სოკოს დიეტა - წონაში კლების ახალი ხერხი

დიეტა

24 დეკემბერი 14:00, 2015 წელი

სოკოს დიეტა ერთ-ერთ ბრიტანულ უნივერსიტეტში შეიმუშავეს. მისი არსია, ხორცეული ჩაანაცვლოთ სოკოთი. სოკო დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე. გამოდევნის ორგანიზმიდან შლაკებსა და ტოქსინებს, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ორგანიზმის ეფექტურ გაწმენდას. დიეტა დაგეხმარებათ, 10 დღეში, სულ მცირე, 6 კილოგრამი დაიკლოთ.


რა უნდა გაითვალისწინოთ დიეტის დროს:


- ყურადღებით აარჩიეთ სოკო;
- დიეტის პერიოდში გამორიცხეთ ნებისმიერი ალკოჰოლური სასმელი;
- კვების რაციონიდან ამოიღეთ შემწვარი და ცხარე კერძები;
- ბოლო ვახშამი, სასურველია, 6 საათამდე მიირთვათ;
- დიეტის პერიოდში მოერიდეთ ტკბილეულსა და ცომეულს.
- თუკი დიეტის დროს შიმშილი შეგაწუხებთ, შეგიძლიათ, მიირთვათ დაბალკალორიული ხილი ან 1 ჭიქა დაბალპროცენტიანი კეფირი.
- სოკოს დიეტის რაციონში მისაღები ულუფის რაოდენობა თავად განსაზღვრეთ. უმჯობესია, საშუალო ულუფებად მიირთვათ.
- ბოსტნეულის სალათში შეგიძლიათ ნებისმიერი ბოსტნეული გამოიყენოთ, კარტოფილის გარდა.


სოკოს დიეტის მენიუ:



პირველი დღე:
საუზმე:
შვრიის ფაფა ნებისმიერი ხილით (ბანანის გარდა). ხრაშუნა პური (ხლებცი) და უშაქრო ყავა ან ჩაი.
სადილი:
სოკოს წვნიანი ნიახურით (კარტოფილის გარეშე) და წყალზე მოხარშული წიწიბურა.
ვახშამი:
ბოსტნეულის სალათი შეზავებული ზეითუნის ზეთით და მწვანე ჩაი ლიმონით.


 



მეორე დღე:
საუზმე: 
წყალზე მოხარშული წიწიბურა. უშაქრო ყავა ან ჩაი ლიმონით.
სადილი:
ჩაშუშული სოკო პომიდვრითა და მწვანილებით. 2 ცალი კიტრი და პომიდორი;
ვახშამი:
სტაფილოს სალათი მწვანილებითა და ზეითუნის ზეთით. 1 ცალი ვაშლი.


 


 



მესამე დღე:
საუზმე:
მოხარშული ბრინჯი უცხიმოდ. ხრაშუნა პური (ხლებცი) და ახალგამოწურული ხილის წვენი უშაქროდ (ბანანის გარდა).
სადილი: სოკოს ბულიონი და 2-3 ცალი სოიოს კატლეტი.
ვახშამი: ჭარხლის სალათი ზეითუნის ზეთით. 2 ცალი ფორთოხალი.


 



მეოთხე დღე:
საუზმე:
შვრიის ფაფა ნებისმიერი ხილით (ბანანის გარდა). ხრაშუნა პური (ხლებცი) და უშაქრო ყავა ან ჩაი.
სადილი:
მოხარშული ბრინჯი სოკოთი და გახეხილი სტაფილოთი.
ვახშამი:
მწვანე სალათის ფურცლები კიტრით, მწვანილებითა და ზეითუნის ზეთით.







მეხუთე დღე:
საუზმე:
წყალზე მოხარშული წიწიბურა. უშაქრო ყავა ან ჩაი ლიმონით.
სადილი:
ჩაშუშული სოკო პომიდვრითა და მწვანილებით.
ვახშამი:
ბოსტნეულის სალათი შეზავებული ლიმონის წვენით ან ზეითუნის ზეთით.


 


 


მეექვსე დღიდან მიირთვით სოკოს დიეტის მენიუ პირველიდან მეხუთე დღის ჩათვლით.


გახსოვდეთ: თუკი გაწუხებთ ალერგია, ჰიპერტენზია, ღვიძლის, თირკმლის ან კუჭ-ნაწლავის დაავადებები, აუცილებლად უარი უნდა თქვათ სოკოს დიეტაზე.  გული არ დაგწყდეთ, რადგან ჩვენს რუბრიკაში უამრავი დიეტაა, რომელიც თქვენს ორგანიზმს იდეალურად მოერგება და წონის ეფექტურად დაკლებაში დაგეხმარებათ.


გისურვებთ ჯანმრთელობასა და სილამაზეს!

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?