„გვინდა, „სვეტის ქალაქი“ ყველაზე სახალხო პროექტი იყოს საქართველოში“

ბიზნესმენი

29 დეკემბერი 10:00, 2015 წელი

სამშენებლო კომპანია „სვეტი“ მცირე ხნის წინ დაფუძნდა, თუმცა რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი უკვე განახორციელა, რომელიც მომხმარებელმა მიიღო და მოიწონა. კომპანიის ფინანსური დირექტორის თორნიკე ჯანელიძის თქმით, „სვეტს“ აქვს ამბიცია, ინოვაციური სიტყვა თქვას ქართულ დეველოპერულ სივრცეში.

თორნიკე ჯანელიძე:
- კომპანია „სვეტი“ 2015 წლის იანვარში დაარსდა. იმავე თვეში ჩაეყარა საფუძველი კომპანიის პირველ  პროექტს „წერეთლის 27“-ს. მობინადრეები 9 წლის მანძილზე ელოდნენ სხვა კომპანიის მიერ დაპირებული მშენებლობის დაწყებას, თუმცა სიცრუის მსხვერპლნი აღმოჩნდნენ. ჩვენ გავაფორმეთ მათთან ხელშეკრულება იანვრის თვეში და უკვე კორპუსის მე-6 სართულის მოწყობის სამუშაოებს ვაწარმოებთ. ამ ხნის მანძილზე გატანჯულ მობინადრეებს კი შევასახლებთ 2017 წლის იანვარში. დღესდღეობით „სვეტი“ აერთიანებს 5 მიმდინარე პროექტს. ამათგან ყველაზე მასშტაბურია „სვეტის ქალაქი“ ნაძალადევის რაიონში. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში შევძელით შეგვეთავაზებინა  უპრეცედენტოდ კარგი პირობა ქართული სამშენებლო ბაზრისათვის, რაც გულისხმობს ბინების შეძენას 7-წლიანი შიდა უპროცენტო განვადებით. მთლიანობაში შემოქმედებითმა გუნდმა შეძლო, კარგად მიეწოდებინა ზემოთ ხსენებული პირობა მომხმარებლისათვის. ყოველდღიურად ვმუშაობთ ინფორმაციის სწორად მიწოდებაზე, რადგან ხშირ შემთხვევაში კომპანიების მიერ შეთავაზებული პირობები არ ასახავს რეალობას. ჩვენს შემთხვევაში კი ეს საკითხი სხვაგვარადაა. სოციალურ ქსელში, სადაც მიმდინარეობს „სვეტის“ აქტივობები, ხშირად ისმის კითხვა: რეალურია შემოთავაზა? შემიძლია ბინა ვიყიდო და 7 წლის მანძილზე უპროცენტოდ ვიხადო თანხა? სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, რომ ახალი და სწორი ნაბიჯი გადავდგით ქართულ სამშენებლო ბაზარზე.
რაც შეეხება კომპანიის განვითარების გზას, ჩვენ არ ვართ ორიენტირებულნი მოკლევადიან პროექტებზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროპული მოდელის დანერგვა საქართველოში. ამიტომაც წამოვიწყეთ პროექტი „სვეტის ქალაქი“,  რომელიც მოიცავს 10 კორპუსს, 6000 კვ.მ. გამწვანებულ ტერიტორიას, სავაჭრო და ყველა საჭირო ობიექტს, 24 საათიანი დაცვით.
ვცდილობთ, დეველოპერული კომპანია „სვეტი“ კლიენტთათვის ასოცირდებოდეს ნდობასა და რეპუტაციასთან. გარდა ამისა, ჩვენ ვახორციელებთ სოციალურ აქტივობებს. ვთანამშრომლობთ სუხიშვილებთან. „სვეტი“ ქართული ნაციონალური ბალეტის ოფიციალური წარმდგენია. „ქართული ბრენდის დღის“ ღონისძიების ფარგლებში კომპანია გახდა „ახალი წარმატებული ბრენდი“ 2015 ტიტულის მფლობელი.

- თქვენი აზრით, რა არის ის სირთულეები და თავისებურებებირომლებიც კონკრეტულად ლოკალურ ქართულ ბაზარს ახასიათებს?
- ძირითადი სირთულეები ჩამოყალიბდა 2008 წლის მოვლენების შემდეგ, როდესაც მომხმარებელმა დაკარგა ნდობა დეველოპერული კომპანიების მიმართ. მეორე ძირითად სირთულედ საგარანტიო მომსახურების არქონას დავასახელებდი. კომპანიები ხშირ შემთხვევაში მომხმარებელსვერ სთავაზობენ გარანტიებს. ჩვენ შევთავაზეთ რამდენიმე სადაზღვევო კომპანიას კონკრეტული მოდელი, რა მოდელითაც ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია, ჩვენს მყიდველებს სადაზღვევო პოლისები გადაეცეთ, თუმცა ეს პროექტი ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია და  რთულად მიმდინარეობს. მიუხედავად ამისა, ჩვენ ყოველთვის ვეცდებით, შევინარჩუნოთ ინოვაციური პოზიცია ქართულ ბაზარზე, ახალი პრეცედენტების შექმნის გზით და ვიმუშავებთ სირთულეების დაძლევაზე.


- რამდენად ზრუნავს კომპანია ქალაქის იერსახეზე?
- როდესაც „სვეტის ქალაქის“ პროექტს ვიწყებდით, გვქონდა არსებული განაშენიანების რეგულირების გეგმა, რომელიც შეთანხებული იყო ქალაქის მერიასთან, თუმცა სამშენებლო კომპანია „სვეტმა“ საჭიროდ მიიჩნია გარკვეული ცვლილებების განხორციელება. შედეგად, განაშენიანების რეგულირების გეგმას დაემატა სკოლა, საბავშვო ბაღი, ფიტნეს ცენტრი და აუზი, 6000 კვ.მ სარეკრეაციო ზონა, 2 სპორტული მოედანი, მიწისქვეშა და მიწისზედა საპარკინგე ადგილები და ქსელური სავაჭრო ობიექტები. ასევე შეიცვალა კორპუსების დიზაინი, რითიც დავაფიქსირეთ პოზიცია, რომ ვზრუნავთ ქალაქის იერსახეზე და ვცდილობთ, ჩვენი პროექტები ინფრასტრუქტურულად გამართული იყოს.


- თქვენ თვითონ მკაცრი უფროსი ხართ?
- მოგეხსენებათ, ზომიერება ყველაფერში საჭიროა. ავტორიტარული მართვის მეთოდები ჩვენი პრიორიტეტი არ არის. გვირჩევნია, მენეჯერები იყვნენ ლიდერები და ზრუნავდნენ საკუთარი გუნდის ყოველდღიურ პროგრესზე. ვთვლით, რომ ვართ საერთო ოჯახის წევრები და ეს, როგორც მენეჯერს, ძალიან მახარებს. ყველანი ვემსახურებით კარგ საქმეს და სურვილი გვაქვს, „სვეტის ქალაქს“ დაერქვას ყველაზე სახალხო პროექტის სახელი საქართველოში. ჩვენს გუნდს გაცნობიერებული აქვს, რომ ამ საქმეს უზარმაზარი შრომა სჭირდება და ძალისხმევას არ ვიშურებთ ამისთვის.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?