ბაქარ ბაკურაძე: „იფქლის“ ისტორია 1993 წელს ერთი პატარა საცხობით დაიწყო

ბიზნესმენი

22 დეკემბერი 10:00, 2015 წელი

კომპანია დღეს 75 სხვადასხვა დასახელების პროდუქტს უშვებს და მისი ნაწარმი დიდსაც და პატარასაც ერთნაირად უყვარს. არასტაბილურ 90-იან წლებში „იფქლი“ შაქრო ბაკურაძემ დააფუძნა მცირე საწარმოს სახით, თუმცა წარმოება თანდათან გაფართოვდა და ქართულ ბაზარზე წამყვანი ადგილი დაიკავა. რადგანაც პური მთავარი საკვები პროდუქტია, მის ხარისხსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. დღეს კომპანიას ბაქარ ბაკურაძე ხელმძღვანელობს.


ბაქარ ბაკურაძე: 
- კომპანია „იფქლი“ 1993 წელს დაარსდა. მას შემდეგ მეც ამ გარემოში ვიზრდებოდი. 90-იანებში საქართველოს არცთუ ისე წარმატებული პერიოდი ჰქონდა და ყველაფერი ჭირდა. აი ზუსტად ამ პერიოდში დაიწყო „იფქლის“ ისტორია ერთი პატარა საცხობით, რომელშიც მამაჩემი, შაქრო ბაკურაძე, თავდაუზოგავად შრომობდა. ეს პირველ ეტაპზე ბიზნესი ნამდვილად არ იყო, თუმცა საქმის კარგად ცოდნამ, მუდმივად სიახლეების ძიებამ დღევანდელ დღემდე მოგვიყვანა, უკან კი გამოცდილებით სავსე 22 წელია ქართველი მომხმარებლის სამსახურში. რაც შეეხება უშუალოდ ჩემს აქტიურ ჩართულობას, კომპანიას 2005 წლიდან ვმართავ.


- ანუ აქ გაიზარდეთ, როგორც მსახიობების შვილები - კულისებში. რა ხდებოდა საქმის გარიჟრაჟზე?
- რთული იყო - წარმოიდგინეთ, ყველაფერი გაჩერებულია, ომის სიტუაციაა, პროდუქტი, ძირითადად, იმპორტით შემოდიოდა ქვეყანაში. რაც შეეხება პურის ბაზარს, გახსოვთ, ალბათ, ტალონები და პურის რიგები. ყველაფერი კუსტარული წესით მზადდებოდა, მოთხოვნა მიწოდებაზე მეტი იყო და რაც მზადდებოდა, ისიც უხარისხო. მოკლედ, მამამ გადაწყვიტა, ამ სექტორში მოესინჯა ძალა და ქართული საქმე ეკეთებინა. ხედვაც ჰქონდა და, ალბათ, ალღომაც უკარნახა, რომ თავი ბიზნესში ეცადა. სხვათა შორის, პირველად საკონდიტრო მიმართულებით დავიწყეთ და არა - პურპროდუქტებით. რამდენიმე წელიწადში გამოვაცხვეთ პირველი პური. ბატონი პურის წარმოება, რომელიც დღეს პირველია პოპულარობით, სწორედ ჩვენ დავიწყეთ. მას მერე გაფართოვდა წარმოება და დღეს 75 დასახელების პურპროდუქტსა და ფუნთუშეულს ვაწარმოებთ.


- პური მეპურემ უნდა გამოაცხოსო. ბიზნესგამოცდილება რამე კუთხით თუ ჰქონდა ბატონ შაქროს?
- ბიზნესგამოცდილებას რაც შეეხება, მანამდე კერძო საკუთრება და სამეწარმეო საქმიანობა ან კომერციული საერთოდ არ არსებობდა, მხედველობაში თუ არ მივიღებთ იატაკქვეშეთს. მამა პროფესიით ინჟინერ-მექანიკოსია და ამ პროფესიით მუშაობდა. წარმოების საწყის ეტაპზე ყველა რგოლის ფუნქციას თვითონ ასრულებდა - მცხობელიც იყო, ბუღალტერიც და ა.შ. თუმცა ნელ-ნელა განვვითარდით და პროფესიული კადრები დავასაქმეთ. რთული პირობები იყო, არ იყო ელექტროენერგია და დიზელგენერატორით გვიწევდა მუშაობა. კოლოსალური დანახარჯები, ხარისხიანი ნედლეულის დეფიციტი, ბიზნესის დატერორება. ეს ყველაფერი ადამიანის ნერვებზე გადადიოდა. მაგრამ მამა ძალიან ძლიერი, შრომისმოყვარე და მიზანდასახული ადამიანია და ამიტომ მოახერხა წინსვლა ამ სფეროში. ხშირად იყო პერიოდი, რომ ღამეებს ათენებდა სამსახურში, დღეები სახლში ვერ მოდიოდა. სხვაგვარად არ გამოვიდოდა, თუ გინდოდა, რომ თვისობრივად ახალი შეგექმნა რამე. სხვათა შორის, ამ მხრივ მამას ძალიან ვგავარ, მან მოახდინა გავლენა ჩემზე. 


ფაქტობრივად, პირდაპირ ცეცხლში შევარდით...
- კი, ასეა. უკანდასახევი გზა მოვიჭერით. ერთადერთი გამოსავალი წარმატების მიღწევა იყო.


- როგორი იყო თქვენი ბავშვობა?
- ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა სპორტი და ყველა სახეობაზე მივლია. სხვათა შორის, ბეისბოლზეც დავდიოდი, თუმცა მაშინ ერთიმეორეს მიყოლებით იხურებოდა სექციები პირობების არქონის გამო. მერე იურიდიულ ფაკულტეტზე ჩავაბარე და აღარ მქონდა დრო, რომ აქტიური სპორტით დავკავებულიყავი. სამაგიეროდ, ჩემი შვილი ოთხი წლის ასაკში შევიყვანე კარატეზე და მეც იმდენად მომენატრა ეს ყველაფერი, ახლა იქ ერთად დავდივართ. არასდროს მქონია მავნებლობის სურვილი, პირიქით, მინდოდა, მაქსიმალურად რამე კარგი გამეკეთებინა და ამაში, სხვათა შორის, სპორტიც დამეხმარა. ჩვენი კომპანიაც აქტიურად ეწევა ცხოვრების ჯანსაღი წესისა და სპორტის პოპულარიზაციას. 


- რა ნოვაციებია ამჟამად კომპანიაში?
- ეს არის თვისობრივად ახალი სიტყვა პურის წარმოებაში. ჩვენ დავნერგეთ ე.წ. „ხაშზე“ ცხობის ტექნოლოგია, რომელიც პურის ცხობის სრულ 6-საათიან ციკლს გულისხმობს. 90-იანებში ეს ტექნოლოგია დაიკარგა. ჩვენ გვინდა, პურს სრულყოფილი საგემოვნო თვისებები დავუბრუნოთ. ეს ნამდვილად საეტაპო, გარდამტეხი მომენტია ქართული პურის წარმოებაში. გარდა ამისა, გვაქვს უახლესი ლაბორატორია, სადაც ნედლეულის ხარისხის მკაცრად კონტროლდება. სწორედ ხარისხის ხარჯზე მოახერხა კომპანია „იფქლმა“, რომ ნდობა და აღიარება მოეპოვებინა. ჩვენ ჩვენს საქმეს გულით ვაკეთებთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?