ექიმ ბორმენტალის დიეტა - წონაში კლება შიმშილის გარეშე

დიეტა

18 ნოემბერი 12:00, 2016 წელი
436

ექიმ ბორმენტალის დიეტა დაბალკალორიული და ეფექტურია. თუკი რეკომენდაციებს გაითვალისწინებთ, შედეგს აუცილებლად მიიღებთ. დიეტის პერიოდში, შეგიძლიათ საკუთარი თავი საყვარელი პროდუქტებით გაანებივროთ, რაც, სხვა დიეტების შემთხვევაში დაუშვებელია.

არსებობს კვების უნიკალური სისტემა, რომელიც მარტივად დაგეხმარებათ ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლაში.
ექიმ ბორმენტალის დიეტა - ეს გახლავთ ფსიქოლოგიური ტრენინგი, რომელიც გაგათავისუფლებთ დიეტასთან დაკავშირებული მტანჯველი ემოციებისგან და ზომიერად კვების ჩვევებს ჩამოგიყალიბებთ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბორმენტალის მიმდევრები ჭამისგან სიამოვნებას ვერ იღებენ. პირიქით, მიღებული პროდუქტები საკამოდ მადის აღმძვრელია.


ბორმენტალის დიეტის ძირითადი პრინციპი დაბალკალორიული, მაგრამ მრავალფეროვანი კერძებია. მთავარია სწორი კვება.

დიეტის პერიოდში შიმშილი არ შეგაწუხებთ, თუმცა, გადამეტებული ჭამაც დაუშვებელია. ყოველი დილა უნდა დაიწყოთ ნოყიერი საუზმით. ნუ მოერიდებით ნახშირწყლების მიღებას, რადგან, ნახშირწყლები ენერგიის წყაროა და დღის მანძილზე დადებითი განწყობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.


რა უნდა გაითვალისწინოთ დიეტის დროს:


- მკაცრად აკონტროლეთ კვების რეჟიმი;
- საკვები უნდა მიიღოთ დღეში 5-ჯერ გარკვეული საათების მიხედვით.
- თუკი შიმშილი შეგაწუხებთ, შეგიძლიათ წაიხემსოთ;
- დიეტის პერიოდში ყურადღება მიაქციეთ თქვენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, რადგან ამ დროს ძალიან რთულია საყვარელ კერძებზე უარის თქმა.
- დიეტის მნიშვნელოვანი კრიტერიუმია კალორიების დათვლა. დღის მანძილზე უნდა მიიღოთ, საშუალოდ, 1200 კალორია. თუკი პასიური ცხოვრების წესით გახასიათებთ, დღის მანძილზე მიღეული კალორიების რაოდენობა უნდა იყოს 900, ხოლო თუკი აქტიური ცხოვრების წესს მისდევთ და სპორტით ხართ დაკავებული, კალორიების რაოდენობა 1500-მდე გაზარდეთ.
- იმისთვის, რომ თავი დანაყრებულად იგრძნოთ, ძირითადი კვების მიღების შემდეგ დალიეთ ნებისმიერი თბილი სასმელი: ჩაი, უშაქრო კომპოტი, ყავა.


დიეტის პერიოდში სასურველია კვირაში ერთხელ განტვირთვის დღე მოაწყოთ -მთელი დღის მანძილზე მიიღეთ ერთი სახეობის დიეტური პროდუქტი: კეფირი, წიწიბურა, ვაშლი ან ნებისმერი სხვა. ეს დადებითად აისახება წონაში კლების პროცესზე.


 


ბორმენტალის დიეტის უპირატესობები:
1. მაღალი ეფექტურობა. ბორმენტალის დიეტის მიმდევრების უმეტესობამ თვეში, 5-დან 15 კილოგრამამდე წონაში დაკლება შეძლო. პროგრამის შედეგიანობა დამოკიდებულია თქვენს ძალისხმევაზე, მოცემული ყველა წესის დაცვასა და ცხორების ჯანსაღ წესზე. ასევე, მნიშვნელოვანია დიეტიდან სწორად გამოსვლა.

2. მრავალფეროვანი მენიუ. ბორმენტალის დიეტის მნიშვნელოვანი მახასიათებელია ის რომ, ამ დროს არაფერი იკრძალება, ეს კი თქვენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე დადებითად აისახება. შეგიძლიათ მიიღოთ საყვარელი პროდუქტები, მაგრამ არ უნდა დაგავიწყდეთ კალორიების დათვლა.

3. ბორმენტალის მეთოდით კვების დროს უნდა მიიღოთ იმ რაოდენობის სითხე, რამდენსაც ორგანიზმი გთხოვთ. ნუ აიძულებთ თავს, მიიღოთ წყალი ძალდატანებით, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სითხე საეღთოდ არ მიიღოთ. გახსოვდეთ, რომ სითხის მიღება მოწესრიგებული მეტაბოლიზმისთვის და წონაში კლებისთვის აუცილებელი პირობაა.

4. ბორმენტალის დიეტის დროს თავისუფლად შეგიძლიათ დაკავდეთ სპორტით. მსუბუქი სირბილი ან სიარული, ცურვა, ფიტნესი. ფიზიკური დატვირთვის მკვეთრი ზრდა სასურველი არ არის.


 


ბორმენტალის დიეტის ერთკვირიანი მენიუ

პირველი დღე


საუზმე: მწვანე ჩაი, წყალზე მომზადებული შვრიის ფაფა ხილით - 80 გრ (320 კკალ).
სადილი:  მოხარშული ქათმის მკერდი - 150 გრ (163 კკალ). პომიდორში ჩაშუშული (ან ღუმელში გამომცხვარი) ბადრიჯანი - 100 გრ (60 კკალ). კიტრი - 100 გ (13 კკალ).  ვაშლის კომპოტი უშაქროდ - 100 გრ (7 კკალ).
სამხარი: შავი ჩაი. ფორთოხალი - 100 გრ (33 კკალ).
ვახშამი: კეფირი - 100 გრ (38 კკალ). კომბოსტოს სალათი მწვანილებით - 150 გრ (97 კკალ. მოხარშული თევზი - 10 გრ (108 კკალ).


მეორე დღე


საუზმე: ხაჭო თხილით ან ნიგვზით - 100 გრ (130 კკალ). უშაქრო ყავა.
სადილი: ჭარხლის წვნიანი ხორცით - 200 გრ (170 კკალ). კიტრი  სალათის ფურცლებით - 150 გრ (35 კკალ). ქლიავის კომპოტი უშაქროდ - 100 გრ (9 კკალ).
სამხარი: გრეიფრუტი - 100 გრ (35 კკალ). პიტნის ჩაი.
ვახშამი: ღუმელში მომზადებული (გამომცხვარი) თევზის ფილე ყვავილოვან კომბოსტოსთან ერთად - 200 გრ (63 კკალ(. კეფირი - 100 გრ (38 კკალ).


მესამე დღე


საუზმე: ფორთოხლის წვენი - 250 გრ (43 კკალ). მოხარშული წიწიბურა  - 80 გრ (270 კკალ). ყველი - 30 გრ (100 კკალ).
სადილი: მოხარშული ქათმის მკერდი (136 კკალ). მოთუშული კომბოსტო - 100 გრ (24 კკალ). პომიდორი - 100 გრ ( 30 კკალ). ვაშლის კომპოტი უშაქროდ - 100 გრ (7 კკალ).
სამხარი: ნუში - 30 გრ (135 კკალ). მწვანე ჩაი.
ვახშამი: ომლეტი პომიდორით - 100 გრ (150 კკალ). კეფირი - 100 გრ (38 კკალ).


მეოთხე დღე


საუზმე: მწვანე ჩაი. მოხარშული მაკარონი პომიდვრის წვენით და ყველით - 80 გრ (328 კკალ).
სადილი: მოხარშული ძროხის ხორცი მოხარშული კარტოფილით - 100 გრ (229 კკალ). წითელი კომბოსტოს სალათი - 150 გრ (21 კკალ). ვაშლის კომპოტი უშაქროდ - 100 გრ (7 კკალ).
სამხარი: გოგრის წვენი - 100 გრ (30 კკალ). ცაცხვის ჩაი.
ვახშამი: ხაჭო ხილით - 100 გრ (126 კკალ). კეფირი - 100 გრ (38 კკალ).


მეხუთე დღე


საუზმე: ჟასმინის ჩაი. ღუმელში მომზადებული კვერცხი ბოსტნეულით - 100 გრ( 120 კკალ).
სადილი: ნიახურისა და სტაფილოს კრემ-სუპი - 100 გრ (60 კკალ). მოხარშული თევზი - 100 გრ (45 კკალ). მაყვლის კომპოტი უშაქროდ - 100 გრ (28 კკალ).
სამხარი: პომიდვრის წვენი - 100 გრ (13 კკალ). შავი ჩაი.
ვახშამი: მოთუშული ყაბაყი ქათმის ხორცით - 200 გრ (108 კკალ). კეფირი - 100 გრ (38 კკალ).


მეექვსე დღე


საუზმე: მწვანე ჩაი. ბუტერბროდი ქატოს პურით და ყველით - 100 გრ (150 კკალ). ვაშლი (44 კკალ).
სადილი: თევზის წვნიანი - 100 გრ (15 კკალ). მოთუშული მწვანე ლობიო - 100 გრ (24 კკალ). კიტრი - 100 გრ (13 კკალ). ქლიავისა და ვაშლის კომპოტი უშაქროდ - 100 გრ (9 კკალ).
სამხარი: გარგარი - 100 გრ (44 კკალ). პიტნის ჩაი.
ვახშამი: მოთუშული თევზი პომიდორით, ყველით და ბაზილიკოთი - 200 გრ (200 კკალ).


მეშვიდე დღე


საუზმე: შავი ყავა. მოთუშული ოსპი - 100 გრ (284 კკალ). ყველი - 30 ფრ (100 კკალ).
სადილი: მოხარშული ძროხის ხორცი - 100 გრ (139 კკალ). მოთუშული კომბოსტო - 100 გრ (25 კკალ). კიტრისა და პომიდვრის სალათი - 150 გრ (43 კკალ). ვაშლის კომპოტი უშაქროდ - 100 გრ (7 კკალ).
სამხარი: ფორთოხალი - 100 გრ (33 კკალ). მწვანე ჩაი.
ვახშამი: იოგურტი - 100 გრ (51 კკალ). ხაჭო მოცვის სოუსით - 100 გრ (121 კკალ).


ბორმენტალის დიეტის ოპტიმალური პერიოდი 1 კვირიდან 1 თვემდეა. კვირაში, შესაძლებელია 3-5 კილოგრამის დაკლება.
მოცემული მენიუს გარდა, შეგიძლიათ, მოამზადოთ ნებისმიერი კერძი, მაგრამ მთავარია, არ დაგავიწყდეთ ულუფებისა და კალორიების შესახებ. 

გისურვებთ ჯანმრთელობასა და სილამაზეს!