ფრანგული დიეტა - მარტივი გზა მომხიბვლელობისკენ

დიეტა

25 ნოემბერი 12:00, 2016 წელი
201

დიეტა მარტივია და 7 დღე გრძელდება. მენიუ, შესაძლოა, მწირი მოგეჩვენოთ, თუმცა, დიეტის მესამე დღიდან კვების ახალ რეჟიმს მიეჩვევით და მიხვდებით, რომ დასახული მიზნის მიღწევა არც ისე რთულია. დიეტის დასასრულს თავს გაცილებით მსუბუქად იგრძნობთ და შედეგი აუცილებლად გაგაოცებთ. სცადეთ!

რა უნდა გაითვალისწინოთ დიეტის დროს:


- გამორიცხეთ ცომეული და ტკბილეული პროდუქტები, ასევე, ალკოჰოლური და გაზირებული სასმელები.
- დიეტის რაციონში პროდუქტების შეცვლა მიზანშეწონილი არ არის, რადგან ცვლილება აუცილებლად აისახება საბოლოო შედეგზე.
- დიეტის პერიოდში უნდა მიიღოთ მხოლოდ ანადუღარი ან მინერალური (გაზგასული) წყალი.
- პროდუქტები დიეტაში გრამობით არ არის მოცემული. თავად განსაზღვრეთ, რამდენგრამიან ულუფებს მიიღებთ. მაქსიმალური შედეგის მისაღწევად შეეცადეთ, ულუფების რაოდენობა შეძლებისდაგვარად შეამციროთ.
- ფრანგული დიეტა 7-დღიანია, თუმცა მისი გაგრძელება 14 დღემდე შეგიძლიათ. დიეტის გამეორება სასურველია დასრულებიდან 6 თვის შემდეგ.


ფრანგული დიეტის მენიუ:


პირველი დღე:
საუზმე: შავი ყავა, უშაქროდ.
სადილი: 2 ცალი მოხარშული კვერცხი, სალათის ფურცლები და პომიდორი.
ვახშამი: ქათმის ან ძროხის მოხარშული ხორცი და სალათის ფოთლები.


 



მეორე დღე:

საუზმე: შავი ყავა, უშაქროდ და 1 ცალი სუხარი.
სადილი: მოხარშული ძროხის ხორცი.
ვახშამი: ნაკლებცხიმიანი ლორი და სალათის ფოთლები.


 



მესამე დღე:

საუზმე: შავი ყავა, უშაქროდ და 1 ცალი სუხარი.
სადილი: მცენარეულ ზეთში მოთუშული სტაფილო და პომიდორი. 1 ცალი ფორთოხალი.
ვახშამი: 2 ცალი მოხარშული კვერცხი. უცხიმო ძეხვი და სალათის ფოთლები.



მეოთხე დღე:

საუზმე: შავი ყავა, უშაქროდ და 1 ცალი სუხარი.
სადილი: 1 ცალი მოხარშული კვერცხი. უმი სტაფილო და ყველი.
ვახშამი: ხილის სალათი და კეფირი.


 




მეხუთე დღე:

საუზმე: გახეხილი სტაფილო ლიმონის წვენით. 
სადილი: მოხარშული თევზი და პომიდორი.
ვახშამი: მოხარშული ძროხის ხორცი.


 



მეექვსე დღე:

საუზმე: შავი ყავა უშაქროდ.
სადილი: მოხარშული ქათმის ხორცი და სალათის ფურცლები.
ვახშამი: მოხარშული ძროხის ხორცი.


 



მეშვიდე დღე:

საუზმე: მწვანე ჩაი უშაქროდ.
სადილი: მოხარშული ძროხის ხორცი და ხილი.
ვახშამი: ნაკლებცხიმიანი ლორი ან ძეხვი.


 



თუკი ფრანგული დიეტის გაგრძელება ორი კვირის განმავლობაში გსურთ, გაიმეორეთ იგივე მენიუ მომდევნო 7 დღის განმავლობაში.


გისურვებთ ჯანმრთელობასა და სილამაზეს!