ახალი დიეტა - „კიბე“, რომლის დახმარებითაც 5 დღეში 8 კილომდე დაიკლებთ

დიეტა

6 აგვისტო 14:00, 2015 წელი

დღეს წარმოგიდგენთ გახდომის ახალ მეთოდს. მისი შემქმნელები გვპირდებიან, რომ ის ძალიან სასარგებლო და ეფექტურია. რაც მთავარია, რეზულტატს დიდი ხნით შეინარჩუნებთ და ჯანმრთელობის მდგომარეობასაც გაიუმჯობესებთ.


დიეტის ძირითადი არსი მარტივია - 5 დღე და 5-საფეხურიანი კიბე, რომელსაც  სასურველ ფიგურამდე მიჰყავხართ. ყოველი ახალი დღე - ახალი საფეხურისგან და დიეტის ახალი ეტაპისგან შედგება.
გადავხედოთ დიეტის ეტაპებს და თითოეულ საფეხურზე ერთად შევჩერდეთ:


1. გამწმენდი
პირველი ეტაპი, ალბათ, მარტივად მისახვედრია თქვენთვის - ამ დღეს თქვენი ორგანიზმი შლაკებისა და ტოქსინებისგან გასუფთავდება.
ეს ეტაპი საკმაოდ მნიშვნელოვანი და სასარგებლოა, ეცადეთ, მას მთელი სერიოზულობით მიუდგეთ!
ეს აუცილებლად გაგაძლიერებთ შემდეგი ეტაპების დასაძლევად და თქვენს ორგანიზმს გასახდომად მოამზადებს.
თუკი პირველივე ეტაპს სწორად და დარღვევების გარეშე ჩაათავებთ, დილით, გაღვიძებისთანავე დადექით  სასწორზე და არ გეგონოთ, რომ გეჩვენებათ ან სასწორი გატყუებთ - თქვენ უკვე ხართ 1-2 კილოგრამით ნაკლები.



2. აღმდგენი
მეორე ეტაპის მიზანია, აღადგინოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სწორი მუშაობა, რაც ძალიან  მნიშვნელოვანია როგორც ჯანმრთელობისთვის, ასევე სწორად გახდომისთვის.
ამ ეტაპზე შეგიძლიათ მიიღოთ რძის პროდუქტები, რასაც „გამწმენდი“ ეტაპის შემდეგ, თქვენი ორგანიზმი საუკეთესოდ აითვისებს.
გამომდინარე იქიდან, რომ თქვენი დღის რაციონი დაბალკალორიულია, თქვენ კიდევ 1-2 კილო გაქვთ მოკლებული. ისიამოვნეთ თქვენი განსაცვიფრებელი შედეგით და გადადგით ნაბიჯი შემდეგი საფეხურისკენ.



3. ენერგეტიკული
დიეტის ყველაზე გემრიელი და სასიამოვნო ეტაპი. ამ დღეს მოგიწევთ  ორგანიზმის ენერგიით შევსება, რომელიც თქვენმა ორგანიზმმა პირველ და მეორე ეტაპზე დახარჯა. ამ ეტაპზე თქვენი ორგანიზმი საკმაოდ გაღარიბებული, მშიერი და შაქარს მონატრებულია. ამიტომ,  მესამე საფეხურზე, სანამ თქვენი ორგანიზმი გაგინაწყენდებათ, გაახარეთ ის გლუკოზით, რომელიც განსაკუთრებით სასარგებლოა. ამ „ტკბილ“ დღეს თქვენ დაახლოებით 0,5-1 კილომდე დაიკლებთ.



4. სამშენებლო
მას ეს სახელი ტყუილად არ ჰქვია. მისი მიზანია, დაეხმაროს ორგანიზმს ცხიმოვანი უჯრედების დაწვაში ისე, რომ კუნთოვანი მასა არ დაზიანდეს. საკვებთან ერთად, ცილის აქტიური მიღება დაეხმარება თქვენს ორგანიზმს, შეასრულოს აუცილებელი სამშენებლო სამუშაოები, მაგრამ ამასთანავე, გახდომის პროცესი გრძელდება! სამშენებლო საფეხური დაგეხმარებათ, დაემშვიდობოთ ზედმეტ 700 გრამს.



5. ცხიმების დაწვა
აი, ბოლო საფეხურამდეც მივედით! დღეს თქვენ სასარგებლო ცელულოზა გელოდებათ (მცენარეული უჯრედისი, რომელიც შეუცვლელია საჭმლის ნორმალური მონელებისთვის).
ცელულოზა დაგეხმარებათ გახდომის პროცესის დასრულებაში. ის ორგანიზმში საკმაოდ ბევრ პროცესს აკონტროლებს და, რაც ყველაზე მთავარია, მას წყლის ათვისების უნიკალური უნარი აქვს (საკუთარ მოცულობაზე, დაახლოებით, 6-ჯერ მეტი), რის შედეგადაც კუჭში წარმოიქმნება პატარა ღრუბლის მსგავსი მასა, სწორედ ამიტომ, დიდი რაოდენობით უჯრედისის შემცველი პროდუქტები (ხილი, უმი ბოსტნეული, შვრია) უფრო სწრაფად იწვევს კუჭის შევსებისა და დანაყრების შეგრძნებას. დიეტის ბოლო, მეხუთე საფეხური დაგეხმარებათ ზედმეტი 1-1,5 კილოგრამის მოშორებაში.


დიეტა „კიბის“ მენიუ


1-ლი დღე, 1-ლი საფეხური - „გამწმენდი“
დღის მანძილზე აუცილებელია, მიიღოთ 1 კგ ვაშლი და დალიოთ, მინიმუმ, ერთ ლიტრი წყალი.
ასევე, მიიღეთ 6-8 ტაბლეტი აქტივირებული ნახშირი (თითო ტაბლეტი ორ საათში ერთხელ)



მე-2 დღე, მე-2 საფეხური - „აღმდგენი“

დღის მანძილზე აუცილებელია, მიიღოთ 1 ლიტრი კეფირი და, დაახლოებით, 600 გრამი დაბალცხიმიანი ხაჭო.
მეორე საფეხურზეც აუცილებელია მიიღოთ, მინიმუმ, ერთ ლიტრი წყალი ან გაზგასული მინერალური სასმელი.



მე-3 დღე, მე-3 საფეხური - „ენერგეტიკული“

მესამე ეტაპისთვის თქვენი რაციონი შემდეგია: 2 სუფრის კოვზი თაფლი, 300 გრამი ქიშმიში, ჩირის  კომპოტი (უშაქრო)  და რა თქმა უნდა, სულ მცირე, ერთი ლიტრი წყალი.



მე-4 დღე, მე-4 საფეხური - „სამშენებლო“

ცილოვანი დღე - 500 გრამი ქათმის ან ინდაურის ხორცი, შეზავებული მწვანილით. ხორცი შეგიძლიათ, მოხარშოთ, გამოაცხოთ, მოამზადოთ გრილზე ან ორთქლზე. არ დაგავიწყდეთ დღის მანძილზე წყლის მიღება.



მე-5 დღე, მე-5 საფეხური - „ცხიმის დაწვა“

ამ დღეს შეგიძლიათ მოიწყოთ ნამდვილი დღესასწაული - მიირთვათ ხილი და ბოსტნეული ნებისმიერი რაოდენობით. გარდა ამისა, აუცილებლად უნდა მიირთვათ 200 გრამი წყალზე მომზადებული შვრიის ფაფა და, რა თქმა უნდა, არ დაგავიწყდეთ - დღის მანძილზე აუცილებელია წყლის მიღება.



უფრო მეტი სტიმულისთვის, არ დაგეზაროთ, ფურცელზე დახატოთ კიბე და საფეხურები, ყოველ საფეხურზე ასვლისას მონიშნეთ თქვენი შედეგი, რომელსაც აუცილებლად მიაღწევთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?