„სიკეთის კაცი“ და „ძალა ერთობაშია“ – ქართული სათვისტომო კორონავირუსთან ომში

ჩვენ გვერდით

2 მაისი 22:00, 2020 წელი

შიგნიდან დანახული პანდემია – ქართველი ემიგრანტი თეა კუბლაშვილი,  რომელიც 12 წელია, ოჯახთან ერთად ესპანეთის  ქალაქ ბურგოსში ცხოვრობს,  კატასტროფული ეპიდემიის შესახებ თავის წერილში მოგვითხრობს, რომელიც ჩვენს რედაქციას გამოუგზავნა. ემიგრანტის წერილს უცვლელად გთავაზობთ.

„მინდა ერთი ზღაპარივით ამბავი მოგითხროთ. გაგიზიაროთ სიკეთის ისტორია, რომელიც ესპანეთში ამ ძნელბედობის ჟამს ქართველ ემიგრანტებს გადაგვხვდა თავს.


მარტის შუარიცხვებში ესპანეთში კორონა ვირუსის ინფექციის გამო რთული მდგომარეობა შეიქმნა,  გამოცხადდა ქვეყნის საგანგებო სანიტარული  მდგომარეობა  და ესპანეთი გადავიდა საგანგებო რეჟიმზე.  ცხოვრება გაჩერდა...დაცარიელებული   ქალაქები,  უკაცრიელი ქუჩები, ჩაკეტილი სახლები ,  ადამიანების ხმაურის გარეშე დარჩენილი სამყარო და შიში, უხილავი მკვლელის,  რომელიც  ასობით ადამიანის სიცოცხლეს იწირავდა დღეში. იცით რა არის განცდა, რომელიც ამ დროს ადამიანს აქვს? ეს არის პსუხისმგებლობა სხვისი სიცოცხლის მიმართ, გეშინია არ გახდე ვირუსის იარაღი სხვა ადამიანის სიცოცხლის განაჩენისთვის. დაიწყო ფსიქოლოგიური კრიზისი... კოლაფსირებული საავადმყოფოები და ატირებული მედპერსონალი, უკანასკნელ გზაზე ოჯახთან   დამშვიდობების  გარეშე დანომრილი მიცვალებულები....და პანიკა. 


დილით რეკავს ტელეფონი და მესმის: "გამარჯობათ, ილია ვარ, თქვენი ელჩი ესპანეთში და  თქვენთან თანამშრომლობა გვჭირდება. ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ ამ გაჭირვების დაძლევა".  ამ სიტყვებს  ისეთი მტკიცე და გადაწყვეტილი ტონით  მეუბნებოდა, რომ მივხვდი ჩვენ უკვე მოგებული გვქონდა ბრძოლა, რომელიც უნდა დაგვეწყო. უკვე ერთ საათში, მთელი ესპანეთის ტერიტორიაზე იყო კავშირი  ემიგრანტების  წარმომადგენლებთან.  ბატონმა ილია გიორგაძემ 24 საათიან რეჟიმში შექმნა ინტერნეტ ჯგუფი სახელწოდებით " ძალა ერთობაშია" და დავიწყეთ მუშაობა.  ეს იყო რთული და საპასუხისმგებლო დავალება, რომელიც საელჩოს  და  საკონსულოს  დახმარებით ყველას ერთად უნდა შეგვესრულებინა. ჯგუფში საპატივცემულო  როლი მიენიჭა ესპანეთში არსებული ქართული ეპარქიის მოძღვრებს,  მამა ლუკას, მამა პიროსს და მამა სერაფიონს.  ბარსელონას ქართული ტაძრის წინამძღოლმა არქიმანდრიტმა მამა ლუკამ სასწრაფო რეჟიმში შექმნა კრიზისის ჯგუფი და ყველა ერთად შევუდექით საქმის კეთებას.  საკონსულო მუშაობდა 24 საათიანი განრიგით,  ცხელი ხაზზე,   რომლის პროპაგანდა სოციალური ქსელით მოხდა, რეკავდა უამრავი ადამიანი, ლოკალიზებული იქნა გაჭირვებული ოჯახები, თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ქართველები, სტუდენტები, ტურისტები, ადამიანები რომლებიც საავადმყოფოებში იყვნენ მოთავსებული. ემიგრანტების ძალისხმევით გაღებულ შემოწირულობას,  კრიზისის ჯგუფი კოორდინაციას უწევდა საკვების, ჰიგიენის ნივთების და ფულადი  დახმარებების განაწილებას. საელჩო და საკონსულო სრულ სინქრონში მუშაობდა ქართულ დიასპორებთან. ბატონი ილია გიორგაძე პირადად ესაუბრებოდა თითეულ ემიგრანტს, მისი საუკეთესო და კოორდინირებული ინიციატივით  შესაძლებელი შეიქნა უამრავი სიკეთის გაკეთება. ჩვენი დიპლომატები მადრიდში თავად დადიოდნენ კარდაკარ და არიგებდნენ საკვებს და წამლებს ბავშვებისთვის  და ავადმყოფებისთვის. სოლიდარობის აქციის ფარგლებში ქართველი ემიგრანტები აკეთებდნენ დონაციას და მამაოების დაუღალავი შრომის შედეგად მიღწეული იქნა, რომ უამრავი უსახლკაროდ დარჩენილი ქართველი დაებინავებინათ ღირსეული პირობებით.  გვირეკავდა უამრავი ჩვენი თანამემამულე და გვთავაზობდა დახმარებას. აქ საქართველო გაცოცხლდა ხალხო....აქ სიკეთე და სიყვარულია, ხალხმა დაინახა, რომ მათ სამშობლოს ისინი უყვარს და სჭირდება. აქ თანადგომაა,  სულგრძელობაა, ქართული სული აღდგა.  ემიგრაცია ძალიან მგრძნობიარე საზოგადოებაა. ჩვენ,  ემიგრანტებს ძალიან გვიყვარს ჩვენი სამშობლო, წლების მანძილზე ემიგრაციამ საკუთარი ბეჭებით გაიტანა  ქვეყნის გასაჭირი, ჩვენ მუდამ ვიქნებით თქვენს გვერდით თანამემამულენო.  ბატონო მინსტრო,  ბატონო დავით, მინდა იცოდეთ, რომ ესპანეთში ამ ძნელბედობის დროს, ქართველი დიპლომატების შრომა  შეუფასებელია, ბატონი ილია გიორგაძეს კი ემიგრანტებმა სიკეთის კაცი დავარქვით.  მადლობა ხალხო, ძალიან კარგო ადამიანებო, ემიგრანტებო, ქართველო დიპლომატებო,  ჩვენო კეთილო ეკლესიის მოძღვრებო მამა ლუკა, მამა პიროს და მამა სერაფიონ. 


ქართველი ბაგრატიონების ღვაწლის შესახებ. უამრავი ადამინი მათი დამსახურებით აცილდა განსაცდელს და ქუჩაში ცხოვრებას. მათ კოლაბორაციას საელჩოსთან სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა. მადლობა მათ ამისთვის.


24 და 30 აპრილს შესრულდა სპეც რეისები, რომლითაც ჩვენი თანამემამულეები საქართველოში დაბრუნდნენ.  ასევე სამაგალითო იყო დაბრუნებისთვის  პრიორიტეტების შედგენის პროცესიც.  საელჩო და საკონსულო  დიდი სიფრთხილით და გაგებით მოეკიდა ამ საკითხს. შესაძლებლობების ფარგლებში, არაჩვეულებრივი თანმიმდევრობით მოხერხდა ადამიანებთან შეთანხმება და ავადმყოფები, ბავშვები, სტუდენტები და შეჭირვებული ოჯახები საქართველოში დააბრუნენ, მათ აეროპორტში თავად აცილებდა ჩვენი  " სიკეთის კაცი" ბატონი ილია გიორგაძე.


 ჩვენ ეხლა ძალიან გვიჭირს აქ, დაიკეტა სამსახურები, ქვეყანა უზარმაზარი ეკონომიკური კრიზისის პირას არის, გარდაიცვალა ადამიანები და განადგურდა ბევრი  ჩვენი ესპანელი მეგობრების ოჯახები....მაგრამ როგორც მამა ლუკა ამბობს: სადაც სიკეთეა, იქ არის ღმერთი, ჩვენთან არს ღმერთი!


 ჩემი თანამემამულე ემიგრანტების სახელით,  მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გულთან მიიტანა ადამიანების გაჭირვება. მადლობა ყველას თანადგომისთვის და სიკეთისთვის....ძალა ერთობაშია, მადლობა ილია გიორგაძეს“.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?