„ასპრიას“ დამფუძნებელი ლევან ქაჯაია - ბიზნესმენი გერმანული ხასიათით

ბიზნესმენი

17 ნოემბერი 10:00, 2015 წელი

მართალია, ქართველებს ქეიფი ყველაფერს გვირჩევნია, მაგრამ ბოლო წლებში მაინც შეიმჩნევა ფიტნესისა და ფიზიკური აქტივობის მიმართ ინტერესის ზრდა. დღეს თბილისში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ფიტნესცენტრების ქსელს „ასპრია ფიტნესს“, რომელიც მომხმარებელს დროში შეუზღუდავ ხელმისაწვდომ მომსახურებას სთავაზობს, ლევან ქაჯაია ხელმძღვანელობს. 


- როგორი ვითარებაა დღეს, აინტერესებთ ქართველების ჯანმრთელი ცხოვრების წესი?
- მიუხედავად იმისა, რომ სამი წლის წინანდელთან შედარებით დღეს ამ მხრივ უკეთესი მდგომარეობაა, ევროპის ქვეყნებს მაინც სერიოზულად ჩამოვრჩებით. იქ მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი მისდევს აქტიურ სპორტს და, შესაბამისად, უფრო მეტად აღელვებს საკუთარი ჯანმრთელობა. „ასპრიამ“ შექმნა ტრენდი საქართველოში და სწორედ ეს პერიოდი დაემთხვა ფიზიკური აქტივობის მიმართ ინტერესის ზრდას. ჩვენ მომხმარებელს ევროპის უახლეს ტენდენციებს, ორიგინალურ სერვისებსა და ლიბერალური ფასებს ვთავაზოთ. 


- დარბაზში ქალები ჭარბობენ თუ მამაკაცები?
- მამაკაცები ბევრად ჭარბობენ, სადღაც 70/30. თუმცა ქალბატონები ბოლო პერიოდში ინტენსიურად ცდილობენ, თავს მოუარონ. „ასპრიას“ ქალებისთვის აქვს ძალიან საინტერესო აერობიკა, სპინინგი, უახლესი ტრენდული მიმართულებები.


- ძირითადად, რა ასაკის ხალხი დადის სავარჯიშოდ?
- 18-35 წლამდე მამაკაცები, თუმცა 75 წლის მამაკაცები და ქალბატონებიც კი მოდიან, რაც ძალიან მისასალმებელია.


- როგორ გაჩნდა ამ ცენტრის დაარსების იდეა?
- დამფუძნებლები ვართ ორი ქართველი და ორი გერმანელი. 11 წელი ბერლინში ვცხოვრობდი, სადაც მსგავსი ტიპის დარბაზში ინტენსიურად დავდიოდი და სწორედ ასე გჩნდა იდეა, დაგვეფუძნებინა ფიტნესცენტრების ქსელი. სამწუხაროდ, ჯანსაღი ცხოვრების წესი ჩვენთან ხალხს, ევროპის ქვეყნებთან შედარებით, უფრო ნაკლებად აღელვებს, რაშიც ალბათ ჩენი უგემრიელესი სამზარეულოც დიდ როლს თამაშობს. რა თქმა უნდა, ეკონომიკური მდგომარეობაც მნიშვნელოვანი ფაქტორია. დასაწყისში ჩვენს წამოწყებას არაერთი სკეპტიკოსი ჰყავდა, მაგრამ ალბათ არსებითია, გამოწვევებს არ შევუშინდეთ და საკუთარი იდეის, მისი წარმატების გვჯეროდეს. მე მაქვს სხვა ბიზნესებიც. 


 - გერმანიაში რატომ წახვედით?
- განათლების მისაღებად, გერმანიაში იურიდიული განათლება მივიღე, ბავშვობიდან მხიბლავდა გერმანული ხასიათი და ცხოვრების წესი, მოწესრიგებულობა, პუნქტუალურობა, შრომისმოყვარეობა. საქართველოში დავამთავრე ბიზნესის ადმინისტრირება, დამთავრებისტანავე მქონდა იმ დროისთვის საკმაოდ კარგად ანაზღაურებადი პოზიცია, თუმცა მაინც გადავწყვიტე გერმანიაში წასვლა. რომ არა გერმანია, ალბათ, „ასპრიასაც“ არ დავაფუძნებდი. იქ ყოფნის პერიოდში გამომუშავებული უარები ძალიან დამეხმარა ბიზნესსაქმიანობაში, რომელიც კოლოსალურ ენერგიას მოითხოვს. 11 წელი ვცხოვრობდი, ვსწავლობდი და ვმუშაობდი ბერლინში. საოცრად საინტერესოდ მახსენდება ის პერიოდი. მყავს უამრავი მეგობარი, რომლებიც აქაც ჩამოდიან, წარმოიდგინეთ, ქართულიც ისწავლეს და საქართველოს ისტორიიდან რაღაც მომენტებიც იციან (იცინის). 


- გქონიათ მომენტი, როცა ხელის ჩაქნევა და ყველაფრისთვის თავის დანებება გიფიქრიათ?
- უფრო არა. ვცდილობ, გამოწვევებს არ გავექცე. გერმანიაში კრივით ვიყავი დაკავებული და სტუდენტური ჩემპიონატიც მოვიგე. ქართული მენტალიტეტი მაინც სხვა არის, საკმაოდ ფიცხი ვარ და ზოგჯერ მიჭირს ქართული ხასიათის გერმანულად კონტროლი. სპორტი კი, ამ მხრივ, განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა.


 






დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?