თევზის დიეტა - წონაში კლება „გემრიელად“

დიეტა

17 დეკემბერი 14:00, 2015 წელი

თევზის დიეტისთვის საუკეთესო პერიოდი ზამთარია. წელიწადის ამ დროს ორგანიზმი ყველაზე მეტად საჭიროებს ვიტამინებს, განსაკუთრებით კი - D ვიტამინს, რომლითაც თევზი ძალიან მდიდარია. 


დიეტოლოგების მტკიცებით, თევზის დიეტა შესანიშნავად უწყობს ხელს წონაში კლებას. ამ რაციონით 7 დღეში გარანტირებულად დაიკლებთ 5 კილოს.


რა უნდა გაითვალისწინოთ დიეტის დროს:


- რაციონიდან ამოიღეთ შაქარი (ტკბილეული) და მარილი (თუკი მარილზე უარს ვერ ამბობთ, მიიღეთ ძალიან მცირე რაოდენობით);
- თევზის დიეტური სახეობებია: სუდაკი, ხეკი, თინუსი, კამბალა, სკუმბრია, ვირთევზა, ნავაგა. ორაგული, შედარებით, კალორიულია, თუმცა, სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ, დიეტურ მენიუში შეიტანოთ.
- ნებისმიერი კერძის მომზადების დროს გამოიყენეთ ცხიმის მინიმალური რაოდენობა;
- დიეტის გამეორება რეკომენდებულია დიეტის დასრულებიდან 6-8 კვირის შემდეგ.
- დიეტის პერიოდში, ზღვის პროდუქტების გარდა, შეგიძლიათ, მიიღოთ რძის პროდუქტები, მოხარშული კვერცხი და ხილი (ბანანის გამოკლებით).
- საკვების მიღება სასურველია, ერთსა და იმავე დროს, ხოლო ვახშამი არ უნდა გადააცილოთ საღამოს 6 საათს.



პირველი დღე:


საუზმე: ორთქლზე მომზადებული ან მოხარშული თევზი - 150 გრ; წყალზე მოთუშული კომბოსტო - 150 გრ; უშაქრო ჩაი.
სადილი: ბოსტნეულის წვნიანი - 200 გრ; მოხარშული თევზი ბრინჯით - 150 გრ; 
სამხარი: ნებისმიერი დაბალკალორიული ხილი - 150 გრ.
ვახშამი: მოხარშული თევზი სტაფილოს სალათთან ერთად - 150 გრ. (მომზადების წესი: გახეხილ სტაფილოს მოასხით ოდნავ ძმარი და ზეთი. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ნიორი, ოდნავ ხმელი ქინძი და უცხო სუნელი); 1 ნაჭერი შავი პური და უშაქრო ჩაი.


მეორე დღე:


საუზმე: შემწვარი თევზი - 150 გრ; უშაქრო ჩაი და ნებისმიერი ჩირი, გარდა ფინიკისა.
სადილი: თევზის ფილეს 2 ცალი კატლეტი. ნებისმიერი სახეობის მწნილი - 150 გრ; ერთი ნაჭერი შავი პური.
სამხარი: ნებისმიერი დაბალკალორიული ხილი - 150 გრ.
ვახშამი: თევზის კონსერვი - 200 გრ; ერთი ნაჭერი შავი პური; თხილეული - 50 გრ; (გამორიცხეთ არაქისი) და ნებისმიერი უშაქრო სასმელი.


         


მესამე დღე:


საუზმე: თევზის ბუტერბროდი შავი პურით - 150 გრ და უშაქრო ჩაი.
სადილი: ვეგეტარიანული ბორში და 1 ქილა თინუსის კონსერვი.
სამხარი: ნებისმიერი დაბალკალორიული ხილი - 150 გრ.
ვახშამი: კრევეტი 300 გრ; უშაქრო ჩაი ერთი ჩაის კოვზი თაფლით.


მეოთხე დღე:


საუზმე: ორთქლზე მომზადებული ან მოხარშული თევზი - 150 გრ; 1 ცალი ბოლოკი. ერთი ნაჭერი ტოსტერში გახუხული პური და უშაქრო ჩაი. 
სადილი: თევზის წვნიანი - 200 გრ; მწვანე სალათის ფურცლები - 200 გრ.
სამხარი: ნებისმიერი დაბალკალორიული ხილი - 150 გრ.
ვახშამი: მოხარშული თევზი და კიტრი - 200 გრ; ერთი ნაჭერი შავი პური.


მეხუთე დღე:


საუზმე: ორთქლზე მომზადებული ან მოხარშული თევზი - 150 გრ;  კომბოსტოს სალათი შეზავებული ზეითუნის ზეთით და მწვანილებით. ერთი ნაჭერი, ტოსტერში გახუხული პური და უშაქრო ჩაი. 
სადილი:  ბოსტნეულის წვნიანი მომზადებული თევზის ფარშით - 200 გრ; მოხარშული თევზი ბრინჯის გარნირით - 150 გრ;
სამხარი:  ნებისმიერი დაბალკალორიული ხილი - 150 გრ.
ვახშამი: მოხარშული მიდიები (ან თევზი) სალათის ფურცლებით - 200 გრ; ერთი ნაჭერი შავი პური.  


მეექვსე დღე:


საუზმე:  2 ნაჭერ შავ პურზე გადასმული ხიზილალა. უშაქრო ჩაი ერთი ჩაის კოვზი თაფლით.
სადილი: თევზის წვნიანი - მოზრდილი ულუფა. მოხარშული სკუმბრია მოთუშულ ბროკოლთან ერთად - 200გრ;
სამხარი:  ნებისმიერი დაბალკალორიული ხილი - 150 გრ.
ვახშამი: თევზის კატლეტი 2 ცალი. მოთუშული სტაფილო ხახვით - 200 გრ;


მეშვიდე დღე:


საუზმე: მოხარშული თევზი - 150 გრ. უშაქრო ჩაი 4 ცალი ფინიკით.
სადილი: თევზის წვნიანი - 150 გრ; ერთ ნაჭერი შავი პური;
(დიეტის ბოლო, მეშვიდე დღეს სამხარზე უარის თქმა მოგიწევთ).
ვახშამი: მოხარშული კრევეტები - 300 გრ; მოხარშული ბრინჯი - 150 გრ; უშაქრო ჩაი.


 


ეს შვიდი დღე სწრაფად გაივლის, რადგან მენიუ საკმაოდ ნოყიერი, მრავალფეროვანი და მდიდარია.
ახლა უკვე, შეგიძლიათ თამამად შედგეთ სასწორზე და შეამოწმოთ თქვენი შედეგი.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?