებშიც ძალიან გამიმართლა, გადავწყვიტეთ, საკუთარი ბიზნესი გვქონოდა. გვინდოდა, დამოუკიდებლები ვყოფილიყავით და ქვეყნისთვის სასიკეთო საქმე გვეკეთებინა. ჩემი ერთ-ერთი მეგობარი 90-იანებში შტატებში გადასახლდა, შემდეგ საცხოვრებლად საფრანგეთში გადავიდა. სწორედ მისი იდეა იყო, აქცენტი პარფიუმერიასა და კოსმეტიკაზე გაგვეკეთებინა.


- მანამდე რა იყო?
- მანამდე იყო ბევრი სირთულე, დაცემა და წამოდგომა. იმედგაცრუებაც კი... იმასაც ვფიქრობდით, რომ ამ ქვეყანაში არაფერი გამოგვივიდოდა და თავი დაგვენებებინა. მოხდა ისე, რომ 1994 წელს საფრანგეთში გადავსახლდი და 4 წელი იქ ვცხოვრობდი. რა ბიზნესი უნდა გამეკეთებინა საფრანგეთში, თუ არა პარფიუმერიის? მართალია, საქართველოში ბაზარი პატარაა, მაგრამ ბევრს ვეცადეთ, სიჯიუტით გავიტანეთ და ლელო დავდეთ.


- პროფესია?
- პროფესიით გახლავართ მათემატიკოსი, ფუნქციათა თეორიის სპეციალისტი ვარ. ჩემს მშობლებს, ბებია-ბაბუას სურდათ, „დოხტური“ გამოვსულიყავი და თეთრი ხალათი მცმოდა... ბებია ექიმი იყო, მაგრამ მივხვდი, რომ ექიმობა ჩემი საქმე არ იყო. როცა ექიმი ხარ, უფრო ძლიერი უნდა იყო, რათა ამდენი პაციენტის უარყოფითი ენერგია მიიღო თავზე და გაფილტრო. შემდეგ რუსულ ჯარში ვმსახურობდი, არხის მშენებლობაზე. სწორედ იმ დროს, როცა ნიჩბით არხს ვთხრიდი და სიმწრის ცრემლები მომდიოდა, მივხვდი, რომ სწავლა უნდა გამეგრძელებინა და ყალთაბანდური ცხოვრებით არ მეცხოვრა. არადა, მქონდა მიდრეკილებები - ძალიან მიყვარდა სილაღე, უდარდელობა, თავისუფლება, მაგრამ საკმაოდ ადრე მომიხდა საკუთარ თავზე ოჯახური მოვალეობების აღება. მათემატიკოსობას რაც შეეხება, პეტერბურგში ვსწავლობდი, ერთხელ ჩემი ერთ-ერთი პედაგოგი თბილისში ჩამოვიდა. მის დახეული პიჯაკს და სანდლებს რომ შევხედე, მაინცდამაინც აღარ მომინდა მათემატიკოსობა.


- საუბარში ახსენეთ, რომ თქვენი პირველი ბიზნესი პლასტმასის წარმოება იყო...
- დიახ, ასეა. ჩემს მეგობრებთან ერთად, რომლებსაც, დაახლოებით, ასეთივე ცხოვრება ჰქონდათ გამოვლილი და საკმაოდ ბევრი რამ ნანახი, 1988 წელს პირველი კოოპერატივი ჩამოვაყალიბე. უამრავი იდეა გვქონდა. მაშინ ისეთი დრო იყო, უბრალო ქვა რომ გეპოვა ქუჩაში და შეგეღება, კარგ ფასად გაყიდდი. ფაქტობრივად, დეფიციტური იყო ყველაფერი. საცვლები, ფეხსაცმელი, ფეხსაცმლის საცხი, პური და კარაქი ერთ დახლზე ერთად ეწყო და იყიდებოდა. წლები გადიოდა და მოგებაზე, ფულის შოვნაზე ვერ ვფიქრობდით. ძალიან ბევრი შეზღუდვა გვქონდა, თუნდაც ფიქსირებული ფასები. მოკლედ, ბევრი რამ ვცადეთ, სანამ ჯერ „ფრანგული სუნამოს სახლს“ და შემდეგ „ლუტეციას“ დავაფუძნებდით. მაგალითად, მანამდე 100 000 დოლარი ჩავდეთ საქმეში და 40 000 დოლარის ამოღება ძლივს მოხერხდა. „ლუტეცია“ 2000 დოლარით დავიწყეთ. 200 000 დოლარამდე ავედით და რუსეთში ისეთი რამ დაგვემართა... 1991 წელს მოსკოვში ჩავფრინდი, დავბინავდი სასტუმროში. ორი ტენტიანი მანქანით მინუს 35 გრადუს ყინვაში 160 000 ფლაკონი ჩამოვტვირთეთ. მანამდე ჩვენ თვითონ ვაწარმოებდით და ვაფასოებდით ოთხი დასახელების სუნამოს. მოკლედ ეს სუნამოები შევიტანეთ და დავასაწყობეთ სარდაფში, სადაც ცენტრალური თერმული გაყვანილობები გადიოდა და პლუს 35 გრადუსი ტემპერატურა იყო! ღამე მირეკავს დაცვა, ბატონო, სარდაფში ბათქაბუთქის ხმები ისმისო. ტემპერატურული რეჟიმის გამო ფლაკონები დასკდა და დიდი ზარალი ვნახეთ...   


- გამორჩეულად გიყვართ რომელიმე ბრენდი?
- არა... როგორ შეიძლება, შვილები განასხვავო? ყველა ბრენდი ერთნაირად მიყვარს. უბრალოდ, შეიძლება, რომელიმე შვილი უფრო გეიმედებოდეს და რომელიმეს ხელი უფრო წაახმარო.


- თქვენი იმერული ხასიათი გეხმარებათ ამ სფეროში?
- ძალიან მეხმარება, იმერული ხასიათი არის მოქნილი, კაცთმოყვარე, თავაზიანი, თბილი და ადამიანებზე მორგებული. მართალია, ბევრი ანეკდოტი დადის იმერლებზე, მაგრამ რეალურად ამ კუთხის თვისებები ძალიან დამეხმარა რაღაცების მიღწევაში. თუ შეგიძლია, სხვისი თვალით შეხედო სამყაროს, ეს კარგია. 


- მეუღლეს ხშირად ანებივრებთ საჩუქრებით?
- ზომიერად. თუ გგონიათ, ჩემი მეუღლე ყოველდღე შედის მაღაზიაში და რასაც ხელს დაადებს და მოუნდება, ყველაფერს იღებს, ძალიან ცდებით.  ჩემი მეუღლე, მეგობრები და მეც კი ისე ვყიდულობთ პროდუქციას, როგორც ჩვეულებრივი მომხმარებელი. ეს ბიზნესია და ბიზნესს პატივი უნდა სცე.
თუმცა, როცა საჭიროა, ვჩუქნი ხოლმე. ჩემი და მისი გემოვნება, ძირითადად, ერთმანეთს ემთხვევა. ჩვენს ერთად ყოფნაში ამანაც დიდი როლი ითამაშა - გარდა იმისა, რომ თავისი სილამაზითა და ჭკუით მომხიბლა, ბევრი საერთო ინტერესიც გვაქვს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?